კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-33(816)

 მაიორმა ზურაბ ნინიძემ, როგორც კი მოსამართლის ნებართვა მიიღო პროფესორ პავლე გოკიელის დაპატიმრებაზე, ოპერჯგუფთან ერთად მის ასაყვანად გაემართა. მაგრამ ლოტკინზე მისულ პოლიციელებს ცარიელი სახლი და ჯაჭვებით დაბმული ექვსი ნაგაზი დახვდათ, რომლებიც გააფთრებით უყეფდნენ უცხოებს და აწყვეტას ცდილობდნენ, რომ თავხედი სტუმრები ნაფლეთებად ექციათ.
„ფუი, ამის დედა! როგორც ჩანს, გოკიელი მიიმალა – ან საშიშროება იგრძნო, ან ვინმემ გააფრთხილა. მაგრამ, ვის უნდა გაეფრთხილებინა? შვეიცარიელები გამორიცხულია; მე და ჩემი უფროსი – მით უმეტეს. მოსამართლეც არა მგონია. რჩება შინაური, მაგრამ, ვინ?“ – ფიქრობდა გამწარებული ნინიძე, რომელმაც იცოდა, რომ, თუ პროფესორ გოკიელს ვერ მოიხელთებდა და შვეიცარიელების შეკვეთას ვერ შეასრულებდა, არა მარტო ორმოცდაათი ათასი ევროს დაბრუნება მოუწევდა შემკვეთისთვის, არამედ, შეიძლება, სამსახურიც დაეკარგა და თავიც, რადგან ნაძირალა მაიორმა კარგად იცოდა, რომ მასზე ბევრად ნაძირალა და საშიშ ხალხთან ჰქონდა საქმე, რომლებიც მას არაფერს აპატიებდნენ და ერთ ცენტსაც კი არ შეარჩენდნენ. ნინიძეს არც ის უნდოდა, რომ მის უფროსს ფულთან და შემკვეთთან დაკავშირებული ტყუილის ამბავი შეეტყო. მართალია, მას უფროსი ყურებით ჰყავდა დაჭერილი და მისი კორუმპირებულობის დამადასტურებელი ფაქტებიც ჰქონდა, მაგრამ მასთან ურთიერთობის გაფუჭებას მაინც ერიდებოდა.
მაიორი სამსახურში რომ დაბრუნდა, უფროსს ეახლა და უთხრა:
– გოკიელი გაუჩინარდა. მისი სახლი ცარიელი დაგვხვდა, მხოლოდ ეზოში დაბმული ნაგაზები იყვნენ იქ, რომლებიც გაავებით გვიყეფდნენ. როგორც ჩანს, წასვლის წინ პროფესორმა ისინი შეგნებულად დააბა, რადგან, იცოდა, რომ მის ასაყვანად მივიდოდით და სახლში შესასვლელად მის გაავებულ ქოფაკებს დავხოცავდით. გამოდის, რომ პროფესორი ვიღაცამ წინასწარ გააფრთხილა, რომ მის დასაპატიმრებლად მივიდოდით.
– ეჭვმიტანილი გყავს? – ჰკითხა ნინიძეს უფროსმა.
– მე, შენ და შემკვეთები გამორიცხული ვართ. რჩება მოსამართლე, რომელმაც გოკიელის დაპატიმრების ორდერი გასცა და ვინმე შინაური. მოსამართლე არა მგონია და რჩება შინაური, – მტკიცედ თქვა ნინიძემ.
– მაინც, ვინ შინაური?
– საქმის ჩვენზე გადმოწერის დროს ხომ არ შეიძლებოდა, ვინმე უცხოს გაეგო და პროფესორი გაეფრთხილებინა?
