კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უჩნდება კაცს საყვარელი ქალისგან გაქცევის სურვილი

არცერთ ადამიანს არ უყვარს, როცა მას მბრძანებლობენ. ქალსაც და კაცსაც ოჯახურ ურთიერთობაში ჰარმონია, სიმშვიდე და თანასწორობა უნდა, ამისკენ მიილტვის და ეს მიაჩნია ბედნიერებად. ჩვენ თანახმანი ვართ, სწორედ ასეთი ცხოვრება გვქონდეს, მაგრამ, როცა ვინმესთან ერთად ვიწყებთ ცხოვრებას, ყველაფერი სხვანაირად გამოდის და პრობლემებიც იწყება. განსაკუთრებით მამაკაცებს უჭირთ წნეხის ქვეშ ცხოვრება. ქალები ან ვერ ვაცნობიერებთ ამას, ან როცა ვაცნობიერებთ, უკვე გვიან არის ხოლმე...

 ლიკა (38 წლის): ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მგონი, ქმარს ვკარგავ. ოჯახი მენგრევა. თანაც, ისე, რომ საკუთარი თავის გარდა, ვერავის დავადანაშაულებ. როგორ მივედი აქამდე ისე, რომ ვერაფერი შევამჩნიე? დღეს ისეა საქმე, რომ მეეჭვება, რამე გამოვასწორო. როგორი სიყვარული გვქონდა... ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ დღეს ჩემი ქმარი ასეთ საშინელებებს იტყოდა ჩემზე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ უკვე ზუსტად ასე ფიქრობს და მე არ ვიცი, აზრი როგორ შევუცვალო.
– რა მოხდა, სხვა ქალი გამოჩნდა მის ცხოვრებაში? იქნებ თქვენ შეგიყვარდათ სხვა?
– არა, რას ამბობთ, სხვა როგორ შემიყვარდება?! ვგიჟდები ჩემს ქმარზე, ისე მიყვარს. ამიტომაც უფრო ვნერვიულობ. ვიცი, მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. მაგრამ მას უკვე უჭირს ჩემ გვერდით ყოფნა და სხვა ქალიც არაფერ შუაშია. პრობლემა ჩემშია. მე ვარ პრობლემა...
– რანაირად, როგორ?
– თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმარს შორის მარტო ღალატი შეიძლება იყოს პრობლემა და ოჯახს სხვა არაფერი ანგრევს. ასე არ არის ნამდვილად. ჩემმა ქმარმა მითხრა, ცოლად რომ გირთავდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების ქალს შევხვდი. მიხაროდა და ვამბობდი, რომ ყველაზე მაგრად გამიმართლა. შენ კი მყუდრო ოჯახის ნაცვლად საშინელი ცხოვრება შემიქმენი. ამის მერე შენთან ერთად როგორ უნდა ვიყოო.
– რა აღარ მოსწონს თქვენში?
– აღარაფერი აღარ მოსწონს. გარეგნობას არ ვგულისხმობ. ხასიათზე მაქვს საუბარი. რადიკალურად სხვანაირი აღმოჩნდი. მე სხვანაირ ცოლზე ვოცნებობდიო...
– კონკრეტულად რას გედავებათ, რა უნდა?
– მე აღმოვჩნდი ისეთი ცოლი, რომელთანაც კაცს სუნთქვა უჭირს და სული ეხუთება. ჩემ გვერდით უჭირს ყოფნა, იმიტომ, რომ მე პირადი სივრცე შევუზღუდე. ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევ. ყველგან ვეღობები და მის მამაკაცურ თავმოყვარეობას შევურაცხყოფ. თან, მეუბნება, რომ იმედი გავუცრუე და ყველაზე ძალიან ეს აწუხებს. ცოლად რომ შეგირთე, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ჩემი ცოლ–შვილი ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებოდა, რომ არაფერი მოგაკლდებოდათ და კომფორტში გაცხოვრებით. შენ იმდენი მოახერხე, რომ ყველაფრის ხალისი და სურვილი დამიკარგე. ვხედავ, რომ არ გჭირდები, შენთვის არაფერს წარმოვადგენო.
– ასეთი აზრები რატომ გაუჩნდა? რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში, რეალურად თუ გიყვართ ერთმანეთი... თუ „მესამე“ არ არსებობს, რაშია საქმე?
