კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანი კეკუა: ქალები სარისკო გადაწყვეტილებებს უფრო ხშირად იღებენ, ვიდრე მამაკაცები

ანი კეკუა შვედეთში წლების წინ მიღებულ გამოცდილებას თბილისში იყენებს და უკვე რამდენიმე წელია, საქმიანი ქალის იმიჯიც მოირგო. მუშაობის პარალელურად, ანი სიმღერებზეც მუშაობს და ამ მხრივაც აპირებს მსმენელისთვის თავის გახსენებას.
ანი კეკუა: თბილისში ვარ, ვმუშაობ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. თუმცა, შაბათ-კვირას ვახერხებ და ბათუმში მივდივარ. ჩემს ოჯახს ცოტა ხნით უწევს იქ ყოფნა და მეც მიხარია, რადგან სახლში მარტო ვარ, თან ჩავაკითხავ-ხოლმე. ზღვა ძალიან მიყვარს, ჩემი სტიქიაა.
– როგორი დასვენება გიყვარს?
– მე ვარ ჩვეულებრივი ბებერი. ალბათ, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. კლუბების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, სადმე კარგ კლუბში ან ჯაზ-ფესტივალზე ყოველთვის მივდიოდი ხოლმე. მაგრამ ახლა ისეთი გადაღლილი ვარ, მჭირდება მხოლოდ ზღვა, მზე და დასვენება. ზედმეტ კითხვებსაც რომ მისვამენ, ცუდად ვხდები.
– არ გეკითხებიან ხოლმე, რატომ არ თხოვდები და ასე შემდეგ?
– ეს კითხვა უკვე ძალიან აქტუალურია. 26 წლის ვარ და ჩემების აზრით, „ფიზიკურად გვიან მშობიარობას” ჩაგიწერენო. არ ნერვიულობენ, უბრალოდ, მეუბნებიან: უკვე დრო არისო.
–  შენ როგორ გგონია – უკვე არის დრო?
– როცა იგრძნობ, მაშინ იქნება დრო. ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ოჯახი მინდა. ჩემი თანამშრომლები ბავშვებზე რომ ლაპარაკობენ, განსაკუთრებით მაშინ მინდება, მეც მყავდეს შვილი, ვუვლიდე ვინმეს. მკაცრი  არ ვიქნები, უბრალოდ, სწავლა-განათლებაზე მექნება ყურადღება დიდად გამახვილებული. კიდევ – სისუფთავეზე. მანიაკი ვარ ასეთ რაღაცეებში. „წიკიანი” ვარ, რაღაც რომ გამეჭრება, მაშინვე ვისპირტავ. ეს უფრო შვედეთში დამემართა.
– როგორ უნდა იყოს ოჯახში მეუღლეებს შორის უფლებები გადანაწილებული?
– აქამდე ვამბობდი, რომ თანასწორუფლებიანობა კარგია და მომხრე ვიყავი ყოველთვის. თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ თანასწორუფლებიანობა კარგია აზრებში, მეუღლეებმა ერთმანეთს უნდა ჰკითხონ აზრი, რჩევა. ბოლო დროს ცოტა შემეცვალა აზრი, უფრო ძველებური ურთიერთობებისკენ მიმიწევს გული, რადგან ვფიქრობ: კარგია, როცა გადაწყვეტილებების მიღებაში ძლიერი მამაკაცი გყავს. ახლა ისეთი ცხოვრებაა, ქალებს უწევთ ბევრი გადაწყვეტილების მიღება, პრობლემებთან გამკლავება, რაც ძალიან დამღლელია. ქალს თავის ფუნქცია უნდა ჰქონდეს, კაცსაც. ადრე უფრო ევროპული ურთიერთობებისკენ ვიხრებოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ქალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და კაცს – თავისი. ფუნქციებს ვგულისხმობ, თორემ, ვფიქრობ, ბევრ ქალს უკეთესად შეუძლია აზროვნება, ვიდრე მამაკაცს.
– იმასაც ამბობენ, ის ოჯახი უფრო მყარი და წარმატებულია, რომელსაც ქალი დიპლომატიურად მართავსო.
– ამაში სუსტი ვარ. თუ რაღაც არ მომწონს, პირდაპირ ვამბობ. მეგრული რაღაცეები არ შემიძლია, თუმცა მეგრული თვისებები მაქვს ხასიათში, საქმეში, მაგრამ ურთიერთობებში ბერძენი ვარ – დედაჩემი ბერძენია, ბერძნები კი პირდაპირები არიან.
– ქალს თავის ადგილი უნდა ჰქონდესო – ამაში რას გულისხმობ?