– გაეფრთხილებინა – როგორ? – მხრები აიჩეჩა ნინიძის უფროსმა, – ჯერ ერთი, საქმე საგამოძიებოს უფროსმა გადმოგაწერა და რატომ შეატყობინებდა ამის შესახებ გოკიელს? თანაც, მე არ მითქვამს, რომ პროფესორის დაპატიმრებას ვაპირებდით. უბრალოდ, საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო მიგვაქვს-მეთქი, – ასე ვუთხარი საგამოძიებოს უფროსს და არც გაჰკვირვებია.
– მოიცა, მოიცა, სულ გამომრჩა მხედველობიდან, – თქვა ნინიძემ, – გამომძიებელმა ოთარ ვაშაძემ ხომ არ შეატყობინა პროფესორს? ანუ იმან, ვისაც ეს საქმე მიჰყავდა.
– ვაშაძეს საიდანღა ეცოდინებოდა, რომ გოკიელის დაჭერას ვაპირებდით?
– მაგას არ ვამბობ. უბრალოდ, შეიძლება, ან ვაშაძემ დაურეკა პროფესორს და უთხრა – საქმეს აღარ ვიძიებო, ან პროფესორმა დაურეკა ვაშაძეს და შეიტყო, რომ საქმე სხვა უწყებამ წაიღო. მიხვდა, რასაც უპირებდნენ და გაუჩინარდა?
– ანუ, შენ  ვაშაძეზე გაქვს ეჭვი, ხომ?
– ნუ, ეჭვი, როგორ... თუ პროფესორმა მისგან შეიტყო საქმის სხვაზე გადაწერის ამბავი, მაშინ გოკიელი, უბრალოდ, მიხვდა, იგრძნო საშიშროება და გაიქცა. ვაშაძეს ბრალს არაფერში ვდებ.
– კარგი. ახლა მე საგამოძიებოს უფროსს დავურეკავ და ვკითხავ, იცოდა თუ არა ვაშაძემ, რომ მას საქმე ჩამოართვეს, – თქვა ნინიძის უფროსმა და შიდა ტელეფონზე დარეკა. ერთი წუთის შემდეგ ყურმილი დადო და მაიორს უთხრა:
– ვაშაძე გამორიცხე. საგამოძიებოს უფროსმა მითხრა, ჯერ არ მითქვამს, რომ საქმე ჩამოვართვიო.
– მაშინ, რჩება მოსამართლე და ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი შინაური ინფორმატორი, – თქვა მაიორმა.
– იქნებ გოკიელი არც არავის გაუფრთხილებია და თავისით გაიქცა?
– ნაკლებად სავარაუდოა, თითქმის გამორიცხულია, – თავი გააქნია ნინიძემ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ის მეცნიერია და სამუშაოდ მშვიდი გარემო სჭირდება. თან, იცის, რომ არაფერი დაუშავებია და, თავისით რატომ გაიქცეოდა? – თქვა მაიორმა და დაამატა: – არა, არა, ის უეჭველად ვიღაცამ გააფრთხილა, ის ვიღაცა კი ჩვენიანია და აუცილებლად უნდა მივაგნო.
– გოკიელის ძებნას არ აპირებ?
– როგორ არ ვაპირებ. ახლავე გადავალ ძებნის სამსახურში და მეტროს პროგრამას გავაჩითინებ. იქნებ გაგვიმართლოს და გოკიელი ამოგვიგდოს, – თქვა ნინიძემ და გავიდა. ერთი საათის შემდეგ კი უკან დაბრუნდა და უფროსს უთხრა: – ახლა უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ პროფესორ გოკიელს ვიღაც ჩვენიანი ეხმარება. მას მეტროთი არ უმგზავრია და, ვფიქრობ,  ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, პროფესორი გააფრთხილეს, რომ მეტროს არ გაჰკარებოდა და ასეც მოიქცა.
– იქნებ, ეგ გოკიელი რაიონში წავიდა დასამალად ან თბილისში, ისეთ ადგილზეა, სადაც მეტრო არაა საჭირო? – თქვა ნინიძის უფროსმა და დაამატა: რას მიაჯინდი ამ მეტროს?
