კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა გავლენას ახდენს ადამიანის თვისებებზე მისი დაბადების წელი

დასავლური ასტროლოგიით კოსმოსი ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ, რა გერგოთ წილად კოსმოსისგან დაბადების წლის მიხედვით.
აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული ადამიანები აღიქმებიან, როგორც ძლიერი და კეთილშობილი; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებულნი – უცნაურნი; „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წელიწადში დაბადებულნი – მშვიდი, ფლეგმატური; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებულნი კი – როგორც ენერგიულნი და მეომრის სულისკვეთების მქონენი.
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ „ვირთხის“, „გველეშაპის“ და „მაიმუნის“ წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები სიყვარულში კარგი მასწავლებლები არიან. მათთვის სიყვარული არ ემორჩილება არც გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას. არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით.  მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ადამიანი სიყვარულში და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებასა და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, თავისუფლებას მოითხოვს და არა შეზღუდვებს. მათ რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, მაგრამ ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მშვიდია, საკუთარ ნებას ნელ-ნელა ახორციელებს. თუმცა, ხშირად ისინი უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
 „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული ადამიანები, ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. მათთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტია არ გექნებათ, მაგრამ გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებით და იმედგაცრუებით არის სავსე.
„ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებული ადამიანებისთვის, დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ შეუძლიათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი საპირისპირო სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ადამიანები მოსწონთ. ისინი რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მეუღლისგან მხარდაჭერას და სიყვარულს.
 „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წლებში დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული შარმი აქვთ. ნაკლებად ერკვევიან საპირისპირო სქესის ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ მონდომებით ცდილობენ, მათი ბუნების შესწავლას. მათ არ ძალუძთ, რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან სიყვარულის ცეცხლით მცირე ხნით ინთებიან, წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში მათ სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება.

скачать dle 11.3