კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საცურაო კოსტიუმი და ხასიათი

არსებობს ნივთები, რომლებიც უსიტყვოდ და შინაარსიანად მეტყველებს მის მფლობელზე. მათ შორის ტანსაცმელი, საკვები, ყოველდღიური ჩვევები და მრავალი სხვა, რაც აყალიბებს  ადამიანს ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია. გამონაკლისი საცურაო კოსტიუმებიც არ არის. აღმოჩნდა, რომ   ქალის   საცურაო კოსტიუმის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ მისი ესა თუ ის მიდრეკილებები.
საქმე ისაა, რომ ქალისთვის საცურაო კოსტიუმი არა მხოლოდ გარდერობის ნაწილია, არამედ, საშუალება, წარმოაჩინოს თავი სამყაროს წინაშე.
გადახედეთ თქვენს გარდერობს და დააკვირდით, როგორი სახის საცურაო კოსტიუმებს ანიჭებთ უპირატესობას:
1. მთლიანი საცურაო კოსტიუმი, მუქი, ერთი ფერის – კლასიკა, რომელიც დროს არ ექვემდებარება, ანუ  სულ მოდაშია.
იმისთვის, რომ სექსუალური იყოთ, არ არის აუცილებელი, გაშიშვლდეთ. კლასიკა ყოველთვის „მუშაობს” და აქტუალურია ასაკის მიუხედავად. ზოგიერთი ფიქრობს, რომ, ვინც ვინტაჟურ, მთლიან საცურაო კოსტიუმს ატარებს, ძველმოდურია, მაგრამ ეს სადავო საკითხია. მსგავსი საცურაო კოსტიუმები მუდამ მოდაშია და აქტუალურია. თქვენც ასეთი ქალი  ხართ  – მუდამ აქტუალური.
2. ბიკინი: თამამი და თავისუფალი.
საკმაოდ უკომპლექსო ხართ, აკეთებთ იმას, რისიც სხვებს შეეშინდებოდათ ან შერცხვებოდათ. გარდა ამისა, სერიოზულიც ხართ და დაწყებულ საქმეს ლოგიკურად ამთავრებთ. თავდაჯერებულობა თქვენი კოზირია!   დიახ, თქვენ სხვებზე ბევრად თამამი ხართ. მოგწონთ ადამიანების შოკირება და გიყვართ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ – ყველა ღირსებითა და ნაკლით.
3. ამოჭრილი საცურაო კოსტიუმი: კრეატიული და უნიკალური.
თამამი ხართ! თქვენი დევიზია: „ან ყველაფერი, ან არაფერი!” აფასებთ კომფორტს. საკუთარ თავთან გულახდილი ხართ. გიზიდავთ მძაფრი შეგრძნებები და მათკენ ნებისმიერი გზით მიილტვით. დიახ, თქვენი პიროვნების მსგავს ტიპს შეიძლება ვუწოდოთ „თავგადასავლების მაძიებელი”.
4. ბიჭური შორტები: სპორტული და საყვარელი.
აქტიურობით გამოირჩევით და, ფაქტობრივად, ყველაფრისთვის მზად ხართ. გარშემო მყოფები მიიჩნევენ, რომ ნიჭიერი და პრაგმატული ხართ, ყველაფერ ამას კი სამოსით უსვამთ ხაზს. არ გადარდებთ, როგორ გამოიყურება საცურაო კოსტიუმი, მთავარია, მოსახერხებელი იყოს.
5. საცურაო კოსტიუმი – მინი-კაბა: უკარება და მგრძნობიარე.
მსგავს საცურაო კოსტიუმს თავდაჭერილი და მშვიდი პიროვნებები ირჩევენ, რომლებთან ყოფნაც სიამოვნებაა. ამასთან, გაგაჩნიათ მდიდარი წარმოსახვის უნარი და წარმოუდგენელი შინაგანი სილამაზე. ეს გახლავთ ქალური ნატურა, რომელიც საკმაოდ თავმდაბალია.
6. ფერადი საცურაო კოსტიუმი: მხიარული და ენერგიული.
თამამი და მხიარული ხართ, ამასთან, გიყვართ მრავალფეროვნება. ყურადღების ცენტრში მოხვედრა თქვენთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს; მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ მარტოობაც ისევე გიყვართ, როგორც მრავალრიცხოვან საზოგადოებაში ყოფნა.
მსგავს საცურაო კოსტიუმს „ქამელეონები” ირჩევენ, რომლებისთვისაც საკმაოდ ადვილია ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტირება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გარშემო მყოფებს ერწყმიან. ესენი არიან კაშკაშა პიროვნებები, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე.
7. სხვადასხვა ფერის ცალ-ცალკე საცურაო კოსტიუმი: პრაგმატული და არაორდინარული.
უცხო ადამიანი გაცნობისას იფიქრებს, რომ საკმაოდ ექსცენტრიკული ხართ. გარკვეული სიმართლე ამაში არის, რადგან თქვენ სილამაზეს ხედავთ ჩვეულებრივ ნივთებშიც კი. პრაქტიკული ხართ, დიდი გონების პატრონი და, ამავდროულად, არასტანდარტულად მოაზროვნე.

скачать dle 11.3