კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიჰადი – ფილტვების წინააღმდეგ

ასოებით მოთამაშენი

იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ჩვენს დედაქალაქში სუნთქვა ჭირს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობის პერიოდია, არამედ ჯერჯერობით მხოლოდ იმიტომაც, რომ მწვანე საფარს ტყიდან გამოცვენილი ველურებივით შევესიეთ.
დიახ, შევესიეთ; რადგან, თუკი მერიის შესაბამისი სამსახურები არ იკლავენ თავს ქალაქის გამწვანებაზე, არც მოქალაქეები იშურებენ ძალ-ღონეს, რომ ხეები მოსპონ და მათ ადგილას საცხოვრებელი ბინები ან ავტოფარეხები წამოჭიმონ (თითქოს საკუთარი ფილტვების წინააღმდეგ ჯიჰადი გამოეცხადებინოთ).
თუმცა ფაქტი უდავოა: მერიის გამწვანების სამსახური, ტრადიციულად, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებს. ჰოდა, რაკი მოიკოჭლებს, მათ აქტიურად უტევენ „პარტიზანი მებაღეები“.
ბოლო შეტევა ისეთი  მასშტაბური იყო, რომ ეს ჩვენი მერიც კი გამოიყვანა წყობილებიდან და მათი მისამართით: „მაიმუნი, ვირიშვილიც“ ამოათქმევინა, რამაც, ცხადია, საზოგადოებრივი უკამაყოფილება გამოიწვია (მათ შორის, ბუნებრივია, ჩემიც) და თანამდებობის პირს თმენის ვალდებულებაც შეახსენეს; ზოგი უფრო შორსაც წავიდა და, არც მეტი, არც ნაკლები, მერის გადადგომა მოითხოვა (მოტივით: ჩვენი ფილტვების იავარქმნა არ ეყოფოდა, ახლა ჩვენივე სათუთი ყურები შეაშფოთაო).
ამასობაში კი, სჯა-ბაასში გართულებმა, შევიტყვეთ, რომ ამ ჩვენი ნომერ პირველი „პარტიზანი მებაღის“, ნატო ფერაძის (დავით ნარმანიას მიერ „მაიმუნო, ვირიშვილოს“ ადერსატის) ლექსიკა ისეთი ყოფილა, რომ ხსენებული „მაიმუნი“ „ტანო, ტატანო“ უფროა, ვიდრე „ვირიშვილი“ (მით უფრო, რომ ჩოჩორი საკმაოდ მომხიბვლელი არსებაა).
დიახ, აღმოჩნდა, რომ ქ-ნი ფერაძე ისე ხმარობს ასო-ბგერა ტყ-თა კომბინაციას, როგორც ერთ დროს ჩვენი წინაპარი ხმალს – ხელჩართულ ბრძოლაში. და უფრო მეტიც, ნატო ფერაძემ გვაუწყა, რომ (მომყავს ციტატა): „ვიგინებოდი ყოველთვის და გავაგრძელებ გინებას კიდევ, მაგრამ მე „პარტიზანი მებაღე“ ვარ და ის მერია, განსხვავება ეს არის.“
ლოგიკა უცნაური და არადამაჯერებელია: საჯაროდ მოქმედი პირი რა – მერი და რა – მებაღე, თუნდაც პარტიზანი, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, თუკი მწვანე საფარს ვერაფრით ვარგებთ, ასოებით თამაშში მაინც გამოვიჩენთ თავს?! –

скачать dle 11.3