კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიიქციე ყურადღება...



თუ გინდათ, მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ, უპირველესად, გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს ძალიან ცუდად აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა. ანუ, თუ თქვენი პირველი ორი შეხედვა, ყურადღებიანი  მზერა ვერ დააფიქსირა, ნუ აღელდებით... შეგიძლიათ, ცდა კიდევ გაიმეოროთ. ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობთ. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მზერა არ იყოს გამომცდელი, ეჭვითა და უნდობლობით სავსე. არც ხანგრძლივი – 2-3 წამი საკმარისია. თუმცა, ეს სამჯერ-ოთხჯერ უნდა გააკეთოთ.
მყისიერი ეფექტით – როცა მამაკაცის დასანახად იწყებთ მაკიაჟის გაკეთებას, თმის შესწორებას, პომადის წასმას და ხელჩანთაში რაღაცის ძებნას, აუცილებლად აღმოჩნდებით მისი ყურადღების არეალში.
ღიმილი – ღიმილი აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. გაცილებით ეფექტურად „მუშაობს“ თვალებით ღიმილი – თუკი შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. მამაკაცები კარგად არჩევენ ერთმანეთისგან ყალბ და გულწრფელ ღიმილს. ნუ ეცდებით, დასცინოთ ან მოატყუოთ, მიხვდება.
სხვათა შორის, მოჭუტული თვალებით და მაგრად მოკუმული ტუჩებით ღიმილის მსგავსი გრიმასა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს მამაკაცს: „არ მომიახლოვდე.”
P.S. ყურადღებას აუცილებლად მიიქცევთ ძალიან ხმამაღალი სიცილით, მაგრამ ამით მამაკაცს ცოტათი დააფრთხობთ. ყურადღების მიქცევის კარგი საშუალებაა, ასევე,  მკაცრი, მბრძანებლური ტონით, მისი თანდასწრებით მიმართოთ ვინმეს, მაგრამ თქვენთვის სასურველ შედეგს არც ეს მოიტანს...
დააკვირდი...
მიხვდები!

მამაკაცს მოეწონეთ და ხვდებით, რომ არც თავად ხართ მის მიმართ გულგრილი, მაგრამ ვერ გაარკვიეთ, არის თუ არა, თავისუფალი. იქნებ ცოლი ჰყავს და უბრალოდ, გატყუებთ?! არსებობს „განმასხვავებელი ნიშნები“, რომლებიც დაგეხმარებიან რეალობის შეცნობაში.
* უპირველესად, დააკვირდით მამაკაცის ხელებს. შეიძლება, საქორწინო ბეჭედი არ ეკეთოს, მაგრამ ბეჭდის კვალი შენიშნოთ. თუმცა არიან მამაკაცები, რომლებიც საქორწინო ბეჭედს საერთოდ არ ატარებენ – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს „ამოსაცნობი ნიშანი“ არ იმუშავებს.
* დააკვირდით მამაკაცს – თუ ის თქვენი თანდასწრებით არ პასუხობს მობილურის ზარებს და მესიჯებს, მხოლოდ დახედავს ეკრანს და გვერდზე დებს, შეიძლება, ეს იმის ნიშანი იყოს, რომ ცოლი ჰყავს.
* საკუთარი თავის შესახებ თითქმის არაფერს გიყვებათ. თქვენს კონკრეტულ შეკითხვებზე გაფანტულად პასუხობს, ანუ, კონკრეტიკას გაურბის... რაც მთავარია, საუბრისას თვალებში არ გიყურებთ.
* ჩქარობს, უნდა, რომ თქვენი ურთიერთობისგან ერთ დღეში მიიღოს მაქსიმუმი.
* ცოლიანი კაცის უნარ-ჩვევები აქვს – მაგალითად, ცდილობს, რამე ისეთი საყოფაცხოვრებო ლაფსუსი არ დაემართოს, თქვენი რისხვა დაიმსახუროს.
* ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ უზომოდ დაკავებულია, თან, ისეთი დაკავებულია, რომ საღამოს „მკვდარივით“ ეძინება. ამიტომ ვერ პასუხობს თქვენს ზარებს.
ერთი სიტყვით, თუ ყურადღებას მოიკრებთ და კარგად დააკვირდებით, მატყუარას „იდენტიფიკაციას“ შეძლებთ.

