კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა ლავრენტი ბერიამ, რომ საქართველოს ოქროსა და ვალუტის დამოუკიდებელი რეზერვი ჰქონოდა

ლავრენტი ბერიას ეშმაკობასა და ვერაგობაზე არაერთი წიგნია დაწერილი, რომლებშიც ეს ადამიანი ყველა ცოდვის სათავედაა მიჩნეული და, ძალიან ცოტაა ისეთი პუბლიკაცია, რომლებშიც ღრმად და, რაც მთავარია, ობიექტურადაა გაანალიზებული ამ მრავალმხრივი პიროვნების მოღვაწეობა.
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ოლეგ შაპოჟნიკოვი წერს: „პოსტსტალინური, ხრუშჩოვის პერიოდის მხატვრულ-პოლიტიკურ პუბლიცისტიკას თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ თურმე, „ინგლისელების აგენტი“ ბერია საბჭოეთის განადგურებას აპირებდა და, რომ არა ხრუშჩოვი და კამპანია, რომლებმაც „ლაგამი ამოსდეს მოღალატეს“, დიადი ქვეყანა კაპიტალისტებს ჩაუვარდებოდათ ხელში... სწორედ ბერიას ვერაგულმა მკვლელობამ გახადა საბჭოეთის რღვევის პროცესი შეუქცევადი, თორემ, ბერიას რომ ეცოცხლა, ის საბჭოთა კავშირის ისეთ მოდერნიზებას აპირებდა (რაც აუცილებლად გამოუვიდოდა), რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლოსაც კი ვერ მივიდოდა განახლებულ საბჭოეთთან”...
სტალინის შემდეგ, უფრო სწორი იქნება ალბათ ვთქვათ – სტალინთან ერთად, ბერიაზე მეტი რუსეთისთვის არცერთ მის მეფესა და იმპერატორს არ გაუკეთებია და სწორედ ბერიას დამსახურებაა ისიც, რომ დაშლილი საბჭოეთის შემდეგ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფმა რუსეთმა ინერციით გაიარა ყველა ბარიერი და დღესდღეობით კვლავ სუპერსახელმწიფოს სტატუსს იბრუნებს... რუსეთის პარალელურად, ეგრეთ წოდებული „ერთიანი საბჭოური პროგრამის“ ფარგლებში ბერიას არც თავისი სამშობლო – საქართველო ავიწყდებოდა და ზოგჯერ დიდი რისკის ფასადაც კი რესპუბლიკაში ისეთ პროექტებს ახორციელებდა, რის გამოც სხვა რესპუბლიკის ხელმძღვანელს სიკვდილით დასჯიდნენ... მაგალითად, გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საკუთარი სავალუტო და ოქროს მარაგი გააჩნდა და საზღვარგარეთ გაყიდული პროდუქციის სახელშეკრულებო ანაზღაურებას პირდაპირ, საკავშირო უწყების გვერდის ავლით იღებდა. ეს სახსრები თბილისის ცენტრალურ ბანკში ინახებოდა ძირითადად დოლარის, გირვანქა სტერლინგის, ოქროს ზოდებისა და ძვირფასი თვლების სახით... ასე გრძელდებობდა 1955 წლამდე, სანამ ხრუშჩოვმა ბერიას მიერ დაგროვილი უზარმაზარი სიმდიდრე ერთი განკარგულებით არ გაიტანა ბანკიდან და მას მერე იქ მხოლოდ საბჭოთა მანეთები ინახებოდა...
