კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთხთა კავშირი

და თუ ეს სიყვარულია?!

 „ახალი მემარჯვენეების“ (ბ-ნი კაციტაძის), „გირჩისა“ (ბ-ნი ჯაფარიძის) და „ახალი საქართველოს“ (ბ-ნი ვაშაძის) გაერთიანების სიხარული არ გაგვეცნობიერებინა ჯეროვნად, რომ მეოთხე კაცად მათ „სახელმწიფო ხალხისთვის“ (ბ-ნი ბურჭულაძე) შეუერთდა.
სამთა კავშირმა, ანუ ბლოკმა დილით შესთავაზა და საღამოს მეოთხე უკვე თანახმა იყო (დიდ პოლიტიკურ სიყვარულს დიდხანს ფიქრი არც უხდება). ბ-ნმა ბურჭულაძემ შემდეგნაირად განმარტა თანხმობის მიზეზი (მომყავს ციტატა): „შეხების ძალიან ბევრი წერტილი გვაქვს. ეს არის ყველაზე სასიამოვნო, მოვნახეთ ბევრი საერთო წერტილი, რითაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ეშველოს.“
უფრო მეტიც, იგი დარწმუნებულია, რომ მათ კავშირს იმედის თვალით შეჰყურებს „საქართველოს 80 პროცენტზე მეტი (ოღონდ მე არ ვიცი, რომელი გამოკვლევებით და არც მას დაუკონკრეტებია)“.
რაც მთავარია, გვპირდება, რომ ოთხთა ერთობის გამარჯვების შემთხვევაში (თუმცა, თუ 80 პროცენტის იმედია, გაუმარჯვიათ და ეგაა) მოსახლეობის ცხოვრება პირველივე თვეებში გახდება საამური. რაკი შეხების წერტილები იქნა ნახსენები: თუ გავითვალისწინებთ, რომ „გირჩთა“ ღრმა რწმენით, სამხედრო-სავალდებულო სამსახური ადამიანის უფლებების დარღვევაა, ხოლო, მეორე მხრივ, ყველანაირი ნარკოტიკის მომხმარებლები უნდა გათავისუფლდნენ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ვითომ პოტენციალური დეზერტირებისა და ნარკომომხმარებლების იმედად აგროვებენ ხმების 80 პროცენტს?! –

скачать dle 11.3