კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აიძულეს თამარ მეფე, გათხოვილიყო გიორგი რუსზე

ტფილისში მიმდინარეობდა საეკლესიო კრება. ახალგამეფებულ თამარ მეფეს სურდა გამოესწორებინა ვითარება ეკლესიაში და ახალი კათალიკოსი აერჩიათ.
ქვეყანა ჯერ კიდევ დალაგებული არ ჰქონდა ქართველთა მზეთუნახავს. ჯერ იყო და დიდებულებმა ხელახლა აკურთხეს მეფედ გიორგი მეფის თანამეფედ კურთხეული თამარი. მერე ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა მოხდა. შემდეგ დიდგვაროვნებმა აიძულეს, არაარისტოკრატიული წარმოშობის დამსახურებული ადამიანები გადაეყენებინა დიდი თანამდებობებიდან. მეფის ხელისუფლება შეიზღუდა. ამიერიდან მეფის ბრძანება გამოდიოდა „თანხმობითა და ერთნებაობითა შვიდთავე სამეფოს დიდებულთა”. შემდეგ, როგორც მემატიანე წერს, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა მიითვისა კათალიკოსმა მიქელ-მირიანისძემ.
თამარის მამიდა რუსუდანი, დიდი არისტოკრატების მოთხოვნით, სახელმწიფოს ცხოვრებაში ერეოდა. ფაქტობრივად, ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ ახალგაზრდა მეფეს.
ახლაც ასე მოხდა. ძლივს მოახერხა ახალგაზრდა ხელმწიფე ქალმა ეკლესიისა და სავაზიროს საქმის გამოსწორებისთვის საეკლესიო კრების მოწვევა, მაგრამ ახალი გამოწვევა გაჩნდა – შევიდნენ საეკლესიო კრებაზე დიდებულები და კრებას მოსთხოვეს თამარის ქორწინებაზე ზრუნვა. მიზეზი – მეფეს არ ჰყავდა ქმარი, ქვეყანას არ ჰყავდა მეფე-მხედართმთავარი, თამარს არ ჰყავდა შვილი – მემკვიდრე.
თავისთავად ცხადია, საეკლესიო კრება მხარს დაუჭერდა თამარის დაქორწინების იდეას.  ქვეყანას ეს მართლა სჭირდებოდა.
პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწეების მხრიდან ეს ქვეყანაზე ზრუნვა იყო. თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ საკითხში გამორჩენის შესაძლებლობასაც ხედავდა.
შეიკრიბნენ თამარის დაქორწინების მოსურნე დიდებულები რუსუდან დედოფალთან და დაიწყეს მსჯელობა.
არაერთი უფლისწული ითხოვდა თამარის ხელს. დედოფალ რუსუდანთან თათბირის დროს ქართლისა და ტფილისის ამირა აბულასანმა თქვა: „მე ვიცი შვილი  ხელმწიფე ანდრიასი, რუსთა მთავრისა, რომელსაც ემორჩილებოდა სამასი რუსი მთავარი. მამის გარდაცვალების შემდეგ, ბიძამისმა სავალათმა გამოაძევა სამთავროდან და ახლა ყივჩაღთა მეფე სევინჯის ქალაქში ცხოვრობს“.
პატრიოტებს უნდოდათ თამარის ქმრად აუცილებლად ხელმწიფის (მეფის ან დიდი მთავრის) შვილი მოეყვანათ. მხოლოდ ასეთი ადამიანი თუ იქნებოდა შესაფერისი მეფის ქმრობისა. ქვეშევრდომზე დაქორწინება საქართველოს მეფისთვის მიზანშეწონილი არ იყო.
პატრიოტებისთვის მთავარი იყო თამარის ქმარს სამეფო სისხლი ჰქონოდა. მათ სურდათ, რომ თამარის ქმარს დიდი ძალაუფლება არ ჰქონოდა, რათა თავისი ქვეყნის არისტოკრატიის წარმომადგენლები არ მოეყვანა ქვეყანაში და დიდებულების გვარებს შორის ისედაც დიდი კონკურენცია კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო. პატრიოტებს უნდოდათ, ზედსიძეს  არ მოესურვებინა ხელისუფლების ხელში აღება. მამულიშვილებს ქართველი მეფის ძალაუფლების შენარჩუნება სურდათ – მეფეთ-მეფედ უნდა დარჩენილიყო თამარი, ხოლო მისი ქმარი მხოლოდ  მეფე-კონსორტი ყოფილიყო.
