კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მამაკაცს ეძებენ ქალები ცხოვრების თანამგზავრად და რატომ ვეღარ იტანენ მერე მათ

დადგენილია, რომ ქალებს ცხოვრების თანამგზავრად უნდათ მამაკაცი, რომელზეც დაყრდნობას შეძლებენ. ანუ, კაცი, რომელზეც არჩევანს შეაჩერებენ, უნდა იყოს საიმედო, ფეხზე მყარად მდგარი, სასურველია, არ სვამდეს, მეგობრებში ფულს არ ფანტავდეს, ქალებში არ „დაძვრებოდეს“ და უყვარდეს მხოლოდ ერთი – ის, ვისაც თავის გულს და ხელს მიუძღვნის. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი „სრული პაკეტის“ პოვნა ძალიან ძნელია. ვიქმნით ილუზიას, რომ „ის“ სწორედ ასეთია, რეალობა კი იმედებს გვიცრუებს.

 მაკა (32 წლის): ვერ ვიტყვი საკუთარ თავზე, რომ რეალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების მომავალ თანამგზავრს მაინც ვაიდეალებდი. რაღაც განსაკუთრებულს ვეძებდი-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ზომიერი ვიყავი საკუთარ მოთხოვნებში.
– ანუ, მოთხოვნები გქონდათ.
– იცით, როგორ არის საქმე? არავინ თქვას, რომ გათხოვებამდე არ ფიქრობს, როგორი იქნება მისი მომავალი ქმარი. ნამდვილად არ ვყოფილვარ ამ მხრივ გამონაკლისი. ბუნებრივია, რომ ჩემს წარმოსახვაში ჩემთვის იდეალური თანამგზავრის პორტრეტიც არსებობდა. კი ამბობენ, სიყვარული ბრმა არისო, მაგრამ კლდეზე ხომ არ უნდა გადაიჩეხო. შესაბამისად, რაღაც მოთხოვნები მქონდა, მომავალი ქმრის მიმართ.
– კონკრეტულად რა მოთხოვნებზეა საუბარი?
– მინდოდა, ჩემი ერთგული ყოფილიყო. ვერ ვიტან ქარაფშუტა, ცერცეტ კაცებს, სახლში ცოლს რომ უმტკიცებენ სიყვარულს, გარეთ კი გამლველ ქალს არ გაუშვებენ, უკან რომ არ გამოეკიდონ. სხვათა შორის, მე თავიდანვე ვუთხარი ჩემს მომავალ ქმარს, რომ ძალიან ერთგული ვიყავი და მეუღლეც ასეთი მინდოდა.
– ჰო, მაგრამ თქვენ თქვით, როგორსაც ვეძებდი, ისეთი მყავს, მაგრამ ახლა ვეღარ ვიტანო.
– მთლად ასეც არ არის საქმე. არის თვისებები მასში, რომლებსაც ქორწინებამდე ყურადღება არ მივაქციე. მომეჩვენა, რომ საერთო ფონზე ის ყველაფერი პრობლემა არ იყო. მთავარი აქცენტები გავაკეთე სანდოობაზე, ერთგულებასა და სტაბილურობაზე. ვფიქრობდი, რომ ბედნიერი ცხოვრებისთვის საკმარისი იყო. სამწუხაროდ, იმ აზრსაც უნდა მივემხრო, რომ მამაკაცები ქორწინებაში იცვლებიან. რა ვეღარ აიტანეთო, მკითხეთ და გეუბნებით – მისი აუტანელი, მძიმე ხასიათი. ერთგულების დაყვედრება გაგიგიათ? აი, ამ დაყვედრებაში ვყავარ ჩემს ძვირფას ქმარს სულ.
– ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ.
– მოგიყვებით, უფრო გასაგები რომ იყოს. მეუბნება, რომ არის ჩემი ერთგული. იქცევა ისე, რომ მისი სიტყვების სანდოობა-სიმართლეში ეჭვი არ შემეპაროს, მაგრამ რად მინდა? ცხვირში მადენს – რადგან ერთგულია, თურმე, ყველაფრის უფლება ჰქონია და შეუძლია სრული დიქტატორიც კი იყოს. სიტყვაც არ უნდა შეუბრუნო და ისე უნდა გააკეთოს ყველაფერი, როგორც თვითონ გადაწყვეტს, მე არაფრის უფლება არ მაქვს. მეტირება, როცა მისი თვალების ბრიალი მახსენდება.
– ანუ, რადგან ერთგულია, ამიტომ განუსაზღვრელი უფლებები უნდა ჰქონდეს?
