კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი მიბაძვით გახდა გიორგი გურგულია ნარკომანი, როგორ გამოიყენა სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი შვილის „წამალთან“ ურთიერთობა და რის გამო „აახიეს“ მას მთელი ქონება

შესაძლოა, სულ მალე მსახიობი გიორგი გურგულია პოლიტიკაში ვიხილოთ, შემოთავაზება სხვადასხვა პარტიიდან აქვს და ახლა არჩევანი მასზეა. თუმცა, ზუსტად იცის, რომ, თუ პოლიტიკაში მოვა, ბევრ სხვა საქმესთან ერთად, აუცილებლად გაუწევს ლობირებას ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონის შერბილებას და იზრუნებს, რომ ნარკომანებს ისე მოექცნენ, როგორც ავადმყოფებს. მსახიობს განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, სირთულეებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ.
გიორგი გურგულია: რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მაქვს მოლაპარაკებები – უნდათ, ჩემს უბანში, საბურთალოზე, მაჟორიტარად გამიშვან. ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ. თუ რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას გადავწყვეტ, ექსკლუზივს თქვენ მოგცემთ.
– ამ ასაკში პარალელურად მამობა და ბაბუობა როგორია?
– სამი შვილიშვილი მყავს. უფროსი 12 წლისაა, უმცროს შვილიშვილსა და შვილს შორის სხვაობა ერთი თვეა. არაჩვეულებრივი გრძნობაა, ორმხრივი სიყვარული გიჩნდება. მამობა, ბაბუობა, ასაკიც თავისას შვრება და ბავშვებს მეტ თავისუფლებას აძლევ, ეს კი არ მოსწონთ არც ჩემს მეგობრებს, არც მეუღლეს და არავის. მაგრამ, ცხოვრება ისედაც რთულია და ბავშვი ბავშვობაში უნდა გაათამამო.
– ახლა მეოთხე მეუღლე გყავთ. ყოფილ ცოლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ და მათ როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან?
– არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. სხვანაირად წარმოუდგენელიცაა, რადგან ყველასთან შვილი მყავს, საერთო შვილი კი საერთო სიხარულსა და პრობლემებს ნიშნავს; ამიტომ, ბუნებრივია, რომ მიწევს ყოფილ ცოლებთან ურთიერთობა. საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი შვილები მყავს და, ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. მათი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ცოლებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან.
– ახლა, არ მითხრათ, ერთადაც სხედან და ჭორაობენო.
– არ ჭორაობენ, მაგრამ, ურთიერთობა აქვთ (იცინის). როგორც წესი, ბოლო მეუღლეს სჭირდება ხოლმე დრო ამ სიტუაციასთან შესაგუებლად. ალბათ, მასაც რომ გავცილდები, მერე თვითონაც იმეგობრებს წინებთან (იცინის).
– ანუ, ვინც აღარ ეჭვიანობს, ისინი მეგობრობენ?
– ჰო, ახლები ეჭვიანობენ ძველებზე (იცინის). ცოტა რთული სიტუაციაა. არ მსიამოვნებს, ვერ ვიტან ეჭვიანობას, იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვარ ეჭვიანი, თუ საბაბი არ გაქვს, გიჟი უნდა იყო, რომ იეჭვიანო. თუ იმას უშვებ, რომ შეიძლება მეუღლემ გიღალატოს, მაშინ, რა აზრი აქვს ურთიერთობას?! ურთიერთობაში მთავარი ნდობაა. სულ პრობლემა აქვთ – შვილს რომ ნახულობ, იქ ყოფილ მეუღლესაც ხომ ნახულობო?! რა მოხდა მერე, ყოფილ მეუღლეს ისე ვნახულობ, როგორც ათასობით მეგობარს, მით უმეტეს, თითოეულ მათგანთან ათ-ათი წელი მაქვს გატარებული, ორდღიანი ნაცნობობა კი არ მაკავშირებს. თუ ამაზე იეჭვიანებენ, მათთვისვე იქნება ცუდი. მე, უბრალოდ, ნერვები მეშლება და, ბოლო-ბოლო, იქამდე მივა საქმე, რომ გავიქცევი. კაცი სადაც ოთხჯერ გაიქცა, იქ მეხუთედაც გაიქცევა, თუ კარგად არ მოიქცევი. ვაფრთხილებ ჟურნალით, რომ ფრთხილად იყვნენ (იცინის). ცხოვრება ისედაც ბრძოლაა. სულ სხვადასხვა თემასთან და სიახლეებთან გვიწევს შეგუება. სახლში დაღლილი რომ მიხვალ და კიდევ იმას გეკითხებიან: სად იყავი? ვინ ნახე? – ამის დრო ნამდვილად აღარაა.