საკუთარი გამორჩენის მოსურნეებს კი უნდოდათ, თვითონ მიეღოთ გადაწყვეტილება მეფის ქმრის არჩევაში და ამით მეფის ქმრის გული მოეგოთ და მისი მეშვეობით თავისი საქმეები მოეგვარებინათ.
პატრიოტების (რუსუდან მამიდისა და სხვების) და დაინტერესებული პირების ინტერესები დაემთხვა. სწორედ ასეთი იყო იური (გიორგი) რუსი, რუსთა მთავრის შვილი კი იყო, მაგრამ არავითარი ძალაუფლება არ ჰქონდა, არ ჰყავდა ჯარი და არც ამალა. გამოძევებული იყო თავისი ქვეყნიდან.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რუსის მართლმადიდებლობას. სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებზე უარი თქვეს.
გადაწყდა. დარბაზმა თამარის შეუტყობინებლად დაიბარა დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი, როგორც ჩანს, წარმოშობით ებრაელი და ყივჩაღეთში გამგზავრება დაავალეს, დიდვაჭარმაც იჩქარა, გზადაგზა ცხენები გამოიცვალა და მალე უფლისწული იური ტფილისში ჩამოიყვანა. 
იური (გიორგი) ანდრიას ძე ყოფილა კარგი აღნაგობის, სიმპათიური და დიდი გვარიშვილობისო, წერენ მემატიანეები. იყო ვარიაგული (ვიკინგური) წარმოშობის რიურიკოვიჩების გვარიდან, ძველრუსული (IX საუკუნე) სახელმწიფოს დამაარსებლის, რიურიკის მეცხრე შთამომავალი. იურის წინაპარი იყო წმიდა ოლღაც, რიურიკის რძალი. რიურიკის შვილიშვილის შვილმა, გიორგი რუსის წინაპარმა, მოციქულთასწორმა ვლადიმირ (ნათლობის სახელი ბასილი) სვიტოსლავის ძემ, გააქრისტიანა კიევის რუსეთი. იურის დიდი პაპა გახლდათ კიევის დიდი მთავარი, წმიდა კეთილმსახური ხელმწიფე – ვლადიმირი, რომელსაც მონომახი უწოდეს, რადგან დედამისი იყო ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მეცხრე მონომახის ასული. ვლადიმირ მონომახის მეექვსე შვილს, იურის, თამარის საქმროს პაპას, მოსკოვის დამაარსებელს კი, დოლგორუკი შეარქვეს. ქართველთა სასიძოს მამა, ანდრეი იურის ძე 1157 წლიდან სიკვდილამდე იყო ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავარი. მან მიიღო ზედწოდება ბოგოლუბსკი, ამავე სახელწოდების ქალაქისგან ან შეიძლება იმ ქალაქმა სახელი მიიღო მისგან, რადგან ერთ ადგილას, როცა ვიშგოროდიდან ლუკა მახარებლის მიერ დაწერილ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს მიაბრძანებდა სუზდალში, ძილში გამოცხადებია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ყოვლადწმიდას მთავრისთვის უბრძანებია, მისი ხატი გადაესვენებინა ვლადიმირში. იმ დროიდან იმ სახელგანთქმულ ხატს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ეწოდება. გამოცხადების ადგილას ანდრეის აუშენებია მონასტერი ბოგოლუბოვო და დაბა. მეორე ვარიანტით, ამგვარად თავად მიიღო ბოგოლუბსკის სახელი. 1174 წელს მთავარი ანდრეი  მოკლეს მოღალატეებმა. 1702 წელს რუსულმა ეკლესიამ ანდრეი ბოგოლუბსკი წმიდა კეთილმსახურ მთავრად შერაცხა. თამარის საქმროს დედა იყო ყივჩაღთა მთავრის ასული. იური თავის მამის მესამე ვაჟი იყო. უფროსი ძმები ადრე მოუკვდა. მისი უმცროსი ძმა, 20 წლის ასაკში გარდაცვლილი გლები, რუსული ეკლესიის მიერ წმიდანადაა შერაცხული, რადგან 12 წლის ასაკიდან მონაზვნებთან ერთად იზრდებოდა და მათნაირი ცხოვრებით ცხოვრობდა სიკვდილამდე.  1702 წელს გლების საფლავი გაუხსნიათ და ცხედარი უხრწნელი დახვედრიათ. ასეთი საგვარეულოდან იყო ქართველთა სასიძო, თუმცა, მისი ხასიათისა და ზნე-ჩვეულებების შესახებ  საქართველოში არაფერი იცოდნენ.  