– ასეა თუ ისე, ამ ვერსიაზეც უნდა ვიმუშაოთ და პროფესორის დამხმარე ჩვენ შორის ვეძებოთ. გული მიგრძნობს, რომ ასეა და, მეტსაც გეტყვი: შეიძლება, პროფესორი სულაც ვინმე ჩვენიანს ჰყავს შეფარებული.
– ძებნაზე თუ დააყენე პროფესორი?
– კი.
– ჰოდა, მოძებნიან, რას ნერვიულობ?
– შეკვეთაში ფული გვაქვს აღებული, შესრულება უნდა, – თქვა ნინიძემ.
 – ერთი ონკოლოგების დედაც! მაგათაც, ორმოცდაათი არ ჰქონდეთ გადახდილი! – ხელი აიქნია ნინიძის უფროსმა. მაიორმა კი გაიფიქრა: „იდიოტო, მართლა ქართველ ონკოლოგებს კი არ უნდათ გოკიელის დაჭერა და ხუთი ათასი ევრო არ გადაუხდიათ, არამედ, ბობოლა მაფიოზებმა გამაზეს ორმოცდაათი ათასი ევრო და, თუ შეკვეთას არ შევასრულებ, შეიძლება, ფულის ვაზვრატს არ დასჯერდნენ და თავი წამაცალონ, – ნინიძემ უფროსს გაუღიმა და უთხრა:
– მართალი ხარ, ონკოლოგების დედაც და ფეხები არ მოგვჭამონ, მაგრამ, ცუდი სახელი გაგვიბაზრდება და შეკვეთებს აღარ მოგვცემენ.
– ჰოდა, მიდი, დატრიალდი მაინც, სხვა რა საქმე გაქვს. გამოთვალე, ვინაა კროტი და ჩაავლე, – უთხრა ნინიძეს უფროსმა.
***
ძმები რომ წავიდნენ, კონსპირაციულ ბინაში გამოკეტილმა პავლე გოკიელმა ტელევიზორი ჩართო და უახლოესი საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყო, რომ უკვე ძებნილი და თემურ ჯაშის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო. კორესპონდენტი მისი სახლის წინ იდგა და პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ გოკიელმა თავისი თანაშემწე ხმლით დაჩეხა, რადგან კიბოს წამალში აღებული ფული ვერ გაიყვეს და რომ თითქოს ამ ფულთან ერთად მიიმალა პროფესორი...
– კრეტინი, – თქვა გოკიელმა. ტელევიზორი გამორთო და ჩაფიქრდა, როგორ შეიძლებოდა, განვითარებულიყო მოვლენები.
გოკიელს ფიქრში ჩაეძინა და ხმალზე წამოგებული თემური დაესიზმრა, რომელიც მას შველას სთხოვდა. პროფესორს უნდოდა, დახმარებოდა თავის თანაშემწეს, მაგრამ, არ გამოსდიოდა და მასთან მიახლოებას ვერ ახერხებდა. ამის გამო გოკიელი თავში ხელებს იცემდა და ღრიალებდა. უცებ მას გამოეღვიძა და იგრძნო, რომ მთელი სამოსი ოფლისგან ჰქონდა სველი... პროფესორმა სამოსი გაიძრო და შხაპი მიიღო. შემდეგ ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა, სავარძელში მოკალათდა და კვლავ ტელევიზორი ჩართო, სადაც იმავე სიცრუეს ამბობდნენ მასზე, რომ თითქოს მან კიბოს წამალი გაყიდა, დიდი ფული აიღო, თავის ასისტენტთან ვერ გაიყო, მოკლა ის და ფულიანად გაიქცა... გოკიელმა კვლავ გამორთო ტელევიზორი, გააბოლა და ამ დროს ოთახში ტიტე ბუკია შემოვიდა, რომელმაც გოკიელს გაუღიმა და მოიკითხა:
– როგორ ბრძანდებით, ბატონო პავლე, ხომ არ მოიწყინეთ?
