კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გაარისკინა გიორგი სიგუამ პრემიერ-მინისტრს ანაკლიაში და როგორ მოხვდა ის დოლარების „თავსხმაში”

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest – 2016, რომლის ფარგლებშიც ანაკლიას  82 ქვეყნიდან 30 000 სტუმარი ეწვია, დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, ამბობს, რომ ანაკლია მსოფლიო რუკაზე მუსიკალური ფესტივალების  ჯადონსურ ადგილად  უკვე იქცა და საკუთარ  შთაბეჭდილებებს,  წარმატებული ფესტივალის დასრულების შემდეგ ჩვენც გვიზიარებს.  
გიორგი სიგუა:  GEM Fest – 2016 შედგა, შოთა რუსთაველის ფრაზით „გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა”,  მხოლოდ სიმბოლურად დაგემშვიდობეთ,  თორემ ანაკლია სულ ჩემთანაა და მე იქ ვარ. რეალურად, ეს არის დამშვიდობება მხოლოდ რამდენიმე დღით – ძალიან მალე   ჩვენ  გვექნება  ბრიფინგი, სადაც გამოვაცხადებთ GEM Fest – 2017-ის თარიღს. მისი გაკეთებაც უკვე დავიწყეთ და რომელიც მომავალ წელს ერთი თვე გაგრძელდება. ანაკლიაში GEM Fest-ის ჯადოსნური დღეების კვალიც კი არ არის.  არა და სულ ახლახან აქაურობას 82 ქვეყნიდან 30 ათასი სტუმარი ჰყავდა. აღარაფერს ვამბობ მსოფლიო დონის დიჯეებსა და ცნობილ  შემსრულებლებზე, ვისაც ჩვენ ვუმასპინძლეთ. შარშანდელ ფესტივალს იმდენად კარგი გამოხმაურება ჰქონდა, წელს ბევრად მეტი სტუმარი ჩამოვიდა.  იოლი არაა, საქართველოს საზღვრისპირა, ბოლო სოფელში  30 000 ადამიანი  ჩამოიყვანო. იქ ერთი კვირა, 24 საათის განმავლობაში აცხოვრო ერთ სივრცეში. თუ შარშან, როდესაც GEM Fest დასრულდა, გვყავდა 55 ათასი მიმდევარი, წელს 123 ათასი გვყავს. მე ძალიან ვგულშემატკივრობ საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ვცდილობ, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო.  ამაზე დიდი აზარტი ადამიანს რა შეიძლება, გქონდეს?
–  ერთ სივრცეში თავმოყრილი  განსხვავებული მენტალიტეტისა და ტრადიციების მქონე  ადამიანები   პრობლემებს არ ქმნიდნენ?
– ამ ცხრა დღის განმავლობაში ერთი ჩხუბი არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ გვერდიგვერდ კარვებში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი  ტურისტები, მათ შორის შელაპარაკებაც არ მომხდარა. მეტსაც გეტყვით, აზერბაიჯანელი და სომეხი დიჯეები ერთ სცენაზე უკრავდნენ. აფხაზი ბიჭი უკრავდა ანაკლიაში.
– გლობალური პოლიტიკური პრობლემები გადაგიჭრიათ ანაკლიაში.
– ის, რომ სხვადასხვა რელიგიისა და პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები ცხოვრობდნენ ერთად ისე, რომ ერთი ინციდენტი არ ყოფილა, მგონი, იმაზე მეტყველებს, რომ იქ ყველა ბედნიერი იყო, პოზიტიურად მომართული.
– კარგად გიზრუნიათ დემოგრაფიაზეც –  ბევრი წამოსულა ანაკლიიდან დაწყვილებული.
- ამას რა ჯობია? ძალიან კარგია,  როცა ადამიანები მომართული არიან სიყვარულის ტალღაზე. „ლავ სთორიც”  სწორედ მაშინ იწყება. 
– ამდენი სტუმრის დასაბინავებლად  მარტივი გამოსავალი კი  ნახეთ – 5 ათასი კარავი გაშალეთ ანაკლიაში, სადაც  ყველა ერთად აცხოვრეთ.  თქვენც კარავში ცხოვრობდით?
