კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თევზის ხშირი ჭამა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან დაგიცავთ


თევზი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი და ძალიან სასარგებლო საკვები პროდუქტია. აუცილებელია, ის რეგულარულად ჩავრთოთ კვების რაციონში. ცხიმიანი თევზი, მაგალითად, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული და კალმახი, მაღალკალორიულია და ამავე დროს მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ეს პროდუქტი დიდი ოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა. ამიტომ, ცხიმიანი თევზი კვირაში ორჯერ მაინც უნდა მიირთვათ. უმჯობესია, ის ორთქლზე მოამზადოთ, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო ნივთიერება.
თევზი არა მხოლოდ სრულფასოვანი საკვებია, არამედ სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალო რაციონის აუცილებელი კომპონენტიც. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობისას. 
თევზი უხვად შეიცავს ცილებს, ადამიანისთვის აუცილებელ ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, მდიდარია იოდით, თუთიით, მანგანუმითა და სპილენძით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის. ასევე, ის შეიცავს რკინას, ლითიუმს, ფტორს, ბრომს – ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის.
 თევზისგან მომზადებულ წვნიანში უხვად გამოყოფილი ექსტრაქტული ნივთიერებები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას. ამიტომ, თევზის ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტი აქვს.  ასაკში შესული ადამიანის საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს იოდის მარილებითა და ამინომჟავა მეთიონინით მდიდარი თევზი. ეს ნივთიერებები აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს.
რომელ საკვებზე უნდა თქვათ უარი ზაფხულის ცხელ დღეებში
მომხიბლავი გარეგნობის, ტონუსისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სწორი კვება. საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე ძალიან კარგია, მიირთვათ სუპები, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე შიმშილის გრძნობასაც გაკარგვინებთ, რადგან მისი გადამუშავებისას ორგანიზმი უფრო მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თავად ამ საკვებშია თავმოყრილი.
ზაფხულის განმავლობაში ადვილია მენიუდან ამოიღოთ პურფუნთუშელი, ძროხის ან ღორის ხორცი, რადგან ამ სეზონზე ბევრი ხილი და ბოსტნეულია. ასევე, მოერიდეთ დიდი რაოდენობით შაქრისა და მარილის მოხმარებას. სამაგიეროდ, კარგია შავი შოკოლადი.
საუზმეს უშაქრო ჩაით თუ დაიწყებთ, უკეთესია, რადგან ჩაი უფრო აფხიზლებს მოდუნებულ ორგანიზმს, ვიდრე ყავა.
დაძინებამდე ორი, სამი საათით ადრე შეგიძლიათ, ჭამოთ ბოსტნეული, მოხარშული თევზი, უცხიმო ხაჭო ან უცხიმო ყველი.
კვირაში სამი დღე აუცილებლად განტვირთვა უნდა მოაწყოთ: საუზმე – უცხიმო ყველი, უშაქრო ჩაი, უცხიმო იოგურტი. სადილი – ბოსტნეულის სალათა ზეთით და ძმრით, მოხარშული თევზი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი მხოლოდ 200-300 გრამი. ვახშამი – ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, ერთი ჩაის კოვზი თაფლით. დამატებით, ლანჩზე შეიძლება, მიირთვათ ხილის წვენი და ერთი ცალი მოხარშული კვერცხი.
გაითვალისწინეთ, რომ სწორი კვება ხელს უწყობს როგორც ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნებას, ასევე წონაში კლებას.