– სიახლეებთან გვიწევს შეგუებაო, მაგრამ, ერთი რამ არ შეცვლილა თქვენში – როგორი ხიფათიანიც იყავით, ისეთივედ დარჩით. ამჯერად რისი შედეგია იარა თავზე?
– მეგობრის სახლში დენის კაბელების ყუთის კარი იყო ღია, ბნელოდა, ვერ შევამჩნიე და თავი გავკარი (იცინის). ზოგადად, ძალიან ხიფათიანი ვარ. არ მაკლია არც სროლა, არც დანის დარტყმა, არც ავარია, არც გაზის აფეთქება... ყველანაირი სიკვდილით ვარ მკვდარი და გაცოცხლებული (იცინის). ბავშვობაში ფეხი გავიჭერი და შრატი გამიკეთეს. ალერგიული ვყოფილვარ და, შეიძლება ითქვას, მომენტალურად „გარდავიცვალე“. სანამ კოჯრიდან ჩამომიყვანეს და გამაცოცხლეს, კლინიკური სიკვდილი მქონდა. მაშინ 2 წლის ვიყავი და მას შემდეგ სულ ხიფათში ვარ: ბიჭობის პერიოდში დანით მომაყენეს მძიმე ჭრილობები; მერე სამი ტყვია მესროლეს; უამრავი ავარია გამოვიარე; მესამე სართულიდან გადმოვვარდი და თავით დავეხეთქე. გასაკვირია, საერთოდ, როგორ ვარ ცოცხალი? ყველაფერი უფლის ნებაა. წმიდა გიორგის ხატზე ვარ დაბადებული, გიორგი ამიტომ მქვია და მის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობ.
– თქვენი თაობის ძალიან აქტუალურ პრობლემას – „წამალს“ როგორ გადაურჩით?
– მაშინ მსოფლიოში აქტუალური გახდა ჰიპების მოძრაობა. ფსევდოთავისუფლებას ნერგავდნენ ნარკოტიკების სახით. საქართველოშიც შემოაგდეს ეს თემა. დიდი მაფია და პოლიტიკა უწევდა პოპულარიზაციას. თუ მოწევდი, მაგარ და მისაბაძ ტიპად ითვლებოდი. არადა, ამ დროს, ნარკომანია ჩვეულებრივი ავადმყოფობაა, რომელიც უნდა იკურნებოდეს. ეს არც დანაშაულია და, მით უმეტეს, საამაყო არაფერია. ამ საკითხში არასწორი პოლიტიკა გვაქვს – როცა ნარკომანიას, როგორც კრიმინალს ებრძვი, ახალგაზრდებსა და ბავშვებში აკრძალული ხილის ასოციაციას ქმნი, რაც მათთვის სათავგადასავლო და მიმზიდველი ხდება და ამიტომ უფრო მეტად ეტანებიან. თუ ნარკომანს, დავუშვათ, კიბოიანი ავადმყოფივით მოექცევი, აღარავის გაუჩნდება სურვილი, ავადმყოფს დაემსგავსოს. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ჩვენთან დამკვიდრებული პოლიტიკა შევცვალო; მით უმეტეს, თუ დეპუტატი გავხდი, აუცილებლად გავუწევ ლობირებას ამ კანონის შერბილებას, ისე, როგორც ცივილურ ქვეყნებშია. ნარკომანს მკურნალობის ნაცვლად ციხეში რომ აგდებენ, სახლ-კარს აყიდვინებენ, ოჯახს უნგრევენ და რეალურად ქუჩაში ტოვებენ, არასწორია. პირიქით, მათ უნდა დავეხმაროთ და ოჯახები მაინც გადავურჩინოთ.
– თქვენს ცხოვრებაში როგორ შემოვიდა „წამალი“ და როგორ დააღწიეთ თავი?
– შემოვიდა ინტერესით – „შენც ხომ არ გასინჯავ?” მერე არსებობს „ვიღაც უფროსი“, ვინც შენთვის ავტორიტეტს წარმოადგენს და, რადგან ის ნარკოტიკს იღებს, მისი მიბაძვით შენც მომხმარებელი ხდები. ამ გზით ჩაერთო მთელი ჩემი თაობა ნარკომანიაში და ჩემი მეგობრების ნახევარზე მეტის სიცოცხლე მას შეეწირა. თითო გაკეთება სიკვდილთან ერთი ნაბიჯით მიახლოებას ნიშნავს და, არავის აქვს გარანტია, რომ ეს გაკეთება მისთვის ბოლო არ აღმოჩნდება. მე დავიწყე მოწევა ჩემი უახლოესი მეგობრების გამო – ისინი რომ ნარკოტიკს იკეთებდნენ, მეც მათთან ერთად ვჯდებოდი ნარკომანების ჯგუფში, ერთად „ვკაიფობდით“ და მერე ვცდილობდი, მეგობარი ჩემთან ერთად გამომეყვანა იქიდან: მე ვიწყებდი თავის დანებებას და მასაც იმავეს ვაიძულებდი. ეს ექსპერიმენტები ძალიან ძვირად დამიჯდა, მეც დამოკიდებული გავხდი, უბრალოდ, ნარკოტიკმა ფსიქიკურად ვერ დამანგრია. რელიგია, მარხვებით გამომუშავებული ნებისყოფა, სპორტული ცხოვრების რიტმი დამეხმარა თავის დაღწევაში.
