კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ბიჭი, რომელმაც დემნა გვასალიასთან ერთად გადაღებული ნიშნობისბეჭდებიანი ფოტო დადო და დაინიშნენ თუ არა ისინი სინამდვილეში

„ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენთვის არის რეალობა, ის, რასაც ჩვენი ქალი ატარებს, რათა თავი კარგად იგრძნოს,“ – ეს სიტყვები ქართველ წარმატებულ დიზაინერს, „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორსა და „ვეტმანის“ დიზაინერს, დემნა გვასალიას ეკუთვნის. ის ნებისმიერ გამოცემასთან საუბრისას აუცილებლად უსვამს ხაზს თავის ქართულ წარმომავლობას, სოხუმში გატარებულ მძიმე წუთებს, რამაც მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.  დღეს დემნა მოდის ინდუსტირაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. მან „ბალენსიაგას“ ახალი სული შთაბერა. თავის ბრენდს, „ვეტმანს“ კი, რომელიც მის სახლში შეიქმნა და ფინანსურ საქმეებს მისი ძმა, გურამ გვასალია განაგებს, მცირე დროში უდიდესი წარმატება ხვდა წილად. 
დემნა გვასალია: გავიზარდე დიდ სახლში, მშობლებთან, ძმასთან, ბებიასთან და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვაკეთებდი ბევრ სასაცილო, ბავშვურ რაღაცას – ვცდილობდი, დამეჭირა თევზი მდინარეში, რომელიც სახლთან ახლოს მიედინებოდა; ჩვენს ეზოში აღმომეჩინა თამარ მეფის საფლავი და საგანძური; ბებიასთვის ჩემს ბიძაშვილთან ერთად ვაწყობდი მუსიკალურ, იმიტირებულ კონცერტებს; ეზოში ვიპარავდი  საკუთარ მარწყვს... დღემდე მახსოვს იმ მაგნოლიების სუნი, რომელიც სკოლის გზაზე მხვდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც უნდა გაზრდილიყო და ეცხოვრა ადამიანს... ომის შემდგომი პერიოდი ძალიან რთული იყო მთელი ოჯახისთვის: საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ენების სწავლა, ახალ კულტურასთან ადაპტაცია, ორი დასასრულის ერთმანეთთან დაკავშირება... მიუხედავად ამისა, რომ ამ ყველაფერმა იმის საშუალება მომცა, შევხვედროდი არაჩვეულებრივ ხალხს, აღმომეჩინა, გავცნობოდი საინტერესო ადგილებს,  გამეცნობიერებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი.  ეს კი გეხმარება, რომ უფრო მეტად დააფასო ოჯახისა და მეგობრების სიყვარული… 
„ჩვენ მოვდიდოით მანქანით, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ შევძელით წინ წასვლა და განვაგრძეთ გზა ფეხით. გვქონდა რამდენიმე ავტომატი „კალაშნიკოვი“. დედამ გაყიდა ერთი, რათა ცხენი გვეყიდა, რადგან  ბებიას სიარული  არ შეეძლო. ეს იყო საშინელება… როდესაც ვერტმფრენმა აგვიყვანა, ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან სახალისო იყო, ადგილი არ იყო და მე უნდა ვმჯდარიყავი უკანა სავარძელზე, ბარგთან. იმ დროს ვერ ვხვდებოდი, რატომ ტიროდა დედა“... – ასე იხსენებს „ვოგთან“ ინტერვიუში სოხუმიდან წამოსვლას დემნა გვასალია.
 დემნა: ანტვერპენმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც ჩემს შემოქმედებით, ასევე პირად ცხოვრებაზე. ის გახდა ჩემი მეორე, მშობლიური ქალაქი, რადგან იქ გავატარე მნიშვნელოვანი წლები და შეიძლება ითქვას, იქ გავხდი ზრდასრული. თან, ანტვერპენშია ჩემი პირველი საკუთარი სახლი. მყავს მეგობრები, მქონია ბევრი უძილო ღამე, თარგების გამოჭრა, კერვა, ცრემლები, მხიარულება, სიყვარული და ასე შემდეგ. რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე ანტვერპენში, ყოველთვის ვგრძნობ და მაქვს იმის განცდა, რომ საკუთარ სახლში დავბრუნდი. ანტვერპენის სასწავლებელში რომ  ვაბარებდი, წარმოდგენაც კი არ მქონდა ბელგიურ მოდაზე და საერთოდ‚ ამ აკადემიის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ, ასეთი არაინფორმირება დამეხმარა იმაში, რომ არ მქონოდა შიში და პროფესორებთან ინტერვიუზე გულწრფელი ვიყავი. დღეს ვფიქრობ, ალბათ‚ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ წარმატებით ჩავაბარე. თუმცა, აკადემიაში გატარებული 4 წელი ძალიან რთული იყო. ზოგადად‚ რთულია‚ ისწავლო ამ აკადემიაში, მაგრამ ეს კარგი სკოლაა მათთვის, ვისაც არ ეშინია რთული, მძიმე სამუშაოსი. დღეს, მიმართულების შეცვლის შემდეგ, ეს აკადემია, მოდასთან დაკავშირებით, ცოტა არარეალური გახდა. მაგრამ მე‚ საბედნიეროდ‚ გამიმართლა და იქ ძალიან კარგ მომენტში მოვხვდი. „ანტვერპენის ექვსეული“ მართლაც დიდებულია და მათ დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე მოდაზე. თუმცა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაფერი მსმენია მათ შესახებ. ამიტომ, ვფიქრობ, უკვე დადგა ახალი თაობის დრო.