– დიახ, სწორედ ასეა. თავიდან ხმა არ ამოუღია, რომ ასეთი მოთხოვნები ექნებოდა. მხოლოდ მეფერებოდა და მპირდებოდა, რომ იდეალური ოჯახი გვექნებოდა. ქალს რა უნდა იმის მეტი, რომ კაცი სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებოდეს. მაშინ, ქორწინების პირველ ეტაპზე დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოლ-ქმარს შორის ღალატი ყველაზე დიდი და უპატიებელი უბედურებაა. თურმე, როგორ ვცდებოდი.
– არ არის ყველაზე დიდი უბედურება?
– არა. მე მყავს, მეგობრები, რომლებსაც ჰქონდათ ღალატთან დაკავშირებული პრობლემები. დაეძაბათ ქმართან ურთიერთობა, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერები არიან, რასაც საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი.
– მაინც ვერ ვხვდები, რა არის ასეთი აუტანელი თქვენს ურთიერთობაში?
– იმიტომ, ვერ ხვდებით, რომ თქვენ ალბათ ნორმალური ურთიერთობა გაქვთ ქმართან. ნეტავი მღალატობდეს და დანაშაულის შეგრძნება აიძულებდეს, თვალებში მიყუროს. ახლა ის ერთპიროვნული მბრძანებელია. სიტყვას ვერ შეუბრუნებ და საყვედურს ვერ ეტყვი. ეგრევე მოგვარდება და გეტყვის: მადლობა თქვი, რომ ასეთი ერთგული გყავარ. შენი დაქალების ქმრები ბოზებს დასდევენ, მე შენს იქით არ ვიხედები. სულ სახლში ვარ, ფულსაც მხოლოდ თქვენ გახარჯავთო... დიახ, გვახარჯავს. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახს მატერიალურად არ უზრუნველყოფს, მაგრამ ჩემი ინიციატივით და სურვილით პიჟამასაც კი ვერ ვიყიდი. უფლება არ მაქვს. რასაც თვითონ, თავისი გემოვნებით მიყიდის, იმით უნდა დავკმაყოფილდე. რაც ერთად ვართ, არცერთ გადაწყვეტილებაში არ მიმიღია მონაწილეობა.
– რა გადაწყვეტილებებს გულისხმობთ?
– ნებისმიერს, რაც ოჯახში მიიღება. თუ ფულს მომცემს, თითოეულ ლარზე ანგარიში უნდა ჩავაბარო. ბავშვები სად წავიყვანო, რა ვაჭამო, როდის ვაჭამო... მტვერი როდის და როგორ გადავწმინდო ავეჯიდან... აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ვკითხო და ნებართვა ავიღო. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა საშინელებაა. გეუბნებით, მირჩევნია, ერთხელ ეღალატა და მერე პატიება ეთხოვა. რა ბედნიერები არიან ქალები, რომლებსაც ჩვეულებრივი ქმრები ჰყავთ. ეს ჩემი „ერთგულების მაგალითი“ ნამდვილი ტანჯვაა. თავს არარაობად ვგრძნობ. როგორ შევცდი ქმრის არჩევაში...
– არჩევანში შევცდიო... ანუ ასარჩევი კანდიდატურები იყვნენ და თქვენ ასე, „ცივი“ გონებით აარჩიეთ? სიყვარული არ ყოფილა?
– სიყვარული როგორ არ ყოფილა. მიყვარდა და მომწონდა, სანამ მასთან ერთ ჭერქვეშ დავიწყებდი ცხოვრებას, დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმე ჩემი ოცნების რაინდთან მქონდა. მწარედ გამიცრუვდა იმედი. გული მტკივა. ვერ გავიგე, ერთგულება ისეთი რამეა, რისთვისაც კაცს ძეგლი უნდა დაუდგა?! თვითონ ამბობს, რომ პირიქით არის და მე გავუცრუე იმედები. მე მშვიდ, უპრეტენზიო ქალს ვეძებდი, რომ ყველაფერზე არ გამჯიუტებოდა. დავეფასებინე და სიხარული გამოეხატა იმისთვის, ასეთი ქმარი რომ ეღირსა, მაგრამ ვეღარ ვიტან შენს სურვილს, რომ ყველაფერზე საკუთარი აზრი გქონდესო... ერთი სიტყვით, არც იმას გაუმართლა და არც მე. არ ვიცი, ჩვენი ერთობლივი ცხოვრება როგორღა გაგრძელდება. დამღალა მუნჯმა მორჩილებამ ერთგულების სანაცვლოდ.

скачать dle 11.3