– რა მომაწყენს, – მწარედ ჩაეცინა გოკიელს და ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი, – აქ იმდენ სისულელესა და სიბინძურეს ამბობენ, თავი როგორ ვიმართლო, არ ვიცი.
– ნუ მიაქცევთ ყურადღებას, – ხელი ჩაიქნია ტიტე ბუკიამ.
– ვცდილობ, – მიუგო გოკიელმა და დაამატა: – ზაზა სადაა?
– სახლში. აღარ გავუარე და მარტო წამოვედი. სამსახურში ვიყავი და იქიდან მოვდივარ, – უთხრა ტიტე ბუკიამ პროფესორს და გააბოლა.
– რა ხდება, ახალი ხომ არაფერი შეგიტყვია?
– ყველა თქვენს გაუჩინარებაზე ლაპარაკობს და ინტენსიურად გეძებენ. ზურაბ ნინიძე კი, ის ნაძირალა, მე მეძებს.
– შენ? შენ რა ძებნა გინდა. ხომ არსად გაქცეულხარ?
– იმის თქმა მინდოდა, რომ თქვენს დამხმარეს ეძებს, ის დამხმარე კი მე ვარ, ოღონდ, ჯერ არ იცის, რომ მე ვარ. თუმცა ძალიან აწრიალებულია და ინტენსიურად მეძებს.
–  შენ რა იცი?
– კუდზე ვაზივარ და იქიდან ვიცი, ბატონო პროფესორო. ზოგს მისი ფაილებიდან ვიგებ, ზოგსაც – ყურმოკრული სიტყვებიდან. ამ ყველაფერს ვაანალიზებ და დასკვნაც გამომაქვს. აი, მაგალითად, ზუსტად ვიცი, რომ ნინიძემ ოთარ ვაშაძეს სატელეფონო ზარები გადაამოწმა – აინტერესებდა, თქვენ ხომ არ დაგირეკავთ ან პირიქით. ანუ, ფიქრობდა, ვაშაძემ ხომ არ გააფრთხილაო.
– ვაშაძე გამომძიებელია, ხომ?
– დიახ.
– დიდს ვერაფერს გაარკვევს ამით.
– ვაშაძისგან ვერა, მაგრამ, ნინიძე ისეთი ვერაგი, გაიძვერა და გამოცდილი ნაძირალაა,  არ მოისვენებს, სანამ სწორ კვალზე არ გამოვა.
– როგორ გამოვა?
– ფაქტობრივად, გამოსულია კიდეც, მხოლოდ დრო და დადასტურება სჭირდება.
– რას გულისხმობ, ვერ ვხვდები და, თუ შეგიძლია, თანმიმდევრობით მომიყევი, – უთხრა პროფესორმა ბუკიას, მან კი მიუგო:
– მოკლედ, ასე, ბატონო პავლე: რადგან ნინიძე ფიქრობს, რომ თქვენ მათი შინაური, ანუ პოლიციელი გეხმარებათ, ის ვერსიებს შეიმუშავებს, თუ რატომ უნდა გეხმარებოდეთ პოლიციელი. ამ ვერსიებში აუცილებლად იქნება თქვენს მიერ გამოჯანმრთელებულების ვერსიაც და, როდესაც ნინიძე გადაამოწმებს, ამოტივტივდება ჩემი ძმა ზაზა. ხოლო, იმის დადგენა, რომ მე მისი ძმა ვარ, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და გავიშიფრები.
– რაღაც ძალიან იოლად გამოვიდა, – თქვა გოკიელმა.
– არც ისე იოლია, მაგრამ, თუ კარგად იმუშავებს, სამ დღეში გამშიფრავენ.