– მაგალითად, გადაწყვეტილების მიღების დროს ქალი მაინც ყოყმანობს. შეიძლება, სწორი მიმართულებით მიდიოდე, მაგრამ გჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც გეტყვის: ანი, მართალი ხარ. რომ გრძნობ, მარტო არ ხარ – ეს უნდა იყოს კაცის ფუნქცია, ამას ვგულისხმობ, სხვას – არაფერს. ყველაფერში თანასწორუფლებიანები უნდა იყვნენ, მაგრამ მამაკაცი უფრო გამბედავი უნდა იყოს, თუმცა ახლანდელ ცხოვრებაში ქალები სარისკო გადაწყვეტილებებს უფრო ხშირად იღებენ. დავრწმუნდი, რომ ქალები ბევრად ძლიერები არიან. უბრალოდ, ეს არ არის კარგი, ქალები დაღლილები ვართ, ვიღლებით. სახლში კი არ უნდა იჯდე, პირიქით, მე ძალიან აქტიური ვარ, სახლში რომ დავჯდე, გავგიჟდები. თუმცა ქალი სახლის საქმესაც უნდა ასწრებდეს, აკეთებდეს, მაგრამ, როცა მთელი დღე გასულია, დაკავებულია – არც ეს არის კარგი, ესეც ფსიქოლოგიაზე მოქმედებს. ვერაფრისთვის იცლი, ითრგუნები, სუსტად გინდა იგრძნო თავი, მაგრამ აღარ გამოგდის. ანუ ქალმა ზედმეტი რაღაცეები არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. წარმატებული ქალი არის ის, ვისაც ოჯახშიც კარგად აქვს საქმე დალაგებული, სამზარეულოშიც, პირადშიც და სამსახურშიც – ეს განაპირობებს შენს წარმატებულობას. სამსახურში წარმატებულობა კი პირადში შენს კარგად ყოფნას განაპირობებს – ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული.
– როცა სიყვარულია, ვფიქრობ, ორივე მხარეს სიამოვნებს ერთმანეთზე ზრუნვა.
– ჩემზე რომ ზრუნავენ, ძალიან მომწონს. მეც მიყვარს ჩემს მეგობრებზე ზრუნვა, მაგრამ ჩემი საყვარელი მამაკაცი უნდა ზრუნავდეს ჩემზე. ალბათ, ეგოისტური მომენტია – მიყვარს, როდესაც განსაკუთრებულად ვგრძნობ თავს. ყოველთვის გამოვხატავ სითბოს და როცა არ მიბრუნდება იგივე, ნაკლებობა მაქვს, მწყინს, რადგან მჭირდება, სტიმულია ჩემთვის. თან, ეს ეგრევე მეტყობა, გამოვხატავ, ვამბობ, თუმცა მეუბნებიან: არ არის ჭკვიანი ქალის საქციელიო. მაგრამ მირჩევნია, თავის დროზე ვთქვა და თუ არ გამოსწორდება, მერე ვიწყებ ფიქრს. მე როგორი მიდგომაც მაქვს ცხოვრების მიმართ, მინდა ასე უყურებდეს ჩემი საყვარელი ადამიანიც. რთულია, როცა გრძნობებზე, ემოციებზე, სიყვარულზე სხვადასხვა შეხედულება გაქვთ.  რა თქმა უნდა, ყველა ისე ვერ გამოხატავს, როგორც შენ შეგიძლია, მაგრამ თუ ვერ ვამბობ, ესე იგი, პრობლემაა და უნდა ეცადოს. მცდელობას რომ დავინახავ, ესეც კარგია.
– რა ხდება ამ ეტაპზე შენს პირად ცხოვრებაში?
– სიყვარულების ეტაპზე ვარ. თუმცა, არ მიყვარს ამის აფიშირება. ალბათ, ერთი წლის განმავლობაში იქნება სერიოზული რაღაც.
– გათხოვებას გულისხმობ?
– კი. ერთი წლის განმავლობაში იქნება. თუმცა ჩემს ქორწილზე, თეთრ კაბაზე არასდროს მიფიქრია. როგორც იქნება, ისე იქნება.
– როგორც ვიცი, ამჟამად „ჯეოსელში” მუშაობ.
– „ჯეოსტარით” დაიწყო და ჩემი პროფესიით „ჯეოსელში” გაგრძელდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სამსახურით, გუნდით. შვედეთში ბევრი რამ ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე. კომპანიებში მივდიოდით, შეხვედრებს ვნიშნავდით... ინტერვიუების ჩამორთმევა, მათ საქმიანობაში ჩართულობა – თანამონაწილეები ვიყავით მათი სამუშაო პროცესის, ბიზნესპარტნიორები გვყავდა, ასე ვთქვათ. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღემდე ვიყენებ ამ გამოცდილებას, კონტაქტებს.

скачать dle 11.3