კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

სკამიდან – სკამზე

ანუ თვალდაბინდულნი

 მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში დიდი მისვლა-მოსვლაა, რუსეთ-თურქეთ-ირანს შორის, რაშიც აქტიურადაა ჩართული ეს ჩვენი რეგიონული სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და, ამის პარალელურად, ჩვენი ოკეანის გაღმელი სტრატეგიული პარტნიორი აშშ იმითაა შეფიქრიანებული, სად წაიღოს თურქულ სამხედრო ბაზაზე განთავსებული თავისი კუთვნილი ბირთვული ქობინები, ხოლო თურქეთმა კი სირიაში სამხედრო-სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისეა თვალდაბინდული, სკამიდან სკამებზე გადახტუნების პერსპექტივით, რომ ვერც ვერაფერს ხედავს და, რაც ყველაზე უარესია, არც სამოქმედო გეგმა გააჩნია, ცხადია, მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის მიზნით.
ჰოდა, სანამ არ გაგვაჩნია, ამასობაში ირანმა რფ-ს ავიაგამანადგურებლებს თავისი სამხედრო ბაზიდან მისცა ისლამისტთა პოზიციების დაბომბვის უფლება, ოღონდ ერთი ნათელი წერტილი ისაა, რომ ჯერჯერობით თურქეთმა უარი უთხრა იმავე რუსეთს ინჯირლიკის ბაზის იმავე მიზნით გამოყენებაზე. თუმცა ეს უარი, შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ იმ ბაზაზე ამერიკელი სამხედროებიც არიან და თურქეთს იმედი აქვს, რომ აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო სარფიანად ივაჭრებს.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სამთა (რუსეთ-თურქეთ-ირანის) დაძმობილების ფაქტი უპრეცედენტოა (აქამომდე ეს სამივენი ერთმანეთს მხოლოდ თავპირს უნაყავდნენ) და ჩვენებურთა ზემონახსენებ ხტუნვას (სკამიდან – სკამზე) დავამატებთ, რთული სათქმელია, ჩვენ რის იმედად ვართ?!  ვითომ აწ უკვე ამ სამივეს ერთდროულად ჩამოშლის თუ იმის, რომ „პარტიზანი მებაღე“ თავისი გინებით დააფრთხობს?! –

скачать dle 11.3