კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უჯდება ყოველწლიურად 100 000-დოლარიანი სესხის მომსახურება პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს

რა უჯდება ყოველწლიურად 100 000-დოლარიანი სესხის მომსახურება პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს

 საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი კარლო ცქიტიშვილი 1976 წელსაა დაბადებული. 1996-2000 წლებში უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო – სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე. ამის პარალელურად კი, 1996-1998 წლებში ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტშიც სწავლობდა გერმანისტიკის ფაკულტეტზე. ასევე, დაუმთავრებია საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით (თუმცა სწავლის წლები მითითებული არ არის). მისი შრომითი ბიოგრაფია 1998 წელს დაწყებულა საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში. 2004-2009 წლებში საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის  პროტოკოლის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2009 წელს საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსად დანიშნულა. 2012-2013 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის სამსახურის უფროსი გახლდათ, ხოლო 2013 წლის 20 დეკემბრიდან კი, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობს.
ბ-ნი ცქიტიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა დედა, ქ-ნი მარინა, 1972 წელს დაბადებული მეუღლე, ირმა და ორი შვილი: მარიამი და ილია. იმხანად ბ-ნი ცქიტიშვილის საკუთრება იყო ორი ბინა თბილისში, პეკინის გამზირზე (95 და 65 კვ. მ.), და ორი არასაცხოვრებელი ფართი, ასევე, პეკინის გამზირზე (17,14 და 17, 83 კვ. მ. ფართობის), მის მეუღლეს კი ეკუთვნოდა ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე (40 კვ.მ.). ბანკში ანაბარზე თანხას მხოლოდ კარლო ცქიტიშვილი ინახავდა – 18 605 აშშ დოლარს.
რაც შეეხება შემოსავლებს: დასაქმებული მხოლოდ ბ-ნი ცქიტიშვილი გახლდათ და მისმა შემოსავლმა 2011 წლის განმავლობაში, როგორც პარლამენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსისამ, 43 943 ლარი შეადგინა.
მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსმა. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა ოდენობა. რაც შეეხება უძრავ ქონებას: ბ-ნი ცქიტიშვილის საკუთრებაა ზემოთ ნახსენები ორი არასაცხოვრებელი ფართი პეკინის გამზირზე და ერთი ბინა (65 კვ. მ. ფართობის) და კიდევ ერთი ბინა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე (100 კვ. მ.). მასვე ჰყავს 2006 წლის მსუბუქი ავტომანქანა „მინი კუპერი“. ანაბარზე კი მხოლოდ  14 494 აშშ დოლარიღა ერიცხება.
2015 წლის განმავლობაში კარლო ცქიტიშვილმა, როგორც პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსმა, 64 000 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ, ანა ივანიშვილმა, როგორც სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამმართველოს უფროსმა,  48 570 ლარი. ბ-ნ ცქიტიშვილს შემოსავალი მიუღია იჯარიდანაც, 12 326 ლარი, თუმცა 2014 წელს აღებული 100 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხის მომსახურება 2015-ში 13 938 აშშ დოლარი დასჯდომია.
რაც შეეხება სხვა წლების შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ბ-ნმა ცქიტიშვილმა, როგორც კანცელარიის პროტოკოლის სამსახურის უფროსმა, 35 908 ლარი აიღო; როგორც პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსმა (გამოდის, რომ 10 დღეში) – 5 476 ლარი. 2014 წლის განმავლობაში კარლო ცქიტიშვილმა, როგორც პრეზიდენტის პროტოკლის დეპარტამენტის უფროსმა, 64 645 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ანა ივანიშვილმა, როგორც სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამმართველოს უფროსმა, 23 783 ლარი, ხოლო მანამდე, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა, 11 069 ლარი.

скачать dle 11.3