მოთელვა
„შეტევის“  წინ

მამაკაცების უმრავლესობას ქალთან ურთიერთობაში თავდაჯერებულობა აკლია. ამიტომ ისინი „შეტევის“ წინ ერთგვარ „მოთელვას“ ამჯობინებენ. რაში გამოიხატება ეს – მამაკაცი ფიქრობს (განსაკუთრებით დაქორწინებული), რომ თუ ქალებს ხშირად არ „გაეთამაშება,“ ფორმას დაკარგავს. ფლირტი კი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის. შესაბამისად, უნდა მიხვდეთ, რომ მას ფლირტისგან შორსმიმავალი გეგმები არ ექნება. კაცსაც ისევე სჭირდება ქალის ყურადღება, როგორც ქალს – საპირისპირო სქესის. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ, რომ ეცდება, თქვენი ყურადღება მიიპყროს. რატომ არ უნდა მოიქცეთ თქვენც მასავით. ამით არაფერი დაგიშავდებათ, პირიქით – ძალიანაც გჭირდებათ თვითშეფასების ამაღლება.
მამაკაცი, როგორც ჭეშმარიტი მონადირე, ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე. დროს არ დაკარგავს უსარგებლო მინიშნებებზე, გადაკვრით საუბრებზე. ამიტომ ზოგჯერ შოკისმომგვრელად პირდაპირი, მოურიდებელი იქნება. ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ფლირტზე უარი უნდა თქვათ. პირიქით, მოთელვა „შეტევის“ წინ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ და იქეცით იმ მონადირედ, რომელიც აქამდე მსხვერპლის როლში იყო. ეს არც ისე ძნელია. ქალს შეუძლია, კაცს თავი „ნადავლად“ მოაჩვენოს, მაგრამ იქით გააბას მახეში... მოთელვა „შეტევის“ წინ ისაა, რაც სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ...

თამაშის წესები...

ქალები ხშირად ხედავენ დიდ გრძნობას იქ, სადაც ის რეალურად არ არის. „ჩვენ მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი!“ – თავის მოტყუებაა და შორს მიმავალ პერსპექტივაში კი – იმედგაცრუება. ელვისებური სიყვარული ქალური ინტერპრეტაციაა. სინამდვილეში, ამ დროს ჰორმონები მოზღვავდებიან ხოლმე და სწორედ ისინი გვკარნახობენ მცდარ გადაწყვეტილებებს. გამოსავალი არსებობს – საკუთარ თავს დრო უნდა მისცეთ. უნდა აცადოთ, სანამ ემოციები „გაცვდება“ და გონებაზე, საღ აზრზე გავლენას აღარ მოახდენს.
სიყვარული არ არის აბსოლუტური და შეუცდომელი. ან როგორ შეიძლება, ის, რაც გრძნობასთან, ემოციასთან კავშირშია, შეუცდომელი იყოს...
ზოგჯერ გრძნობა სასტიკ გამოცდად იქცევა ხოლმე. თამაშის წესების დარღვევა სწორედ ამას იწვევს. იქნებ თქვათ, რა დროს თამაშია, როცა მიყვარსო, მაგრამ თუ გინდათ, პრობლემები თავიდან აიცილოთ, დაიცავით წესები. ნებისმიერს შეუძლია იყოს სხვა, თუკი მოინდომებს. ზოგჯერ აუცილებლად უნდა გახდეთ სხვა, რადგან მამაკაცებს მრავალფეროვნება ხიბლავთ. ურთიერთობას თუ წესებით ააგებთ, ის გაცილებით სტაბილური და ჰარმონიული იქნება. რა არის წესები? პირველი და მთავარი – არასოდეს ითამაშოთ მამაკაცის გრძნობებზე. არ შეულახოთ თავმოყვარეობა და ღრმად არ შეტოპოთ იქ, საიდანაც გამოსვლის შანსი მინიმალურია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გრძნობა ყველაფერი არ არის, თუ ხვდებით, რომ ეს სიყვარული ბედნიერებას ვერ მოგანიჭებთ, დასაწყისშივე უარი თქვით მასზე.

скачать dle 11.3