თამარის ისტორიკოსის გადმოცემით, იური საკუთარ ბიძას, ვსევოლოდ დიდბუდეს (ქართული წყაროთი სალავათს) გამოუგდია სამთავროდან და თავის დედის ნათესავებთან, ყივჩაღებთან აფარებდა თავს.
განდევნილ უფლისწულს მოულოდნელად თავს დაატყდა დიდი ბედნიერება – მიაკითხეს და შესთავაზეს მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის ხელმწიფის, ულამაზესი თამარის ქმრობა. მანაც იჩქარა საქართველოსკენ...
შეიკრიბნენ რუსუდან დედოფლის წინაშე პატრიარქი, დიდებულები, სარდლები, ერისთავები და თამარს სასიძოს ჩამოყვანის შესახებ მოახსენეს.
თამარისგან ნებადაურთავად დანიშნეს ქორწილი. ზოგიერთი დიდებული ცდილობდა დაეყოლიებინა სხვები და თამარი დაექორწინებინათ ალექსი კომნენზე, ბიზანტიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე, რომელიც მაშინ საქართველოში იყო. თუმცა ალექსი თამარს ნათესავად ეკუთვნოდა და ეს შეუძლებელი იყო.
თამარ მეფე ითხოვდა, ნუ მაძალებთ ქორწინებასო. საერთოდ არ უნდოდა გათხოვება. ალბათ იმიტომ, რომ ზოგი ნათესავთან დაქორწინებას აძალებდა, ზოგი კი სრულიად უცხო ადამიანთან, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა.
ძალით დაიყოლიეს მეფე. თუმცა, თამარი ამბობდა, ჯერ გავიცნოთ ეს კაცი, ვნახოთ, როგორი ხასიათი აქვს, ნუ ვიჩქარებთო: „კაცნო, როგორ შეიძლება დაუფიქრებლად ამის გაკეთება? არაფერი ვიცით ამ უცხოელი კაცის ქცევის, მხედრობისა და ხასიათის შესახებ, მაცადეთ, გავიგოთ, დავაკვირდეთ კარგი ადამიანია თუ არაო.“ მაგრამ არ უსმინეს, წინ აღუდგნენ მეფეს: შვილი არ გყავს, ჯარს წინამძღოლი არ ჰყავსო. ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ზედაპირულად უყურებდნენ. ვერც წარმოიდგენდნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
როგორც შეეფერებოდა ქართულ-კავკასიურ იმპერიას, ისეთი იგავ-მიუწვდომელი ქორწილი გადაიხადეს. იყო ცეკვა-თამაში, სახიობანი. უამრავი საჩუქარი მიიღო სამეფო წყვილმა – თვალი და მარგალიტი, ოქროჭედილი და უჭედელი, შეკერილი და უკერველი ძვირფასი ქსოვილები და სხვა.
ერთი კვირა გრძელდებოდა ლხინი. სამეფო ოჯახმა დიდი საბოძვარი გასცა მოქალაქეებისთვის.
თამარის გარდა, ვერავინ გრძნობდა, ან ჩვენ არ ვიცით, თუ იყო ისეთი, ვინც ხვდებოდა, რომ სამეფოში არსებულ კრიზისს ახალი პრობლემა დაემატა.

скачать dle 11.3