კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მშობელი ხართ?

შეიძლება, ფიქრობთ, რომ კარგი მშობელი ხართ. დარწმუნებულიც კი ხართ ამაში. თუმცა, შესაძლოა, რეალობა სხვა იყოს. იქნებ რაღაცაში ცდებით?!  ეს მნიშვნელოვანია.
1. თქვენი შვილი სახლში ახალი ამბით დაბრუნდა. გახარებულია. უნდა, რომ ყველაფერი დეტალურად მოგიყვეთ – როგორ იქცევით?
ა) მოთმინებით გამოვკითხავ ყველაფერს, სანამ არ გაჩუმდება, ხმას არ ამოვიღებ. ბოლომდე დაიცალოს, მერე ერთად ვიზეიმებთ;
ბ) მეც გავიხარებ. ხტუნვას დავიწყებ. ყველაფრის მოყოლა რა საჭიროა;
გ) ვეტყვი, რომ მიხარია. ესეც საკმარისია.
2. ბავშვს „პირადი” პრობლემა აქვს – საუკეთესო მეგობართან კონფლიქტი მოუვიდა. როგორ მოიქცევით?
ა) მოვუსმენ. ვუთანაგრძნობ და ვეცდები, დავამშვიდო;
ბ) აღვშფოთდები – როგორ აწყენინეს ჩემს შვილს-მეთქი;
გ)  ვეტყვი, რომ მეტისმეტი სიახლოვე ყოველთვის ასე მთავრდება.
3. მეზობელმა შემოგჩივლათ, რომ თქვენი სახლიდან ძალიან ხმამაღალი მუსიკის ხმა ესმის და წუხდება...
ა) ვეტყვი, რომ მეც მაწუხებს რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ჩუმად ვარ. შვილს არაფერს დავუშლი;
ბ) ეგრევე გავაჩუმებ მეზობელს, სახლში რასაც მინდა, იმას გავაკეთებ;
გ) შვილს ვეტყვი, რომ მუსიკას ცოტა ხმადაბლა მოუსმინოს.
4. თქვენმა შვილმა მოინდომა და ვახშამი მოგიმზადათ. უნდოდა, შთაბეჭდილება მოეხდინა. სამზარეულოში ქაოსია, კერძი უგემურია:
ა) ვეტყვი, რომ ვამაყობ მისით;
ბ) ვითამაშებ, რომ გადავირიე მისი ნახელავით. მერე ჩუმად გადავყრი;
გ) დავსვამ და ავუხსნი, რა ვერ გააკეთა კარგად.
5. სახლში დაღლილი დაბრუნდით და შვილმა საშინელი არეულობა დაგახვედრათ...
ა) ვაიძულებ ყველაფერი დაალაგოს;
ბ) შევახსენებ საკუთარ თავს, რომ მეც ზუსტად ასე ვურევდი და არაფერს ვეტყვი;
გ) ისტერიკას მოვაწყობ და სახლს დავალაგებ.
ნახეთ პასუხები:
როცა პასუხების უმრავლესობაა „ა” ვარიანტი: შეგიძლიათ თქვენ შვილში მხოლოდ დადებითი ემოციები გამოიწვიოთ. მომენტალურად ამჩნევთ მის პრობლემებს და მთელი ძალისხმევით ცდილობთ, მოაგვაროთ. ყველაფერს მის მაგივრად არ აკეთებთ, მხოლოდ კვალიფიციურ დახმარებას უწევთ. ბავშვი ამას ხედავს და გენდობათ. თქვენ შორის იდეალური, ჰარმონიული კავშირია. თუმცა, ზოგჯერ ბავშვი მიიჩნევს, რომ მოსაწყენი ხართ.
თუ პასუხების უმრავლესობაა ,,ბ” ვარიანტი: ყოველთვის და ყველაფერში თქვენი შვილის მხარე გიჭირავთ, მიუხედავად გარემოებისა. ბავშვი თქვენ გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. ერთადერთი საფრთხეა, რომ ზედმეტად მოგეჯაჭვებათ, გაიზრდება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება გაუჭირდება.
თუ პასუხებში ჭარბობს „გ” ვარიანტი: მუდმივად თქვენი შვილის დაშვებულ შეცდომებს ხედავთ და დაუსრულებლად აკრიტიკებთ. შეიძლება გინდათ, რომ ბავშვი უკეთესი გახდეს, მაგრამ ამასობაში ისე დააკომპლექსებთ, ვერც მიხვდებით. შეაქეთ და წააქეზეთ ახალი წარმატებებისთვის. თქვენც ხომ ბევრი რამე გეშლებათ, ჯერ კიდევ...

скачать dle 11.3