წარმოუდგენელია, ხომ, რომ სტალინის ტოტალიტარული, ყოვლის მაკონტროლებელი სისტემის ფარგლებში ერთ-ერთი რესპუბლიკა, ფაქტობრივად, ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყო, საკუთარი სავალუტო მარაგი და პირდაპირი ეკონომიკური კავშირები ჰქონდა კაპიტალისტურ სახელმწიფოებთან. ბერიამ ეს მოახერხა და მიუხედავად ჩასაფრებული მტრების მცდელობისა, ვერავინ შეძლო საქართველოს ცეკას პირველი მდივნის მიერ შემუშავებული სისტემის მოშლა და ამ სისტემამ 25 წელი იმუშავა... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ბერიას მეთაურობის პერიოდში, განსაკუთრებით კი 1930-1937 წლებში, საქართველოში შემოდიოდა როგორც საუკეთესო საბჭოთა პროდუქცია, ასევე საუკეთესო საზღვარგარეთული პროდუქციაც და თბილისის უბრალო მაღაზიაში მოქალაქეს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეეძლო ეყიდა, მაგალითად, უმაღლესი ხარისხის შვეიცარიული საათი, საუკეთესო გერმანული რადიოტექნიკა და თვით ამერიკული ტყავის საქონელიც კი... ეს ყველაფერი ლავრენტი ბერიას პირადი დამსახურება იყო და იმ დროს, როდესაც ბაქოსა და ერევანში მაღაზიის დახლები საბჭოური „ხლამით“ იყო სავსე, რომელსაც თითქმის არავინ ყიდულობდა, თბილისი საუკეთესო საქონლით მარაგდებოდა. მაშინ საქართველოს მეზობელი ქვეყნების მოსახლეობამ თბილისში იწყო ჩამოსვლა იმპორტული საქონლის შესაძენად. თუმცა, ბერიამ მალევე მოაგვარა ეს საკითხი. მან განსაკუთრებული განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შეძენა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო... ანუ, საქონლის ყიდვისას მყიდველს პასპორტი უნდა წარედგინა გამყიდველისთვის და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიჰყიდდნენ მას ნივთსა თუ პროდუქტს... ხოლო, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცეოდა (ლაპარაკია საქართველოში ჩაწერილ მოქალაქეებზე) და საკუთარი პასპორტის გამოყენებით არააქაურს საქონელს შეუძენდა, მას უმკაცრესად სჯიდნენ.  ასეთი ფაქტების გამოსავლენად კი, ბერიას განკარგულებით, „ენკავედეს“ სპეციალური ასეული ჩამოყალიბდა...
გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკელი მკვლევარი იან მასტონი თავის წიგნში ბერიაზე წერს, რომ მაშინდელი საქართველოს ცეკას პირველი მდივნის (ბერიას) განკარგულება ყოვლად დაუშვებელი იყო და რომ არაფერი ვთქვათ მის ანტიდემოკრატიულობაზე, თვით საბჭოეთის კანონებსაც კი ეწინააღმდეგებოდა... ამის დასტურად მასტონს მოაქვს 1935 წელს გამართული სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილეს ორხან მამედოვისა და აშოთ კავალიანის „სპეკულაციური ქმედებების“ საქმე და ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს... საქმე კი იმაში იყო, რომ მამედოვი და კავალიანი, იყენებდნენ რა თბილისურ  ჩაწერას, ყიდულობდნენ უმაღლესი ხარისხის საქონელს, რომლებსაც შემდგომ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსულებზე სამმაგად ჰყიდდნენ. მათ „ენკავედე“ დააჯდა კუდზე, დააპატიმრეს, დანაშაული დაუმტკიცეს და უმკაცრესად დასაჯეს...
1953 წლის 6 დეკემბერს ბერიას სასამართლოზე სერგო გოგლიძემ ასეთი ჩვენება მისცა: „ლავრენტი პავლოვიჩის ასეთი მკაცრი განკარგულება, როგორც თავად ის (ბერია) ამბობდა, სოციალისტური საქართველოს მშრომელთა ინტერესებიდან გამომდინარეობდა – მას დაუშვებლად მიაჩნდა რესპუბლიკაში შემოსული პროდუქციის უმიზნოდ გადინება მის ფარგლებს გარეთ...“
რამდენად დემოკრატიული განკარგულება იყო ბერიას აკრძალვა, ეს სადავო საკითხია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება გასული საუკუნის შორეულ 30-იან წლებს.  მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, მართლაც რომ, ზრუნავდა სოციალისტური საქართველოს მშრომელებზე და „ხრუშჩოვი და ბანდა“ ტყუილად არ სდებდნენ მას ბრალს ნაციონალიზმში.

скачать dle 11.3