კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ იწვევს ნაბახუსევზე წყალში ჩასვლა ხშირ შემთხვევაში გარდაცვალებას

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჭარბი დოზით ალკოჰოლის მიღება დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს, თუმცა კიდევ უფრო დიდ რისკს ალკოჰოლი ზაფხულში გვიქმნის. მაღალი ტემპერატურის პირობებში, ერთმა ბოთლმა ლუდმაც კი, შეიძლება მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს. არადა, ზაფხულში ზღვაზე დასვენება და სხვადასხვა სახის ალკოჰოლური საშუალება, შეიძლება ითქვას, ერთმანეთთან ასოცირდება, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ტრაგიკულად მთავრდება.
გიორგი ოქრიაშვილი (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი-ტოქსიკოლოგი): ალკოჰოლი, ანუ ეთილის სპირტი, ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ტოქსიკურ, შხამიან ნივთიერებად იქცევა. მას გამოხატულად ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ზემოქმედება აქვს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რის გამოც ლეგალურ ნარკოტიკულ საშუალებასაც უწოდებენ და ის ნარკომანიის პრობლემას არ ჩამოუვარდება. არსებობენ ეთნოსები და რასები, რომელთაც მეტად შეუძლიათ ალკოჰოლის ატანა, შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის კავკასიაც არის. აი, ჩინელებს, იაპონელებს, კორეელებს ძალიან მცირე რაოდენობით ალკოჰოლის ატანა შეუძლიათ. ზოგადად, ადამიანისთვის ღვინის ნორმირებული დოზაა არაუმეტეს 125 მილილიტრი. ეს ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით იგივეა, რაც 330 მილილიტრი ლუდი და 25 მილილიტრი მაგარი სასმელი, როგორიცაა კონიაკი, არაყი. დღის განმავლობაში ამ რაოდენობის მიღება სამჯერაა დასაშვები მამაკაცებისთვის, ქალებისთვის – ორჯერ. ეს არის მაქსიმუმი რაოდენობა, რომ არ განვითარდეს ალკოჰოლური თრობა. მისი დიდი რაოდენობით მიღებისას ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, მწვავე მოწამვლა ვითარდება. რაც შეიძლება დაიწყოს მსუბუქი თავბრუხვევით, გულისრევით და დამთავრდეს ალკოჰოლური კომით და სასიცოცხლო ფუნქციის დარღვევით. ამან კი შეიძლება, ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანოს.
– ინტოქსიკაციამ ადამიანის გარდაცვალება მხოლოდ სისტემატური მოხმარებისას შეიძლება, გამოიწვიოს თუ ერთჯერადად, დიდი რაოდენობის მიღებისასაც?
– როცა მწვავე ალკოჰოლურ ინტოქსიკაციაზე ვლაპარაკობთ, აქ ერთჯერადად დიდი რაოდენობით მიღებულ ალკოჰოლს ვგულისხმობთ. თუმცა, ინტოქსიკაციის გამომწვევი ალკოჰოლის რაოდენობა ძალიან ინდივიდულურია.
– რატომ არის ალკოჰოლით ინტოქსიკაცია განსაკუთრებით მწვავე ზაფხულში?
– უფრო სწორი იქნება, თუ შეკითხვას ასე დავსვამთ: რატომ შეიძლება, გამოიწვიოს ალკოჰოლის მცირე დოზამ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ზაფხულში? ერთი და იგივე დოზა, თუნდაც, ძალიან მცირე, შესაძლოა ზამთარში მავნე არ იყოს, მაგრამ ზაფხულში საშინელი ზეგავლენა ჰქონდეს. როგორც ვიცით, ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესია წყალი. ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ორგანიზმი ცდილობს გაგრილებას – ოფლის სახით გამოჰყოფს სითხეს, რომელიც ორთქლდება და სხეული გრილდება. ზაფხულში ორგანიზმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რისი შევსებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს. თუ ზამთარში, 24 საათის განმავლობაში ორ ლიტრამდე წყალი საკმარისია, ზაფხულში ადამიანს ათ ლიტრზე მეტი წყალიც შეიძლება, დასჭირდეს. როდესაც ძლიერი სიცხის პირობებში ადამიანი ბევრ სითხეს კარგავს, ორგანიზმი სტრესულ რეჟიმში მუშაობს. ამიტომ,  კატეგორიულად უნდა შევზღუდოთ ფიზიკური დატვირთვა და ალკოჰოლის მიღება. ამ დროს თუნდაც ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით ალკოჰოლმა, ერთმა ბოთლმა ლუდმაც კი, შეიძლება, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
ორგანიზმიდან მიღებული ალკოჰოლის მხოლოდ ათი პროცენტი გამოიყოფა შეუცვლელი სახით ამოსასუნთქ ჰაერთან და შარდთან ერთად. დანარჩენი კი – დაჟანგვით, ანუ მეტაბოლიზმით. სანამ ალკოჰოლი საბოლოოდ დაიჟანგება, მიიღება შუალედური პროდუქტები, რომელთაგან ზოგი ოცდაათჯერ უფრო შხამიანია ორგანიზმისთვის, ვიდრე თავად ალკოჰოლი. რაც უფრო ცხელა და ორგანიზმი გაუწყლოებულია, ალკოჰოლური სასმელი სისხლში შუალედური მეტაბოლიტური პროდუქტების მით უფრო მაღალ კონცენტრაციას ქმნის. ეს კი მთელ რიგ გართულებებს იწვევს.
