კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ფიქრობდა სტალინგრადში დამარცხებული ფელდმარშალი პაულიუსი ლავრენტი ბერიაზე

საგულისხმო ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას თვით მისი მოძულე ამერიკელებიც კი დიდ პატივს სცემდნენ, როგორც პროფესიონალს და სპეცსამსახურების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო პიროვნებად მიიჩნევდნენ, ისტორიკოსი ანატოლი პავლენკო წერს: „ალენ დალესმა ლავრენტი ბერიას სუპერჯაშუში უწოდა და ამით მის (ბერიას) უდიდეს პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. „ცეერუს“ დირექტორი (დალესი) თავისი მემუარების ერთ-ერთ თავში წერდა: „ცენტრალური დაზვერვის („ცეერუ“) მოღვაწეობა თანდათან ლავრენტი ბერიასთან ბრძოლას დაემსგავსა და ჩვენი თანამშრომლების ჩავარდნის მიზეზებს რომ ვაანალიზებდი ხოლმე, ყოველთვის ბერიას ვეჯახებოდი... ერთი პერიოდი, თანახმაც კი ვიყავი, რომ მთელი „ცეერუს“ შტატი ერთადერთ, ლავრენტი ბერიაზე გამეცვალა“...
ამერიკული ჯაშუშების მამის (დალესის) ასეთი აღიარება, რა თქმა უნდა, ბერიას უნიკალურობაზე მიუთითებდა და ასეთ დღეში არა მარტო დალესი, არამედ თვით ვალტერ შელენბერგიც (ჰიტლერული გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი) იყო. თავის მემუარებში მანაც დიდი ადგილი დაუთმო ბერიას პიროვნებას. შელენბერგი წერს: „ბერია სრულიად უნიკალური პიროვნება იყო და მას მერე, რაც გერმანია და საბჭოეთი ერთმანეთს დაეტაკნენ, ბერიას სამსახურის საცეცებს ყველგან ვგრძნობდი. მისმა ორგანიზატორულმა ნიჭმა და მზვერავის ალღომ უამრავი კარგად მომზადებული ოპერაცია ჩაგვიფუშა...“
ინოვატორი ბერია დაზვერვაშიც ინოვატორი იყო და მის მიერ შემუშავებული სქემები იმდენად დახვეწილი და სრულყოფილი გახლდათ, მოწინააღმდეგეს თავბრუს ახვევდა და შიშის ზარს სცემდა... ცნობილი საბჭოთა მზვერავი, ნიკოლაი კუზნეცოვი, რომელიც მტრის ზურგში პაულ ზიბერტის სახელით მოქმედებდა, პირადად ლავრენტი ბერიას მიერ იყო შერჩეული და დამოძღვრილი... როგორც ცნობილია, კუზნეცოვის მისია იყო მაღალჩინოსანი ფაშისტი ფუნქციონერების განადგურება ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე, რასაც კუზნეცოვი უნაკლოდ ახორციელებდა. ეს სქემა პირადად ბერიას მიერ იყო დამუშავებული, რათა ოკუპანტებს შორის  შიში დაეთესათ. სწორედ ამ მომენტს გულისხმობდა ვალტერ შელენბერგი თავის მემუარებში, როდესაც წერდა: ყველგან „ენკავედეს“ საცეცებს ვგრძნობდიო... ბერიას ინოვაცია იყო ეგრეთ წოდებული „სმერტნიკთა“ (თვითმკვლელთა) ბატალიონების შექმნა, რომლებიც ისე იყვნენ ფსიქოლოგიურ-მორალურად მომზადებულები, რომ უკან არაფერზე იხევდნენ – ბრძოლაში მტერს აკვდებოდნენ და მოწინააღმდეგეზე ისეთ საშინელ ზეგავლენას ახდენდნენ, რომ ფაშისტები ან ბრძოლის ველიდან გარბოდნენ, ან ტყვედ ჰბარდებოდნენ მათ... ბერიასვე ინიციატივით გამოსცა სტალინმა ბრძანება ¹227, რომლის მიხედვითაც, ბრძოლის ველზე უკან დახევა დასჯად ქმედებად გამოცხადდა – მოწინავე „წითელი არმიის“ მეომრებს უკან „ენკავედეს“ ნაწილები ედგათ, რომლებიც უკანდახეულებს კლავდნენ...
