კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა შემოსავლები მიიღეს ბიუჯეტიდან ოთხი წლის განმავლობაში ხელფასის სახით დავით უსუფაშვილმა და მისმა მეუღლემ

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 1968 წელსაა დაბადებული სიღნაღში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო და საბჭოთა ჯარიც მოიხადა. რაც შეეხება მის შრომით ბიოგრაფიას: 1989 წლიდან 1995-მდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობდა; 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წამყვანი იურიდიული მრჩეველი იყო; 1992-1994 წლებში საქართველოს პრეზიდენტის აპარატში საქმიანობდა: თავდაპირველად, უფროს იურიდიულ მრჩევლად, ხოლო შემდეგ პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად. იმავე პერიოდში თსუ-ის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზეც მუშაობდა  პროფესორის თანაშემწედ. 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო; 1995-1997 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა. 1997-ში  პარლამენტის საატესტაციო კომისიის წევრად აირჩიეს. მანამდე კი, 1995-1997 წლებში, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“  საბჭოს წევრიც იყო. ამ თანამდებობას 2000 წელსაც დაუბრუნდა, თუმცა 1999-2000 წლებში AMEX-International-ის მისიის ხელმძღვანელი გახდა; 2000-2001-ში – საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი.  2001-დან 2005 წლამდე IRIS საქართველოში მუშაობდა. 1999 წლიდან 2012 წლამდე თბილისის საარბიტრაჟო პალატის არბიტრი იყო, ისევე, როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლექტორი. ასევე, 2005 წლიდან 2013 წლამდე საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე გახლავთ, ხოლო 2011 წლიდან კი – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეც იყო.
ბ-ნი უსუფაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლის თარიღდება, ბოლო კი 2016-ით, რომელიც მან, ცხადია, პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე თინა ხიდაშელი, ორი შვილი – ალექსანდრე და გრიგოლი და სიდედრი – ზიზილა ურგებაძე. უძრავ ქონებას მხოლოდ მისი მეუღლე და სიდედრი ფლობენ: თინა ხიდაშელის საკუთრებაა ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე – 116 და 60 კვადრატული მეტრი ფართობების. ქ-ნ ზიზილას კი ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი საგარეჯოს რაიონში (120 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (1 000 კვ. მ.), ხოლო დავით უსაფაშვილს ჰყავს ავტომანქანა „ლექსუსი“.
დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდ ფულად თინა ხიდაშელს ჰქონდა 1 000 ლარი, დავით უსუფაშვილს – 2 000 ლარი, ქ-ნ ზიზილას – 4 000 აშშ დოლარი. გრიგოლსა და ალექსანდრეს კი ანაბრებზე ერიცხებოდათ 14 068 და 21 165 აშშ დოლარი.
2015 წლის განმავლობაში დავით უსუფაშვილმა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, 80 031 ლარი აიღო; თინა ხიდაშელმა, როგორც პარლამენტის წევრმა,  20 436, როგორც თავდაცვის მინისტრმა, 62 744 ლარი.
რაც შეეხება ხარჯებს: თინა ხიდაშელმა სწავლაში 5 600 ლარი გადაიხადა, ხოლო მკურნალობაში – 65 000 ლარი, დავით უსუფაშვილს კი იმავე, 2015 წელს მკურნალობა 11 000 ევრო დასჯდომია.
რაც შეეხება სხვა წლების შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში თინა ხიდაშელმა, როგორც „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა, 20 000 ლარი აიღო; როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა – 13 440; როგორც „საიას” კონსულტანტმა – 5 829 ლარი, ასევე, მიიღო გრანტი – 13 094 ლარის ოდენობით ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოდან“, ხოლო მისი, როგორც რესპუბლიკური ინსტიტუტის კონსულტანტის, შემოსავალმა 11 520 ლარი შეადგინა. ამას გარდა, მიიღო გრანტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან –  13 979 ევრო. დავით უსუფაშვილმა, როგორც „გაეროს” განვითარებას ფონდის (ყირგიზეთი) კონსულტანტმა 4 405 ლარი აიღო; როგორც საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ – 20 400 ლარი, როგორც იურიდიული განათლების ფონდის მასწავლებელმა – 800 ლარი.
2012 წლის განმავლობაში დავით უსუფაშვილმა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, 19 545 ლარი აიღო, როგორც ყირგიზეთის კონსულტანტმა, 83 695 აშშ დოლარი; თინა ხიდაშელმა კი, როგორც საკრებულოს წევრმა, 8 400 ლარი, როგორც პარლამენტის წევრმა, 14 458 ლარი. ასევე, მიიღო გრანტი საერთაშორისო ორგანიზაციისგან – 32 000 ევრო.
2014 წელს ბ-ნ უსუფაშვილს დეკლარაცია არ შეუვსია, ამიტომ უცნობია მისი 2013 წლის შემოსავლები. თუმცა 2014 წელს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, 79 083 ლარი აიღო, თინა ხიდაშელმა კი, როგორც პარლამენტის წევრმა; 55 989 ლარი, ასევე, კვლავ მიიღო გრანტი საერთაშორისო ორგანიზაციისგან – 21 500 ევრო და სწავლაშიც 4 300 ლარი გადაიხადა.

скачать dle 11.3