კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: მალე 40 წლის გავხდები, მაგრამ პერიოდულად ზუსტად ისეთი გამონაყარი მიჩნდება სახესა და მხრებზე, როგორიც გარდატეხის ასაკში აქვთ მოზარდებს. არაფერი ორგანული არ მაწუხებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: თანამედროვე დერმატოლოგიაში არსებობს ტერმინი გვიანი აკნე. პრობლემის პროვოცირება შეუძლია ჰორმონულ დარღვევებს, სტრესსა და არასწორ კვებას. კონსულტაცია გაიარეთ ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგთან. კანის ცხიმიანობის სიჭარბის შემთხვევაში შეარჩიეთ პრობლემური კანის მოსავლელი საშუალებები. თუ თქვენი კანი სიმშრალისკენაა მიდრეკილი, გამოიყენეთ წერტილოვანი გამოყენების მაკორექტირებელი საშუალება, რომელსაც წერტილებად წაისვამთ მხოლოდ აკნეზე ანუ უშუალოდ გამონაყარზე.
კითხვა: გამიგია, რომ არსებობს ჟელატინის ნიღაბი თმის ძირების გასამაგრებლად, თუ შეიძლება, მასწავლეთ, როგორ უნდა მოვამზადო ასეთი ნიღაბი შინაურ პირობებში?
პასუხი: ჟელატინი შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს. ამიტომ, ჟელატინის ნიღბის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, გექნებათ ხშირი და ლამაზი თმა. ნიღაბი მოამზადეთ შემდეგნაირად: 1 სადილის კოვზი ჟელატინის ფხვნილი (თუ მსხვილი მარცვლებია, დაფქვით და დანაყეთ) გახსენით 3 სადილის კოვზ თბილ წყალში და კარგად ამოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ (კორკოშელების გარეშე). წაისვით ნამიან თმაზე (ძირებში შეიზილეთ და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ფრთხილად ჩამოივარცხნეთ და ჩამოიბანეთ ჭინჭრის ნაყენით. თუ ჟელატინის ნიღაბში შეურევთ 2 ცალ კვერცხის გულს (უმს), მიიღებთ შამპუნსა და კონდიციონერს ერთ ფლაკონში.
კითხვა: როგორ მოვიშორო ფერისმჭამელები? ვცხოვრობ პროვინციაში  და კოსმეტოლოგთან წასვლის საშუალება არ მაქვს.
პასუხი: ამ პრობლემის მოგვარებაში გიშველით შავი თიხისგან დამზადებული ნიღბის კურსი (კვირაში 2-3-ჯერ). ნიღაბი მოამზადეთ შემდეგნაირად: 1 სადილის კოვზი შავი თიხა კარგად გახსენით იმდენ თბილ წყალში, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. ჩაუმატეთ 2 წვეთი ლავანდის ზეთი, კარგად ამოურიეთ და წაისვით მთელ სახეზე, თვალების მიდამოების გარდა. გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, დოლბანდის ტამპონით, შეიმშრალეთ და წაისვით თქვენი მკვებავი. ამ ნიღაბს აქვს ანტიანთებითი ეფექტი, აშორებს კანს ზედმეტ ცხიმს და წმენდს ფორებს.

скачать dle 11.3