რომელი ინფექციური დაავადებები იზრდება ზაფხულის პერიოდში
ადამიანის კანის სიჯანსაღეზე განსაკუთრებით მოქმედებს გარეგანი ფაქტორები. კანის ბევრი დაავადება სწორედ ზაფხულში ხშირდება, კერძოდ, კანისა და ლორწოვანი გარსების ვირუსული ინფექციები. ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშია ჰერპესი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა და აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს. დაავადების კლინიკური გამოვლენა იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელ ადამიანებში ჰერპესის რეციდივი მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო ვისაც იმუნური სისტემა დარღვეული აქვს – მძიმედ, როგორც კანისა და ლორწოვანი გარსის, ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანებით. ჰერპესის გააქტიურება შეიძლება, გამოიწვიოს სქესობრივმა კონტაქტმა, ფსიქიკურმა და ფიზიკურმა გადაძაბვამ, გაციებამ, კანის მსუბუქმა დაზიანებამ, იმუნოდეფიციტმა და ასე შემდეგ. დაავადების წყაროა დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი.
 თავდაპირველად, შეინიშნება კანის ან ლორწოვანის ჰიპერემია,  ქავილი და წვა. ამ ნიშნების გაჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წარმოიქმნება მტკივნეული, გამჭვირვალე შიგთავსიანი წვრილი ბუშტუკები. ზოგჯერ ჰერპესს თან ახლავს ტემპერატურის მომატება.
 ზაფხულში, ჰერპესის დაავადების ალბათობას ზრდის იმუნური სისტემის დაქვეითება, აკლიმატიზაცია, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, შემთხვევითი სქესობრივი კავშირები. ამიტომ,  ერიდეთ მზეზე გადახურებას. ხოლო შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დროს, აუცილებლად დაიცავით თავი.
ასევე,  ზაფხულში აქტუალურია პიოდერმიები, კანის ჩირქოვანი დაავადებები, რომელიც გამოწვეულია მიკრობებით - სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით. ეს მიკრობები შესაძლოა, ჯანსაღი ადამიანის კანზეც ბინადრობდნენ და ჰიგიენური რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში გამრავლება დაიწყონ. პიოდერმიების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის სისუსტე, ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ტრავმები, დერმატოზები, ოფლიანობა, ჰიგიენის დაუცველობა.
ზოგჯერ საკმარისია კანის გაკაწვრა, ნემსის ჩხვლეტა, გაპარსვისას გაჭრა, კოღოს ნაკბენი, რომ დაზიანებულ ადგილას პიოდერმია განვითარდეს. ამიტომ, არ უნდა მიაყურადოთ და დროულად უნდა დაამუშაოთ კანი სპეციალური სააფთიაქო ხსნარებით ან მცენარეული ნაყენებით უბრალო დაზიანების დროსაც. ამ მხრივ კარგია, კალენდულას და გვირილის ნაყენი.

როგორ ავიცილოთ თრომბის წარმოქმნის საშიშროება რაციონის შეცვლით
ინფარქტი, ინსულტი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი – მათი წარმოქმნის ერთ-ერთი საერთო მიზეზი გახლავთ, გასქელებული სისხლი. ასეთ მდგომარეობაში სისხლი თავისუფლად ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ტვინის მიმართულებით და შესაბამისად, ფერხდება მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირება. შენელებული სისხლის მოძრაობა კი, შინაგანი ორგანოების ჟანგბადით შიმშილს იწვევს.
ამ პრობლემისგან თავის დაცვას მარტივად შეძლებთ, თუ შეცვლით საკუთარ რაციონს და გადააწყობთ საკვებ პროდუქტებს ისე, რომ სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში არ შეფერხდეს. კერძოდ:
* ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. სუფთა, რადგან ნატურალური სასმელი წყალი თრომბების წარმოქმნისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა.
*შეარჩიეთ სისხლის გამათხელებელი პროდუქტები და ხშირად ჩართეთ ის საკვებ რაციონში. ასეთებია: ზეითუნისა და სელის ზეთი, ნიორი და ხახვი, მზესუმზირა, ლიმონი, თევზის ქონი, ტომატი და ტომატის წვენი, შვრიის ფაფა, ჟოლო, მოცვი, შტოში, მარწყვი, ბალი, კოჭა.
*მოერიდეთ სისხლის შემადედებელი პროდუქტების მიღებას, ასეთებია: ხორცის ბულიონები, ძეხვეული, შებოლილი პროდუქტები, თეთრი პური, ნაღები, ოსპი, ცირცელი, ბანანი და მანგო. ასევე, სისხლის შემადედებელ თვისებას მნიშვნელოვნად აძლიერებს მოწევა, ალკოჰოლი, ბევრი მარილი, შარდმდენი, ჰორმონული და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები.
* რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

