კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიშა სულუხიას ანეკდოტები


– შვილო, რატომ ხარ გამურული?
– ცდა ჩავატარე ქიმიის გაკვეთილზე.
– ისევ სკოლაში მიბარებენ, ხო?
– არა, მამი... სადღაა სკოლა.
***
გუშინ საცოლეს გამოვუტყდი ჩემს ცოდვებში.
– მერე, რაო?
– არ მიშველა, ორ კვირაში ქორწილია...
***
სომეხი წიგნს კითხულობს. პერიოდულად დგება, შუქს აქრობს და ანთებს. ცოლმა ჰკითხა:
– არმენ, ეგრე რატომ აკეთებ?
– ვაა, გადამრევ... გადაფურცვლისას დენი ტყუილად რატომ უნდა დავხარჯო?
***
ქალი ნიშნისმოგებით ეუბნება მეზობელს:
– იცი, შენი  ქმარი ახალგაზრდა გოგონებს რომ დასდევს?
– ნუ მიშლი ნერვებს ტყუილად! შენი ძაღლიც დასდევს მასე მანქანებს, და რომ დაეწიოს, რა, საჭესთან დასვამენ?!
***
ოქროს ქორწილია. ქმარი ეკითხება ცოლს:
– ოდესმე ჩემთვის გიღალატია?
– კი... სამჯერ.
– როდის?
– პირველად, როცა საოპერაციო იყავი და არავინ ხელს არ გკიდებდა, მერე კი საუკეთესო ქირურგმა გაგიკეთა ოპერაცია და გადარჩი.
– მადლობა, სიცოცხლე გიჩუქნია ჩემთვის. მეორედ?
– აი, ბანკში რომ გქონდა ვალები და სახლი რომ უნდა გაგეყიდა და თვითონ ბანკის მმართველმა რომ მოგიტანა სახლში გადახდილი ქვითრები.
– ამისთვისაც მადლობა, რომ ჭერი მაქვს თავზე. და, მესამედ?
– გახსოვს, კენჭს რომ იყრიდი და 48 ხმა დაგაკლდა?..
***
პირველ პაემანზე ბიჭი ეკითხება გოგოს:
– ჩემამდე ბიჭი გყავდა?
–  ბიჭი არა... ორი გოგო მყავდა, მაგრამ ახლა სოფელში არიან, ბებიასთან.
***
კაცი მივიდა ექიმთან და შესჩივის:
– ექიმო, მიშველე რამე, ცუდ დღეში ვარ, აღარ ვიცი, რა წყალში გადავვარდე.
– რა გაწუხებთ?
– მე – არაფერი, ცოლზე მოგახსენებთ: მივალ სახლში, ვიღაც კაცთან წევს... მეორე დღეს სხვა კაცთან მხვდება საწოლში, მესამე დღეს – სულ სხვასთან.
– მერე, შენ როგორ იქცევი?
– მე მეუბნება, გადი მეორე ოთახში და ვალიდოლი დალიე, დამშვიდდებიო და ასე ვიქცევი.
– ჩემთან რაღა გინდა?
– მაინტერესებს, ამდენი ვალიდოლი კუჭზე არ მაწყენს?
***
გურიაში, ახალი მასწავლებელი ეცნობა ბავშვებს და ეკითხება:
– აბა, თუ მიხვდებით, რამდენი წლის ვარ?
– თქვენ, მასწავლებელო, 44 წლის იქნებით...
– კი, ზუსტად 44 წლის ვარ. და, საიდან მიხვდი?
– მეზობელი მყავს 22 წლისაა, მაგრად უბერავს, თქვენ კი ორჯერ მეტად უბერავთ..
***
ქუჩაში მიდის ქალი, რომელსაც ულამაზესი ფეხები აქვს. ქუთაისელი ვალოდია დაეწია და ეკითხება:
– უკაცრავად, გოგონი, სად იშოვეთ ასეთი ლამაზი ფეხები?
– მაღაზიაში! – ირონიულად უპასუხა ქალმა.
– გასაგებია... და, სიფათი ხურდაში მოგცეს?

скачать dle 11.3