ეს იყო ჯერ კიდევ სამი წლის წინ, „თბილისელებთან“ ინტერვიუ ჰქონდა... იმ პერიოდში დემნა გვასალიას უკვე ნამუშევარი ჰქონდა მეისონ მარტინ მარჯიელასთან, პასუხისმგებელი იყო „მარჯიელასა“ და „ეიჩ ენდ ემის“ ერთობლივი კოლექციის დიზაინზე, მუშაობდა ლუი ვიტონთან... დღეს დემნა მოდის დიდ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა სახელია. 2015 წელს, როდესაც დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორად დანიშნეს, ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა მის შესახებ წერდა: „ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორად დაინიშნა“. 2016 წლის მარტში კი დემნას მიერ „ბალენსიაგასთვის“ შექმნილმა კოლექციამ ფურორი მოახდინა. „კულტურა ხვდება ქუჩას – დემნა გვასალიას სენსაციური დებიუტი „ბალენსიაგასთვის,“ – ასე შეაფასა „ვოგმა“ „ბალენსიაგას“ ახალი კოლექცია, რომელიც მაღაზიებში ელვის სისწრაფით გაიყიდა. „დიდი წარმატება – ეს არის ახალი „ბალენსიაგა,“ – ასე გამოეხმაურა ახალ კოლექციას ბრიტანული „ვოგის“ რედაქტორი. სხვათა შორის, „ბალენსიაგას“ გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის კოლექციის ჩვენებაში ორი ქართველი – სანდრო ფოფხაძე და ნიკოლოზ ჭავჭავაძე მონაწილეობდნენ.
 2014 წელს, როდესაც დემნა გვასალია „ლუი ვიტონიდან“ წამოვიდა, მან საკუთარი ბრენდი – „ვეტმანი“ დააარსა, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული. დღეს ის ერთ-ერთი მოთხოვნადი ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები ატარებენ. „ვეტმანი“ პარლამეტივითაა – ყველაფერი ძალიან გახსნილია და არ ეშინია, გაუზიაროს სხვას თავისი მოსაზრებები ძალიან სასტიკი მეთოდებით, „ბალესიაგაში“ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია, რადგან ქალის სამოსზე მომუშავე ჯგუფი ამ გზას არ არის მიჩვეული. თუმცა, ისინიც იწყებენ ამას,“ – ასე ახასიათებს ამ ორ ბრენდს შორის განსხვავებას დემნა გვასალია ერთ-ერთ მოდურ გამოცემასთან ინტერვიუში. სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუში დემნა და მისი ძმა გურამი ერთად მუშაობაზე საუბრობენ.
დემნა: „ყოველთვის ვფიქრობ იმ ხალხზე, ვისაც ვიცნობ: რა აცვიათ მათ? ყოველთვის მაქვს კავშირი მათთან – სწორედ ეს არის გზა, რომლითაც მივდივართ.
გურამ გვასალია: დემნა ხატავდა თოჯინებს მუყაოზე, ჭრიდა სამოსს და აცმევდა მათ. შემდეგ თოჯინებს ჰქონდათ ჩვენებები. მე კი ვყიდდი ბილეთებს შოუსთვის.
 დემნა: არასდროს ვფიქრობდი „ვეტმანზე“ სერიოზულად. გურამმა ნახა, რასაც ვაკეთებდი და, თქვა, რომ ამისგან შეიძლებოდა, გაკეთებულიყო კარგი ბიზნესი.