რაც უფრო მეტ ალკოჰოლს მიიღებთ, მეტად ითრგუნება თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქცია. მათ შორის, სუნთქვის ცენტრის და ვითარდება მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, „ალკოჰოლური კომა“ ხშირად მთავრდება სიკვდილით საავადმყოფოში მიყვანამდე. ასეთ დროს გვგონია, რომ ადამიანი, უბრალოდ, მთვრალია და სძინავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მთვრალ ადამიანს ვერ ვაღვიძებთ და მასთან კონტაქტში ვერ შევდივართ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვეულებრივი ძილია. შესაძლოა, ასეც იყოს. მაგრამ, თუ ადამიანს კონტაქტის დამყარებაც არ შეუძლია, ეს „ალკოჰოლური კომაც“ შეიძლება იყოს. ასეთ დროს რეკომენდებულია სასწარაფოს გამოძახება და ჰოსპიტალიზაცია. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მთვრალი ადამიანის ძილის პოზას. ეგრეთ წოდებული, ენის უკან გადავარდნის სინდრომით, ხშირად ხდება სასუნთქი გზების დახშობა და ამ დროს შეიძლება, განვითარდეს ღრმა ჰიპოქსია. ძალიან ხშირად სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზია კუჭის შიგთავსის სასუნთქ გზებში გადასვლა. როცა მთვრალი გულაღმა წევს და სძინავს, ძალიან ხშირად ვითარდება პირღებინება – კუჭის შიგთავსი, საკვები მასები გადადის სასულეში და ვეღარ ხდება ფილტვებში ჰაერის გატარება. გარდა ამისა, ვითარდება კუჭის წვენით სასუნთქი გზების ქიმიური დამწვრობა, რაც უმძიმესი გართულებაა. ამიტომ მძინარე მთვრალი აუცილებლად გვერდზე უნდა დავაწვინოთ, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ.
– ხშირად გვესმის, ნაბახუსევზე წყალში ჩავიდა და გული გაუსკდა; ნასვამი იყო და ამიტომ დაიხრჩოო. როგორია წყლისა და სასმლის ურთიერთმიმართება?
– ეგრეთ წოდებული გამოზარხოშების, „პახმელიის“ სინდრომის დროს ხდება სისხლის მჟავიანობის მომატება და სისხლძარღვთა პერიფერიული სპაზმი. ამ დროს სისხლძარღვები შევიწროებულია და ადამიანს სჭირდება დიდი რაოდენობით მინერალური წყალი. ასეთ პირობებში არანაირი ფიზიკური აქტივობა, წყალში ჩასვლა, ცივი აბაზანის მიღება, არ შეიძლება. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. ასეთი შემთხვევები ხშირია, განსაკუთრებით 35-50 წლამდე მამაკაცებში. როგორც ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომაა კატეგორიულად აკრძალული, ასევე, კატეგორიულად არ შეიძლება ნასვამი ადამიანის წყალში შესვლა. მას ალკოჰოლის ზემოქმედებით მოდუნებული აქვს ყურადღება, დარღვეულია კოორდინაცია, ეიფორიაშია და ადეკვატურად ვერ აფასებს წყლის სიღრმეს, მოსალოდნელ საფრთხეს, რაც ძალიან ხშირად ტრაგიკულად მთავრდება. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზაფხულში, ძლიერი სიცხის დროს, ალკოჰოლის მიღება საერთოდ არაა რეკომენდებული, არც იმ დოზით, რაც სხვა დროს დასაშვებია. თუ მაინცდამაინც, ძალიან ცუდს და ცუდს შორის ვაკეთებთ არჩევანს, მაშინ მივიღოთ დაბალალკოჰოლური სასმელი და აუცილებლად დღის მეორე ნახევარში.
– ენერგეტიკულ სასმელთან დაკავშირებით რას იტყვით?
– ენერგეტიკული სასმელების ალკოჰოლთან ერთად მიღება დღეს პოპულარულია, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ არცერთ დროს. ისე კი, დღეში ერთი ქილა დასაშვებია ჯანმრთელი ადამიანებისთვის, 18 წლის ზემოთ – და მეტი ან ალკოჰოლთან ერთად, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება.

скачать dle 11.3