– როგორ დაანებეთ თავი?
– როცა ნარკოტიკს მოვიხმარდი, ჩემს უფროს ბიჭსაც პრობლემები გაუჩნდა – რადგან შვილისთვის მამა მაგალითია, ჩათვალა, რომ ნარკოტიკის მოხმარება ნორმალური იყო. ასეთ რამეს ვერ დავუშვებდი და ავუხსენი, რომ ეს ავადმყოფობაა, მით უმეტეს, როცა ოჯახი გაქვს და შენი საქციელით შვილებსა და შვილიშვილებს აძლევ მაგალითს. თორემ, როცა მარტო ხარ, ნაკლები პასუხისმგებლობა გაქვს და, რა გზასაც გინდა, იმას აირჩევ.
– შვილმა დააღწია თავი?
– ნარკოტიკის გამო ციხეში მოხვდა. სააკაშვილის დროს ხელისუფლებისთვის მიუღებელ სტატიებს ვწერდი. გემახსოვრებათ, დიდმარხვაში ციხეში ბუნტის პროვოცირება რომ მოაწყვეს, მაგრამ პატიმრებმა ერთმანეთი გააჩერეს და, იმის მიუხედავად, რომ საკნების კარები ღია იყო, გარეთ არ გამოსულან; მაგრამ, ესენი შევიდნენ და უდანაშაულო ხალხი საკნებში დახოცეს. ამაზე რომ დავწერე, „სოდი,” „კუდი” და ყველა მე გადამეკიდა; ის გაზეთიც ხომ დახურეს, სადაც დაიბეჭდა. კიდევ კარგი, თბილისი პატარაა, ბევრი ნაცნობი მყავს და გამაფრთხილეს, რომ ჩემი და ჩემი სამეგობროს დაჭერას აპირებდნენ და მე სახლი დავტოვე. ამ წერილის მეორედ გამოქვეყნების შემდეგ კი ჩემს ოჯახზე დაიწყეს ზეწოლა. თუ რამე ქონება მქონდა, წამართვეს, გამიყიდეს, დამაქციეს და ჩემი შვილი დაიჭირეს. როგორც გითხარით, „წამალთან“ ჰქონდა შეხება და მისი დაჭერა ადვილი იყო. ვაფრთხილებდი შვილს, დაძაბული მდგომარეობა მაქვს და ფრთხილად იყავი-მეთქი. ფრთხილობდა, თავს არიდებდა, მაგრამ, რადგან იცოდნენ, რომ ვიღაცეებთან ჰქონდა შეხება, მივიდნენ, „წამალი“ დაუდეს და უთხრეს: „ვსიო, შენია და დამთავრდა“. აწვებოდნენ, ვიღაცეებს ხელი დაადეო, მაგრამ, უარი თქვა და ამის გამო 12 წელი მიუსაჯეს. ასე უნდოდათ ჩემი გულის გახეთქვა. მე მაგ დროს „მწვანე ბარათი” მქონდა და ნახევრად ამერიკის მოქალაქე ვიყავი და, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვერ მაპატიმრებდნენ, ესეც იყო. სამაგიეროდ, რაც გამაჩნდა, ყველაფერი წამართვეს, ოჯახი დამიქციეს და შვილი დამიპატიმრეს. მერე, „ოცნება” რომ მოვიდა, ბევრს ეშველა და ჩემი შვილიც გამოვიდა, თუმცა, მეორედაც შეემთხვა ნარკოტიკთან დაკავშირებით პრობლემა და კიდევ მოხვდა ციხეში. მეორედ უკვე აბსოლუტურად შეცვლილი გამოვიდა იქიდან. ახლა სამი შვილი ჰყავს და სხვა ცხოვრება აქვს. საერთოდ, ციხე ბევრ რამეზე აფიქრებს ადამიანს. ბევრი „კრაკადილს“ და ათას უბედურებას ქაჩავს. კუსტარულ, სააფთიაქო ნარკოტიკს რომ ეძახიან, იმის მომხმარებლები არიან და, ზოგი ისეთ დღეშია, ვერც ლაპარაკობს და ვერც დადის. ასეთი ბიჭები ციხემ გადაარჩინა. სააფთიაქო ნარკომანია ძალიან დიდი საფრთხეა. ყველა დამამშვიდებელი, პირველ ყოვლისა, დეპრესიას იწვევს და, უამრავი მაგალითი შემიძლია, დაგისახელოთ, რომელიც თვითმკვლელობით დასრულდა. ეს გამაგებინეთ, თუ აფთიაქიდან გამოსული ბავშვის დაჭერა და შესამოწმებლად წაყვანა შეუძლია პოლიციას, რატომ არ შეუძლია, ის აფთიაქარი დააკავოს, რომელიც ბავშვს წამალს აძლევს ურეცეპტოდ?!