არანაკლებ საინტერესოა ფელდმარშალ პაულიუსის მემუარები, რომელშიც „სტალინგრადის კრახის“ მთავარი გმირი თეთრზე შავად წერს: „ჩვენ (ფაშისტებმა) ომი სტალინთან და ბერიასთან წავაგეთ...“
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მძლავრი სამხედრო შენაერთების პარალელურად, ომს იგებს დროულად მოპოვებული საიდუმლო ინფორმაციის სწრაფი და მოულოდნელი რეალიზება ან, პირიქით. მტრისთვის დროულად და ოსტატურად შეცურებული დეზინფორმაციით, ის უნდა აიძულო, რომ მცდარი ნაბიჯი გადადგას და შენი თამაში ათამაშო... სწორედ მტრების დეზინფორმირების ხელოვნებას ფლობდა ბერია უმაღლეს დონეზე. პირადად მის მიერ შედგენილმა დეზინფორმაციებმა ისეთი ქაოსი შეიტანა ფაშისტებში, რომ პაულიუსს ათქმევინა, ბერიასთან წავაგეთ ომიო...
დეზინფორმირება, მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა, ლავრენტი ბერიას ერთ-ერთი პიროვნული თვისება იყო და სწორედ ამ მეთოდით მოახერხა მან, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, მძლავრი პარტიულ-ადმინისტრაციული ოპოზიციის დამარცხება საქართველოში, რომელიც მის აღზევებას ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა – მზად იყვნენ ეს „ლაწირაკი“ (ბერია) შუაზე გაეგლიჯათ. ბერიას უახლოესი თანამშრომელი, ბოგდან ქობულოვი, თავის ჩვენებაში წერდა: „საქართველოს მთავრობის უმეტესი ნაწილი ძველი, გამოცდილი რევოლუციონერ-ბოევიკებისგან შედგებოდა. მათ ვერ აიტანეს ბერიას აღზევება, რომელსაც ახალგაზრდობის გამო „ლაწირაკს“ ეძახდნენ. ლავრენტი პავლოვიჩმა ერთადერთხელ სცადა მათთან სერთო ენის გამონახვა, მაგრამ (ბერია) მასხრად აიგდეს და „ჟანდარმერიის შპიკიც“ კი უწოდეს. ამის შემდეგ ბერიამ უკვე თავისი თამაში წამოიწყო მათ გასანადგურებლად. ბერია დარწმუნებული იყო, რომ ისინი ყოველთვის უმტრობდნენ და საქმის გაკეთების საშუალებას არ მისცემდნენ. მას კი გრანდიოზული გეგმები ჰქონდა განსახორციელებელი. აქედან გამომდინარე, ბერიამ ერთობ სარისკო თამაში წამოიწყო, რომელიც დიდოსტატურად წარმართა და გამარჯვებითაც დაასრულა. მასში კი ჩვენ, „ჩეკას“ ორგანოებმა დიდი დახმარება გავუწიეთ ყოფილ უფროსს და ოპოზიციის დამარცხებაში დავეხმარეთ...“
ბერიას „დიდ თამაშში“ ბოგდან ქობულოვი გულისხმობს იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც თავად ბერიას მიერ იყო მოფიქრებული და ორგანიზებული. კონკრეტულად კი, ლავრენტი ბერიას დავალებით, მაშინდელი „ჩეკას“ ცალკეული, „ბერიაზე განაწყენებული“ ფუნქციონერები სხვადასხვა ჭორსა და ცილისწამებას ავრცელებდნენ ცეკას პირველ მდივან ბერიაზე. ამით ოპოზიციას, ერთი მხრივ, უმტკიცებდნენ რწმენას, რომ ბერია მოსაშორებელი იყო, მეორე მხრივ კი, მათ პროვოცირებას ახდენდნენ ბერიასთან საბრძოლველად. შედეგმაც არ დააყოვნა... როდესაც მოსკოვიდან ჩამოსულმა კომისიამ საფუძვლიანად შეამოწმა „მომხვეჭელი, პედოფილი და მესაბოტაჟე“ საქართველოს ცეკას პირველი მდივნის საქმიანობა, ერთი ხინჯიც კი ვერ უპოვა მას, კომისია მოსკოვში დაბრუნდა, შედეგები კი სტალინს მოახსენეს. საჩივრის ავტორები პირადად საბჭოთა ბელადმა გაკიცხა სიცრუისა და ცილისწამებისთვის და მათ ამით მხარდაჭერა გამოეცალათ. სამაგიეროდ, ბერიას გაეხსნა ხელ-ფეხი. მთელი თავისი დამსჯელი აპარატი აამოქმედა და ცილისმწამებელთა კოლექტივს (საქართველოს თითქმის მთელ მთავრობას) სასტიკად გაუსწორდა.
ამგვარად წამოაგო ლავრენტი ბერიამ საკუთარ თავზე მოფიქრებული ცილისწამებით ოპოზიცია ანკესზე და ერთიანად მოსპო ისინი. ამით კი კრემლისკენ გაუხსნა გზა საკუთარ თავს.“

скачать dle 11.3