–  მე მოვასწარი სასტუმროს ნომრის დაჯავშნა, თუმცა არც კარავში ცხოვრება იყო ჩემთვის პრობლემა.  ეს არ იყო მარტივი გამოსავალი.  კარვების ქალაქს ბევრი რამ სჭირდება, რომ ყველაფერი წეესრიგში იყოს: საშხაპეები, ტუალეტები, უსაფრთხოება, ჩრდილი, ჰაერი, წყალი. სტუმრების დიდი ნაწილი ანაკლიაში, განმუხურსა და ზუგდიდში იყო განაწილებული. ანაკლიასა და განმუხურში 9 ათასი ადგილის გაქირავებაა შესაძლებელი, დანარჩენი სტუმრები ზუგდიდში დაბინავდნენ. ყველა ბინა და საწოლი გაქირავებული იყო იმ დღეებში. დაახლოებით, 20 მილიონი ლარი შეემატა ადგილობრივი მოსახლეობის ჯიბეებს. 20 მილიონი ნაღდი ფული, ქეში, ცოტა ხომ არ არის?! სიხარულით ვუყურებდი, როგორ ხარჯავდნენ უცხოელები უცხოურ ვალუტას. ჰაერში დაფრინავდა დოლარები, იმდენი ქეში ფული იყო ჩამოტანილი. 
– წელს მოახერხეთ და ფესტივალს არ ახლდა სკანდალები – არც სასულიერო პირები ჩამოსულან  ანაკლიაში ტრანსფარანტებით და არც ის ბრალდებები ყოფილა, რაც წინა წლებში იყო – რომ  ანაკლია ნარკოტიკისა და თავისუფალი სექსის  „ბუდეა.” როგორ შედგა თქვენი „გარიგება?” 
– მე არავის გავრიგებივარ, მათ შორის, არც სასულიერო პირებს. ყველა მიხვდა, რომ ამ ფესტივალში ცუდი არაფერია. ეს იყო კარგი მუსიკისა და გართობის ბუდე. მე ვერც სექსით შემაშინებს ვინმე და ვერც ვერაფრით. ეტყობა, მიხვდა ხალხი, რომ სექსი და ნარკოტიკი არაა პრიორიტეტი. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ნარკოტიკისგან შორს ვარ. ჩემი ცდუნება ამ მხრივ წარმოუდგენელია. თუ ორი წლის წინ ამ ფესტივალის ჩატარება იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა,  შესაბამისად, ასეთ სიახლეს  ყოველთვის ახლავს ხმაური, წელს ფესტივალი უკვე  იყო ტრადიციული ამბავი. მომავალ წელს GEM Fest რომ არ ჩატარდეს, იმას იკითხავენ, რატომ არ ჩატარდაო. როცა კარგ რამეს აკეთებ, რაც ყველასთვის სასარგებლოა, მაშინ არავინ ჩხუბობს. 
–  წელს მთვარობაც ჩართეთ ფესტივალში. გესტუმრათ  ძველი მეგობარი - პრემიერ-მინისტრი. როგორ „ჩაიტყუეთ” ანაკლიაში პოლიტელიტა.  
