კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული განათლების ვნებანი

ანუ შენ რომ ჩემთვის სასწავლო პროგრამა არ მოგიტანიაო?!

 მართალია, საქართველოს განათლების სისტემაში თვით ეშმაკიც ვერ გაარკვევს, ვის და რატომ ზრდის (აღზრდას ვინღა ჩივის?!) განათლების ეროვნული სისტემა (მეტიც, საერთოდაც, რომელი ქვეყნის მოქალაქეს?!), თუმცა ამ ჩვენი ახალი (ოღონდ არც ძველები ექნა გამჩენს) განათლების მინისტრის მსახვრალი ხელი ქართულ ზღაპრებს გადასწვდა.
სახელდობრ, ბ-ნი ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას არ შეესაბამება.
და არ შეესაბამება შემდეგი მიზეზით, ვინაიდან ქართული საზოგადოების საჭიროება 21-ე საუკუნეში უფრო სწრაფად შეცვლილა, ვიდრე  განათლების სისტემას მოუსწრია შეცვლა. ამიტომაც მოგვიწოდებს, არ ვიყოთ დოგმატურები!
მე ვერ დავეთანხმები მინისტრს, სადაც ის უტევს ქართულ ზღაპრებს და არც ქართული ზღაპრების ფილოსოფიურ სიღრმესა და მათში მოცემული გეოპოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მზა რეცეპტებზე ვისაუბრებ (ეს სულ სხვა და ვრცელი საუბრის თემაა), თუმცა ვეთანხმები ბ-ნ ჯეჯელავას, სადაც ის ამბობს (მომყავს ციტატა): „ყველა ქართველი ბავშვი კომპიუტერთან რომ დამწკრივებულა და „მჭøჭ è მåჰâåჰü”-ს უყურებს. მერე თუ ვინმეს უკვირს რუსეთის მიმართ მეგობრული განწყობა, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე.“
ვეთანხმები, ოღონდ გამკვირვებია, ვინმემ ვინმეს დაუშალა კონკურენტუნარიანი ანიმაციის შექმნა ქართულ სიუჟეტზე?! იმას გარდა, რომ ისიც საკითხავია, რას მოიაზრებს იგი „თანამედროვე ფასეულობებში“, რომ პრინცს პრინცი უნდა შეუყვარდეს?!  აი, იმას კი შემდეგისთვის შემოვინახავ, რომ თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეები არ შეცვლილა, სულ მცირე, 2000 წელია.
აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: ქართული ზღაპრების დევნას, იქნებ სასკოლო სახელმძღვანელოები მოეყვანათ შესაბამისობაში თანამედროვე საზოგადოების გამოწვევებთან?! –

скачать dle 11.3