კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბიუ-ბიუს” ქათმები – ქართულ მიწაზე მოყვანილ ნედლეულზე გაზრდილი ჯანსაღი პროდუქცია

უკვე სამი წელია, რაც კომპანია „ჩირინა” მომხმარებელს ქართულ მიწაზე მოყვანილი სიმინდითა და ხორბლით ნაკვები, საუკეთესო ხარისხის ჯანსაღი, ნედლი „ბიუ-ბიუს” პროდუქციით ამარაგებს. პროდუქცია მთლიანად საქართველოში იწარმოება. შპს „ჩირინა” მუდამ ორიენტირებულია საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, მათ შორის საკუთარი წარმოების გაზრდა-გაფართოებაზე. ჟურნალ „თბილისელების” მკითხველების გამოკითხვის შედეგად, „ბიუ-ბიუს” პროდუქცია წლის ეკოლოგიურ პროდუქტად დასახელდა.
ქეთი ვაშაკიძე (შპს „ჩირინას” დირექტორის მოადგილე): შპს „ჩირინას” მიერ წარმოებული პროდუქცია „ბიუ-ბიუს“ საფირმო ნიშნით წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე და მოსახლეობას სთავაზობს საუკეთესო ხარისხის ქათმის ხორცის პროდუქციას. ეს არის პროდუქცია, რომელიც მთლიანად საქართველოში იწარმოება და ბაზარზე ყოველდღიურად ახალი, ნედლი, ასევე, გაყინული ხორცით არის წარმოდგენილი.  ჩვენი კომპანია ჩამოყალიბების დღიდან საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, ფართოვდება და ქმნის წარმატებულ პრეცენდენტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს აგროწარმოება ქვეყანაში.
– რას იტყვით წარმოების პროცესზე?
– შპს „ჩირინას” საწარმო მდებარეობს გარდაბნის რაიონში და მოიცავს  ფრინველის ხორცის წარმოების სრულ ციკლს. აღნიშნული გულისხმობს როგორც საფრინველეებს, ასევე ხორცის დამუშავების საწარმოს, კომბინირებული საკვების ქარხანას, ინკუბატორს,  მარცვლეულის საშრობ და შესანახ კომპლექსს.  წარმოების სრული ციკლი კომპანიას საშუალებას აძლევს, აკონტროლოს წარმოების თითოეული ეტაპი და უზრუნველყოს საბოლოო პროდუქტის მაღალი ხარისხი.
მაშინ, როდესაც „ბიუ-ბიუზეა” საუბარი, ასევე აღსანიშნავია საკვებწარმოების მნიშვნელობა შპს „ჩირინაში”. ყოველწლიურად კომპანია „ჩირინას” მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი  მარცვლეულის მწარმოებელი კომპანიების, მსხვილი ფერმერებისა და ფიზიკური პირებისაგან ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ინტენსიურად იბარებს ხორბალსა და სიმინდს, ქმნის რეზერვს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ფრინველის კომბინირებული საკვების საწარმოებლად იყენებს. შესაბამისად, ჩვენი ფრინველი იკვებება ჯანსაღი საკვებით და მისი მიღება უსაფრთხოა როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. 
– როგორ დაახასიათებთ თქვენს პერსონალს?
– ჩვენს საწარმოში დასაქმებულია 400 ადამიანი, მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა, რაც რეგიონალური განვითარებისათვისაც მნიშვნელოვანია. ხშირად ვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ეხმარებიან ჩვენს კადრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, ასევე გვეხმარებიან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალისტების დახმარებით შპს „ჩირინა” საქართველოში თანამედროვე ტიპის მეფრინველეობის წარმოებას ნერგავს.
– რატომ უნდა მიანიჭოს მომხმარებელმა უპირატესობა „ბიუ-ბიუს” პროდუქტს?
– ადგილობრივი ბაზარი ძირითადად გაჯერებულია უცხოეთიდან იმპორტირებული, გაყინული ხორცით. ჩვენი მთავარი მიზანი და უპირატესობაც არის ის, რომ მომხმარებელს ვაწვდით მაღალი ხარისხის ახალ, ნედლ პროდუქციას. ნედლი პროდუქცია კი, თავის მხრივ, გაყინულზე ხარისხობრივად გაცილებით უკეთესია. აღსანიშნავია, ასევე, რომ კომპანია რეგულარულად ახდენს წარმოებული ხორცპროდუქტების ლაბორატორიულ კვლევებს და აღნიშნულით უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო პროდუქციით მომარაგებას. შპს „ჩირინას” წარმოებას მინიჭებული აქვს ISO 22000, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს კომპანიის შესაბამისობას უმაღლეს სტანდარტთან.
მნიშვნელოვანია, ასევე, ჩვენი პროდუქციის კარგი გემოვნური თვისებები, რომელიც ფრინველის მაღალი ხარისხის სიმინდით, ხორბლით კვების დამსახურებაა.
ჩვენი წარმოება არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ადგილობრივმა პროდუქციამ საკმაოდ წარმატებით გაუწიოს კონკურენცია იმპორტულ ნაწარმს. ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, სწორედ აქედან გამომდინარე, მოვახერხეთ ჩვენი წარმოების გაორმაგება. წელს ავაშენეთ და წარმოებაში გავუშვით ახალი საფრინველეები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ „ბიუ-ბიუს” პროდუქცია არა მხოლოდ თბილისსა და რუსთავში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ წარმოების გაზრდაზე. ვგეგმავთ ფრინველის ხორცის წარმოების გაფართოებას, ქათმის ხორცის გადამუშავების საწარმოს აშენებას და ხორცპროდუქტების ასორტიმენტის გაზრდას. შპს. „ჩირინას” გუნდი დაუღალავად მუშაობს და იმუშავებს, რომ მომხმარებელს საუკეთესო პროდუქცია შესთავაზოს.
მისამართი: თბილისი,
გუდიაშვილის ქ. ¹9.
საკონტაქტო ტელ:
(+995 32) 2 000 221
ვებ-გვერდი: biubiu.ge

скачать dle 11.3