– ესე იგი, მაქსიმუმ სამი დღე გვაქვს და სხვაგან უნდა წავიდე, – თქვა გოკიელმა. შემდეგ ტიტე ბუკიას შეავლო მზერა, სახე წამოეჭარხლა და დაამატა: – გამოდის, რომ დიდი დარტყმის ქვეშ დაგაყენე, ტიტე. რა გეშველაბა ახლა?
– თქვენ რატომ დამაყენეთ, ბატონო პავლე, მე თვითონ მოვედი და გაგაფრთხილეთ. თანაც, სულაც არ ვარ დარტყმის ქვეშ. იმას ჯერ კიდევ დამტკიცება უნდა, რომ მე თქვენ გეხმარებით. მერე რა, რომ თქვენ ჩემი ძმა გადაარჩინეთ? საიდან დამიმტკიცებს ნინიძე, რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ და ჩემთან დაგმალეთ? ჯერ ერთი, თქვენი დაჭერის ამბავი ნინიძის გატეხილი ფაილებიდან შევიტყვე და მან ეს არ იცის, ანუ, არ იცის, რომ მე მას კუდზე ვაზივარ. თანაც, მან არ იცის ამ ბინის არსებობის შესახებ და როგორ მოგაგნებთ? შეიძლება, მან ვერც მე გამშიფროს, თუ, რა თქმა უნდა, ონკოლოგიური კლინიკის თანამშრომლები თქვენ მიერ გამოჯანმრთელებული ადამიანების ვინაობებს არ გაუმხელენ მათ, რაც, წესით, საიდუმლოდ უნდა შეინახონ.
– არ შეინახავენ, ამის პირობას მე გაძლევ, – ჩაეცინა გოკიელს, – განსაკუთრებით კი კლინიკის დირექტორი მოხსნის გუდას პირს, მით უმეტეს, თუ გაიგებს, რომ ამით მე მავნებს.
– მოხსნის და, ილაყბოს რამდენიც უნდა. მე ნინიძე ოფიციალურად ვერც მომადგება და ვერც ბრალს წამიყენებს რამეში. კუდზე რომ დამაჯდეს იმ იმედით, რომ თქვენზე გამოვიყვან, ესეც გამორიცხულია, რადგან ასეთ რამეს არ დავუშვებ. ასე რომ, არანაირი საშიშროება არ გელით, ბატონო პავლე, შეგიძლიათ, მშვიდად იცხოვროთ აქ.
– სხვა გზით რომ სცადოს ჩემზე გამოსვლა შენი მეშვეობით?
– ეგ როგორ? რას გულისხმობთ, ბატონო პავლე?
– შენ ხომ ამბობ, რომ მაიორი ნინიძე ნაძირალაა და ყველა ბინძურ საქმეზე მოაწერს ხელს. ჰოდა, ხომ შეიძლება, მან და მისმა დამქაშებმა გაგიტაცონ, გაწამონ და ისე აგალაპარაკონ? მით უმეტეს, თუკი მას მართლა შეკვეთა აქვს მიღებული. მაშინ ის თავისზე უარეს ნაძირლებთან იქნება დაკავშირებული და ისინი უკან არაფერზე დაიხევენ. ჩემი თავი – ჯანდაბას, მაგრამ, შენ რატომ უნდა ჩადგე ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში?
– ლოგიკურ რაღაცას ამბობთ, ბატონო პავლე, მაგრამ, ჩემი ასე მოხელთება არც ისე ადვილია, მით უმეტეს, დღეის შემდეგ ბევრად უფრო ფრთხილად და ყურადღებით ვიქნები, – უთხრა ტიტე ბუკიამ გოკიელს. მან კი თავი გააქნია და მიუგო:
– რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ჩემზე ნადირობენ და ამ ყველაფრის მიღმა უსერიოზულესი ძალები დგას. დაჯექი და მომისმინე.
– ყურადღებით გისმენთ, ბატონო პავლე, – თქვა ტიტე ბუკიამ, სავარძელში ჩაჯდა და გააბოლა, თან თვალს არ აშორებდა გოკიელს.