მოერიდეთ ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტების მიღებას
იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და დღეგრძელი, უნდა მოერიდოთ ერთმანეთთან შეუთავსებელი საკვები პროდუქტების მიღებას. ქვემოთ მოყვანილია იმ პროდუქტების სია, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება ერთად:
* არ სჭამოთ ნიგოზი, ხორცი, კვერცხი, ყველი და სხვა ცილოვანი საკვები პურთან, მარცვლოვან პროდუქტებთან, კარტოფილთან, ნამცხვართან და ტკბილ ხილთან ერთად. ერთ ჯერზე უნდა მიირთვათ კვერცხი, მეორეზე – თევზი, მესამეზე – რძე, მეოთხეზე – ყველი და სრულიად სხვა დროს – პური ან ფაფეული. თუ თქვენ არ შეგიძლიათ, უარი თქვათ ცომეულ ნაწარმზე, ისინი ცალკე მიირთვით.
* ნუ შეჭამთ პურს, კარტოფილს, ბარდას, პარკოსნებს, ბანანს, ფინიკსა და სხვა ნახშირწყლოვან პროდუქტებს ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიპფრუტთან, ანანასთან, შტოშთან, პომიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან ერთად.
* ნაღები, კარაქი, არაჟანი და მცენარეული ზეთი არ უნდა შეჭამოთ ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილებთან ერთად. ცხიმი თრგუნავს კუჭის ჯირკვლებს და აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას.
* პომიდორი, ანანასი, ალუბალი, მჟავე ქლიავი, მჟავე ვაშლი, არ უნდა მიირთვათ ყველთან, ნიგოზთან, კვერცხთან და ხორცთან ერთად.
რაც ნაკლებ რთულია საკვების ნარევი ანუ რაც უფრო მარტივია ჩვენი კერძები, მით უფრო ეფექტურია ჩვენ მიერ საჭმლის მონელების პროცესი.
* ჟელე, ჯემი, ხილი, ნაღების კარაქი, შაქარი, ბადაგი, სიროფი არ უნდა მიირთვათ პურთან,  ფაფებთან, და ნამცხვრებთან - ღვეზელთან, ტორტთან, ფუნთუშეულთან ერთად, რადგან, ეს გამოიწვევს ნაწლავების დუღილს, შემდეგ კი – ორგანიზმის მოწამვლას.
* თუ სახამებლის ორი სახეობა, მაგალითად, კარტოფილი და ფაფეული, ან კარტოფილი და პური მოიხმარება ერთად, მაშინ ერთი მათგანი გადამუშავდება, ხოლო მეორე ხელუხლებელი რჩება კუჭში, არ გადადის ნაწლავებში, აფერხებს სხვა საკვების შეთვისებას, იწვევს დუღილს, ბოყინს, ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ასე შემდეგ.
* ნესვი ყოველთვის უნდა მიირთვათ ცალკე,  ჭამის წინ, ცარიელ კუჭზე. ხოლო შემდეგი საკვები უნდა მიიღოთ დაახლოებით 1 საათის შემდეგ.
* რძის ცხიმი რაღაც დროით აბრკოლებს კუჭის წვენის გამოყოფას. რძე შეითვისება არა კუჭში, არამედ თორმეტგოჯა ნაწლავში, ამიტომ რძის არსებობას კუჭში რეაგირებს სეკრეციით, რაც ხელს უშლის სხვა საკვების გადამუშავებას, თუ ის კუჭში მოხვდა რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად.
* ცხიმები ხელს უშლის ორგანიზმში ცილების გადამუშავებას. ამიტომ, სალათების შეზავება, უმჯობესია, ბოსტნეულის წვენებით.
*სხვა პროდუქტებთან შეერთებისას, ხილი ადვილად იწყებს დუღილს. ყველაზე უკეთესია მისი ცალკე ჭამა საკვების მიღების წინ.
ხილის შეთვისებისთვის ორგანიზმს ესაჭიროება 65-80 წუთი. თუ მას მიირთმევთ იმ პროდუქტებთან ერთად, რომლის გადამუშავებისთვის რამდენიმე საათია საჭირო, საჭმლის მოსანელებელი პროცესი სერიოზულად დაირღვევა.

скачать dle 11.3