– რჩეულიშვილების საქმეზე გკითხავთ, რადგან, როგორც ვიცი, გუკასთან მეგობრობთ. რას ფიქრობთ მის დაპატიმრებაზე?
– ციხისთვის ყველა ადამიანი ცოდვაა, უბრალოდ, ძალიან ბევრი მომჩივანი დაგროვდა. ადამიანებმა საცხოვრებელ სახლში ჩადეს ფული და ქუჩაში დარჩნენ, ასეთი ათასობით კაცია და ეს დიდი პრობლემაა. თუმცა მე პრობლემას რეალურად სხვა რამეში ვხედავ. ვიცი, რომ სააკაშვილის დროს რჩეულიშვილებს და ასეთ კომპანიებს ძალიან ჩვეულებრივად „ახევდნენ“ ფულს. მიდიოდნენ და პირდაპირ ეუბნებოდნენ: „60 მილიონს მოიტან.” ესენიც იმ არასწორი პოლიტიკის გამო მოხვდნენ გაუგებრობაში. თანხები, რომელსაც გამოძიება რჩეულიშვილებს ედავება, ნამდვილად დაიხარჯა არამიზნობრივად, მაგრამ, არა რჩეულიშვილების, არამედ, მაშინდელი ხელისუფლების მიერ და ჯოხი ამათზე გადატყდა. გუკა რჩეულიშვილს არაფერი ეტყობა, რომ 64 მილიონი მოიპარა და ახლა „გრიალებს“. მას ვიცნობ, არაჩვეულებრივი, თბილისელი კაი ბიჭია. შეიძლება, ამდენი წლის განმავლობაში ერთი და ორი მილიონი დახარჯული აქვს თავისი პირადი ცხოვრების გამო, გასავალიც ჰქონდა და ბევრ ქველმოქმედებასაც ეწეოდნენ, მაგრამ, 64 მილიონზე საუბარიც კი ზედმეტია, არადა, ამდენს ედავებიან. 4 მილიონი კიდევ შეიძლება, მაგრამ, 60 მილიონი სააკაშვილის ხელისფლების წაღებულია. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოდიოდა ეგ ხალხი და გვეუბნებოდა, შენი ქონება ჩვენიაო. მე და ჯაპანას ბაგებში გვქონდა ქონება, მოვიდნენ და გვითხრეს – თქვენი აღარააო, აუქციონზე გაგვიყიდეს და უკაპიკოდ დაგვტოვეს. თუ წილში არ გაგყავდა და შენს ბიზნესს მათ არ უფორმებდი, ყველას ყველაფერს ართმევდნენ. ვინც ხმას ამოიღებდა, იჭერდნენ. არ ვიცი, გუკა და მისი ოჯახი დაასახელებს თუ არა იმ ადამიანებს, ვინც ეს ფული წაიღო, – ეს მათი გადასაწყვეტია. მე ვგულშემატკივრობ, რადგან, ადამიანის გამოსასწორებელ გზად ციხეს ვერ ვხედავ და ასე არც იმ დაზარალებულ ხალხს ეშველება.
– ბოლოს, მითხარით, შემოქმედებაში რა სიახლეები გაქვთ?
– ჰოლივუდში მაქვს ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები. მინდა, ოროსკაროსანი პროდიუსერი გრეი ფრედრიქსონი ჩამოვიყვანო. ის „ნათლიმამას“ პროდიუსერია და ილტვის, საქართველოში ჩამოვიდეს, თუმცა, სამწუხაროდ, სახსრები ვერ გამოვნახეთ. ამ რანგის ხალხის ჩამოყვანა ძვირი კია, მაგრამ, 30-40 ათასი დოლარი არაა ის თანხა, რომელიც ვარსკვლავების ჩამოყვანასა და ქართული პროდუქციის ამერიკის ბაზარზე გატანისთვის უნდა დაგვენანოს. სამწუხაროა, რომ ახლა ამას ვერ ვახერხებთ; თუმცა, ქეთი დოლიძე აპირებს ალ პაჩინოს ჩამოყვანას და, შეიძლება, ჩვენც ამას დავამთხვიოთ; ყოველ შემთხვევაში, პირობას ვდებ, რომ მას აუცილებლად ჩამოვიყვან.

скачать dle 11.3