– გეტყვით. როგორც აღმოჩნდა, მე ბუნებით ლიდერი ვარ. ადრე არასდროს „დამიჭერია“ ჩემში ეს თვისება. ბუნებრივად მოხდა ის, რომ ოჯახში მართვის სადავეები მე ავიღე ხელში. არც მიფიქრია იმაზე, რომ ამით ჩემს ქმარს „კაცურ პონტში“ ვავიწროვებდი. წნეხში ვარ შენ გვერდითო, – გაიძახის და ვგიჟდები ამაზე. რატომ არის წნეხში, ვერ ვიგებ. მე არ მინდა, ვავნო მის კაცურ თავმოყვარეობას. ხუთი წლის განმავლობაში, რაც ერთად ვართ, მე ვმოქმედებდი ჩემი გონებისა და გულის კარნახით. მეუბნება, ჯერ გადაწყვეტილებას იღებდი და მერე მაყენებდი საქმის კურსში. არაფერს წარმოვადგენდი. საერთოდ ნული ვიყავიო... მე ეს არ მესმის. თათბირი უნდა მომეწვია თითოეული სკამის ყიდვისას? რას ვაშავებდი იმით, რომ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვურეკავდი, ვეკითხებოდი, სად იყო, როგორ და რას აკეთებდა. ეს თურმე „წნეხი“ ყოფილა. „წნეხი“ ყოფილა ისიც, მაღაზიაში რომ მივდიოდი და მისთვის ტანსაცმელს ვყიდულობდი. „წნეხი“ იყო მის თანამშრომელ ქალებთან რომ ვცდილობდი დამეგობრებას...
– არ უნდოდა ქმარს და ისე უმეგობრდებოდით მის თანამშრომელ ქალებს. იმიტომ ხომ არა, რომ ეჭვიანობდით, ამოწმებდით...
– დიახ, ესეც იყო, არ უარვყოფ... ჩემი სიმშვიდისთვის მჭირდება მათთან ნაცნობობა. რა მოხდა მერე, რა გავაკეთე არაბუნებრივი. რომელ ქალს არ უნდა, იცოდეს, რა გარემოში ატარებს მთელ დღეს მისი ქმარი, ვის გარემოცვაში და რანაირ ხალხში. როცა ეს ყველაფერი თავზე „დამაფრქვია“, ბუნებრივია, ავღელდი და ცოტა ზღვარს გადავედი.
– ერთხელ მოხდა თქვენი „ზღვარს გადასვლა“?
– არა, რამდენიმეჯერ და ჩემმა ქმარმა მითხრა, როცა ყვიროდი, სხვა ქალი იყავი. გიყურებდი და ვფიქრობდი, რომ შენთან საერთო არაფერი მქონდა. რაღაც მომენტში შემეშინდა კიდეც – თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდი, შეშლილ კუდიანს ჰგავდი, რომელსაც მბრძანებლობა უნდა... ასეთ ქალთან როგორღა უნდა ვიცხოვროო... ანუ მისთვის მე უკვე „კუდიანი დედაბერი“ ვარ, ურჩხული, რომელშიც საყვარელ ქალს ვეღარ ხედავს. მეშინია, რომ ვეღარც დაინახავს და წავა, გაიქცევა ჩემგან. მეუბნება, რომ იმედი გავუცრუე... იცით, რა საშინელ დღეში ვარ? არ ვიცი, რა გავაკეთო, რომ ჩემი ქმრისთვის ისევ საყვარელი, კეთილი, სათნო და სასურველი ქალი გავხდე. ხომ ვიყავი ასეთი, რატომ შეიცვალა რადიკალურად ყველაფერი?! ერთი თვეა, ვცდილობ, უკან დავიხიო, მოვეფერო და ჩრდილში გავდგე, მაგრამ შედეგი არ მოაქვს. ჩემი ქმარი ზედ აღარ მიყურებს. უბრალოდ, მოდის, ბავშვებთან აქვს ურთიერთობა და სძინავს. წასასვლელი არ აქვს, თორემ აუცილებლად გაიქცეოდა. ვკითხე, როგორი გინდა ვიყო-მეთქი და მიპასუხა: უკვე აღარაფერი ეშველება. შენი ნამდვილი სახე დავინახე. მაინც ვერ აცნობიერებ, „წნეხში“ რომ მაცხოვრებ ამდენი ხანია და რაღაზე გელაპარაკო. სუნთქვა არ მყოფნის, ეს ქორწინება ბორკილებად მექცა, იმიტომ, რომ მბრძანებლის გვერდით, წნეხის ქვეშ ვცხოვრობო. მართლა რომ გამექცეს, მერე რა ვქნა? მითხარით, რა ვუპასუხო? მუხლებში ჩავუვარდე და პატიება ვთხოვო? ამით რამეს შევცვლი? ვგრძნობ, რომ ვეღარ დავიბრუნებ. მის გარეშე ცხოვრება კი არ შემიძლია.

скачать dle 11.3