პროფესორმა დაწვრილებით მოუყვა ტიტე ბუკიას „საქს ენდ ონკოფარმაინდუსტრის“ ოფისის პრეზენტაციისა და შემდგომ განვითარებული ამბები და ბოლოს თქვა:
– ჩემს ჩვენებაში ჩავწერე, რომ საცოდავი თემურ ჯაში სასმლისგან უკიდურესად აღგზნებული იყო, პათოლოგიური გადახრები ჰქონდა და ამან გამოიწვია კონფლიქტი და უბედური შემთხვევა, სინამდვილეში კი საწყალი ბიჭი ფულმა გადარია. ის კიბოს წამლის ფორმულის გაყიდვას მთხოვდა, მანამდე კი ჩემი სეიფიდან მისი მოპარვა უნდოდა და არც ეს დამიწერია ჩვენებაში, თუმცა ფორმულა მე თავში მაქვს და ამის გაკეთებას ვერც მოახერხებდა. ერთი სიტყვით, საქმე ეხება ძალიან დიდ ფულს – ორას მილიონ ევროს. ამის უკან, ჩემი ღრმა რწმენით, შვეიცარიული ფარმაცევტული კორპორაცია დგას და ნინიძე მათზე მუშაობს.
– ორასი მილიონი ევრო დიდი ფულია... – თქვა ტიტე ბუკიამ, შემდეგ პროფესორს თვალი თვალში გაუყარა და დაამატა: – ბატონო პავლე, მტკიცედ გჯეროდეთ, რომ ტიტე ბუკია არასდროს გიღალატებთ და თქვენი გულისთვის თავსაც გაწირავს. ორასი კი არა, ორასჯერ ორასი მილიარდიც რომ შემომთავაზონ, მაინც თქვენი ერთგული ვიქნები.  რაც შეეხება მტრებს, მართლაც ძალიან ძლიერი და სერიოზული მტრები გვყოლია და, თქვენი უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარე, ჯობია,  უფრო საიმედო თავშესაფარზე ვიზრუნოთ და საერთოდ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ.
– გეთანხმები, მაგრამ, რანაირად – თქვა გოკიელმა.
მაიორმა ტიტე ბუკიამ კი მიუგო:
– მოვიფიქრებთ რამეს, ბატონო პროფესორო, თქვენ არ ინერვიულოთ.
***
რეი საქსმა პროფესორ გოკიელის მიმალვის ამბავი ტელევიზიაში გასული სიუჟეტის დასრულებიდან თხუთმეტ წუთში შეიტყო. ინფორმაცია მას საინფორმაციო ცენტრმა მიაწოდა, რამაც მილიარდერი ძალიან გააცოფა და ინკრუსტრირებულ მაგიდას ორჯერ დაჰკრა მუშტი, ბოლოს გააბოლა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ჯონ მოზესი გამოიძახა და უთხრა:
– თუ შეიტყვე, რომ პროფესორი პავლე გოკიელი გაუჩინარდა და იმალება?
– დიახ, ბატონო საქს, ახლახან შემატყობინეს, – მიუგო მოზესმა.
– მერედა, რას აპირებ, ჯონ? ეგ საქმე შენ გაქვს ჩაბარებული და, ნუთუ ჩამიფლავე? ადრე ასეთი რამ არასდროს მომხდარა და ახლა რა გჭირს?
ჯონ მოზესი არც ბევრ ლაპარაკს იყო ჩვეული, არც ლანძღვას და არც თავის მართლებას. მან მშვიდად მოისმინა საქსის საყვედური და ბოლოს უთხრა:
 – ნება მომეცით, პირადად ჩავერთო ამ საქმეში და, გპირდებით, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ყველაფერი მოგვარდება.
– მიდი, იმოქმედე და რაც გინდა, იღონე,  გოკიელი კი, ცოცხალი ან მკვდარი, აქ მომგვარე, – თქვა საქსმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3