– გიორგი  კვირიკაშვილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. მე რომ ტურიზმის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი, ის იყო ეკონომიკის მინისტრი, ჩემი პირდაპირი უფროსი. მან დამნიშნა საქართველოში დაბრუნებული  ამ პოზიციაზე. თუმცა, იქამდე  პარლამენტში იაკობ ტრიპოლსკის თანაშემწე ვიყავი.   გახსოვთ, მაშინ   მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, რაშიც პირადად მე ვიყავი დამნაშავე. მაგრამ, მერე ჩვენი ურთიერთობა დალაგდა. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ  „დავიბრუნე” გიორგი კვირიკაშვილი, როგორც მეგობარი და ამას ძალიან ვუფრთხილდები. მან დიდი პასუხისმგებლობა აიღო და საკმაოდ დიდ რისკზე წავიდა, როცა ამ ფესტივალის ჩატარება   მანდო.  ის ჩვენი  ფესტივალის დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. რომ არა მისი დახმარება, ალბათ, ასეთი მაგარი ფესტივალი არც გამოვიდოდა.  გარდა 30-პროცენტიანი  თანადაფინანსებისა, მთავრობა ძალიან დაგვეხმარა ფესტივალის ორგანიზებაში. ბუნებრივია, როდესაც მთავრობაა ჩართული ფესტივალის ორგანიზებაში, მისი პოპულარობა და იმიჯიც იზრდება.    წელს დაახლოებით 80 უცხოური ცნობილი მედიასაშუალების წარმომადგენელი  გვეწვია – „ევრონიუსი”, „ბიბისი”, „სიენენი,” ყველა იყო ჩამოსული. „ევრონიუსის” ჟურნალისტი  ერთი კვირა ჩვენთან ცხოვრობდა, ძალიან დაგვეხმარნენ ქართველი ჟურნალისტები, რის გამოც მათი მადლიერი ვარ.  სტუმრად მარტო მთავრობის წევრები კი არ გვყავდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იყვნენ, რომელთაც კარგი მუსიკის მოსმენა სურდათ. მათ შორის, ისეთებიც იყვნენ, ვინც ადრე ბევრ ცუდს ლაპარაკობდა ჩემზე.
– იმდენად აქტიურად მოხვდით  ისევ „სამთავრობო ორბიტაზე,” ძველ პოზიციას, სახელმწიფო სამსახურს ხომ არ უბრუნდებით?
– არა, ამ ეტაპზე ჩემს გეგმებში ასეთი პოლიტიკა და საჯარო სამსახური  არ შედის. თუმცა, ვერ გეტყვით, რა იქნება ათი წლის შემდეგ.  ამ ფესტივალის გარდა, არაფრისთვის არ მაქვს დრო. ჩაციკლული არასდროს  ვყოფილვარ იმაზე, რომ სახელმწიფო სამსახურში მემუშავა. ყველგან ვიმუშავებ, სადაც შემეძლება, გავაკეთო კარგი საქმე. მე არ  მეშინია სიახლეების, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სფეროებს ხშირად ვიცვლი – კოსმონავტიკაში ვერ წავალ, ვერც აგრონომიასა და მეტეოროლოგიაში. ყველა ჩემი სამსახური მაინც ტურიზმთან იყო დაკავშირებული.  შვეიცარიაში, ციურიხში, სასტუმროების მენეჯმენტის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ყველა სფეროსა და ყველა საფეხურზე მაქვს ნამუშევარი – სასტუმროს შვეიცარობიდან დაწყებული გენერალურ მენეჯერობამდე. რესტორანში თეფშების მრეცხავი ვიყავი და შეფ-მზარეული გავხდი. ტურიზმში გიდობით დავიწყე და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავხდი.
– ახლაც სხვებთან ერთად ალაგებდით ანაკლიას?
– კი, რა თქმა უნდა. ყველაფერში ვიყავი ჩართული. მეც მეცვა დამლაგებლის ფორმა და მათთან ერთად ტერიტორიას ვალაგებდი.  17 წლის ვიყავი, როცა „მაკდონალდსში” ვმუშაობდი. ხელში დიდი ცოცხი მეკავა და „მაკდონალდსიდან” რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას ვგვიდი.  ჩემთვის ეს არასდროს  ყოფილა პრობლემა.   
– პირადი სტუმრები გყავდათ ანაკლიაში?
– ძალიან ბევრი  სტუმარი მყავდა ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან. ჩემი მეგობრები ოლიმპიადის დღეებში აქეთ გამოვიტყუე (იცინის). წელს  ანაკლიაში  ბელგიიდან ჩამოვიდა ჩემი ყოფილი მეუღლე თავის ქმართან ერთად, რომელსაც სიძეს ვეძახი. ჩემთან ერთად იყო ჩემი მეუღლეც, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული ფესტივალის საორგანიზაციო საქმეებში.  მთელი ოჯახი, პატარებიც და დიდებიც, ამ საქმეში ვართ ჩართული. ანაკლიაში  ჩემი ოთხივე შვილი  მოხვდა (იცინის).

скачать dle 11.3