კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რესპუბლიკური“ სამრეკლო

უსუფაშვილი VS ჩერჩილი

 შესაძლოა, იმიტომ რომ, რაკი ეულად დარჩნენ და არჩევნების ჭაპანიც მარტომ უნდა გაწიონ („რესპუბლიკელებს“ ვგულისხმობ), ამ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარემ ფრიად უცნაური ინიციატივა წამოაყენა.
უცნაური – სახელმწფიოებრივი თვალსაზრისით, თორემ მეტად საცნაური – ვიწრო პარტიული ინტერესების გათვალისწინებით.
სახელდობრ, ბ-ნმა უსუფაშვილმა პოლიტიკურ სპექტრსა და კოლეგებს მოუწოდა, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქვეყნის კურსი ურყევად ევროატლანტიკურია.
ცხადია, ამ მისწრაფებაში არაფერია გასაკვირი, პირიქითაც, ოღონდ რთული წარმოსადგენია, ბ-ნმა უსუფაშვილმა არ იცოდეს, რომ ვერავინ იტყვის დაზუსტებით, იქნება თუ არა აქტუალური ქართული სახელმწიფოსთვის ევროატლანტიკური მისწრაფება 30, 20 ან, თუნდაც, 10 წლის შემდეგ და როგორ გადალაგდება იმავე პერიოდში ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, იმას გარდა, რომ კონსტიტუცია არც საშინაო დავალებების რვეულია.
მეორე მხრივ, უდიდესი ალბათობით, ამ განცხადების ადრესატი დასავლეთია, უფრო ზუსტად, მის წინაშე თავის გამოჩენა, თუმცა ფრიად გასაკვირი ბ-ნი უსუფაშვილისგან, იმიტომ რომ, წესითა და რიგით, სახელმწიფოს ინტერესმა ყოველთვის უნდა გადაწონოს პარტიული. მით უფრო, რომ ამ არეულ სამყაროში მუდმივი არათუ მეგობრობა, ჯვარდაწერილი ცოლქმრობაც აღარაა (ანუ უსუფაშვილი VS ჩერჩილი?!). –

скачать dle 11.3