გურამი: ეს იყო ბედი და დამთხვევა. ჩვენ ვიყავით საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ეჭვგარეშეა, დემნას აქვს ნიჭი, მაგრამ ჩვენ მივიღეთ საჭირო პროდუქტი  და ხალხი იყო  ამისთვის მზად.
 დემნა: გურამსაც იგივე მიზანი აქვს, რაც მე, მაშინაც კი, თუ ორივე სხვადასხვა საქმეს ვაკეთებთ: დავრჩეთ დამოუკიდებლები და „ვეტმანი“ გახდეს ბრენდი – ეს არის ჩემი ცხოვრების პროექტი. მაგრამ, მე ახლა მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი ბრენდი – „ბალენსიაგა“, გავხადო საკუთარი. შემოქმედებითად ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, ვაკეთო ის, რასაც ვერ გავაკეთებ „ვეტმანში“... ინტუიტიური პიროვნება ვარ. თუ ლოგიკურად ვიფიქრებდი, არასდროს შევქმნიდი „ვეტმანს“, ჩემი ოჯახის წევრები, შორეული და საუკეთესო მეგობრები მეუბნებოდნენ: გიჟი ხარ. გაქვს შესანიშნავი სამუშაო, კარგი ანაზღაურებით, რატომ აკეთებ ამასო? ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბრენდია და ისინი იბრძვიან. მიუხედავად ამისა, მთელი დანაზოგი, რაც მქონდა, ამ ბრენდში ჩავდე. მე უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს გამოცდილ გზაზე. უნდა დამეწყო რაღაც ახალი. აქ არ იყო ლოგიკა. მგონი, მარტო ღმერთი მეუბნებოდა: „შენ უნდა გააკეთო ეს ახლა. შენ ხარ იმ ასაკში, როცა შეგიძლია, იბრძოლო ამისთვის“. მთელი დანაზოგი, რაც შენახული მქონდა, დაახლოებით 100 000, „ვეტმანში“ ჩავდე... დღეს ჩემი ძმა აქცევს ყურადღებას კომერციულ მხარეს და ამას საუკეთესოდ აკეთებს. ერთად მუშაობა არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ვენდობით ერთმანეთს.“
საქმის გარდა, დემნა გვასალიას პირადი ცხოვრებაც მედიისთვის ყოველთვის საინტერესო იყო.  მან საჯაროდ განაცხადა თავისი ორიენტაციის შესახებ „ნუმეროსთან“ ინტერვიუში. კითხვაზე: თუ არის წარსულში ისეთი, რამაც მას ტრავმა დაუტოვა, დემნამ უპასუხა: მახსოვს, სასიყვარულო წერილი მივიღე ბიჭისგან.  საქართველოში დიდი დრამა იყო გეი. მივედი და ვცემე ის ბიჭი. ხოლო, კითხვაზე, თუ როდის მიხვდა ის, რომ ბიჭები მოსწონდა, მან უპასუხა: 6 წლის ვიყავი... ამ საკითხთან დაკავშირებით  მან აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში მთელი ბავშვობა უწევდა ორიენტაციის დამალვა, რაც მისთვის ადვილი არ ყოფილა. დღეს დემნას ამის დამალვა აღარ სჭირდება. მას უკვე, დიდი ხანია, მოდელი ბოიფრენდი ჰყავს – ლოიკ გომესი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაბადების დღეზე ყვავილების თაიგული აჩუქა. წყვილი ერთად ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში. ლოიკი „ბალენსიაგასა“ და „ვეტმანის“ ჩვენებებშიც იღებს მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ კი, მან საკუთარ „ინსტაგრამ“ და „ფეისბუქ-გვერდზე“ დადო ფოტო, რომელზეც მისი და დემნას ხელებია. ორივეს Tiffany & Co-ს ნიშნობის ბეჭდები უკეთია. ფოტო ლოიკმა ასე დაასათაურა: I SAD YES, რამაც ქართულ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, დემნას თავის „ფეისბუქ-გვერდზე“ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ მის „ლაიქ პეიჯზე“ გავრცელდა ეს ფოტო, წარწერითა და მილოცვით: „ახალდაქორწინებულები“.
დემნა: ირგვლივ ამდენმა მოძრაობამ გამხადა ისეთი, როგორიც დღეს ვარ... შესაბამისად‚ კმაყოფილი ვარ ჩემი ბედის, ცხოვრების, რომელმაც ეს შანსები მომცა. მადლობელი ვარ  ღმერთის, რომ მან საშუალება მომცა, ვიყო იქ, სადაც ახლა ვარ. ვიღვიძებ ყოველ დილით და სიხარულით მივდივარ სამსახურიში, ეს იქნება Vetements თუ Balenciaga.

скачать dle 11.3