კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წვრილმანები – აკეთეთ საკუთარი თავისთვის



ზოგჯერ, ნამდვილად არ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა ჩვენი ცხოვრება პოზიტივით დავტვირთოთ. ჩვენი რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. მით უფრო, თუ მათ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევთ.
1. გაიღვიძეთ იმ აზრით, რომ ახალი დღე – რაიმე ახლის საწყისია. ნუ გაიფუჭებთ გუშინდელი წარუმატებლობის გამო ხასიათს.
2. დაიხსომეთ,  რაც უფრო კარგად იგრძნობთ დილიდანვე თავს, მით უფრო უკეთ წაგივათ საქმეები დღის განმავლობაში.
3. წაივარჯიშეთ  თუნდაც 10 წუთით.
4. თუ დავალების, კონკრეტული საქმის  შესრულება 1 წუთზე მეტ დროს არ გართმევთ, არ გადადოთ ის, იმოქმედეთ მყისიერად.
5. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ჩვეულება იმაზე ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე საქმე, რასაც დროდადრო აკეთებთ.
6. ტანსაცმელი მუდამ წესრიგში იქონიეთ. გარეთაც ყოველთვის მოწესრიგებული გამოდით. რა იცით, სად აღმოჩნდებით შემთხვევით.
7. იყავით კეთილგანწყობილი მათ მიმართაც კი, ვინც თქვენდამი ასე არ არის განწყობილი. ამგვარად, მათი ნეგატივი არ გადაგედებათ.
8. მოარიდეთ თვალი კომპიუტერის მონიტორს ყოველ 20 წუთში.
9. თუ გადაიღალეთ, დასვენებამდე დალიეთ ფინჯანი ყავა ან ჩაი. კოფეინი მიღებიდან 20 წუთში იწყებს მოქმედებას. ამგვარად, ცოტა ხანში თავს კარგად იგრძნობთ.
10. ნუ დააყოვნებთ შეტყობინებებზე პასუხს. დაგიგროვდებათ და მეტ დროს წაგართმევთ.
11. არასოდეს უპასუხოთ საქმიან წერილებს საღამოს 7 საათის შემდეგ. ეს ძალიან სასარგებლო რჩევაა.
12. იყავით ყურადღებიანი სხვების მიმართ. საუბრის დროს სრულად ჩაწვდით არსს.
13. თუ ადრე ადგომა გიჭირთ,  დადეთ მაღვიძარა მაგიდაზე ან სადმე ისეთ ადგილას, რომ მისი გამორთვა საწოლიდან ადგომის გარეშე ვერ შეძლოთ, რათა მექანიკურად არ გამორთოთ
14. მისწერეთ მეგობარს, რომელთანაც დიდი ხანია, ურთიერთობა არ გქონიათ და უთხარით, რომ მოგენატრათ.
15. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი სხეულის დანიშნულებაა სამყაროს შეცნობა, სხვებთან ურთიერთობა, ემოციების შეგრძნება. ნუ ჩაიციკლებით იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ სხვები თქვენს გარეგნობას.
16. წაიკითხეთ  საინტერესო   წიგნის ერთი თავი. ერთ თვეში წიგნს სრულად  დაასრულებთ.
17. დაალაგეთ სახლი. როცა რაღაცაზე, ან ვიღაცაზე გაბრაზებული ხართ.
18. იმხიარულეთ  როგორც ბავშვმა. არაფერი მოგიყვანთ ხასიათზე გულწრფელ სიცილზე უკეთ.

უფრო  მარტივნი,
 ვიდრე ჩვენ

მამაკაცები უფრო მარტივები არიან, ვიდრე ქალები.   მათი ტვინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ბევრ გაუგებრობას ქმნის.
კაცების ტვინი არის მოწყობილობა, რომელშიც იდეალური წესრიგი სუფევს. ყველაფერი სხვადასხვა „ყუთშია” ჩალაგებული: სექსი – ერთ ყუთში, სპორტი – მეორეში; არის „ყუთი” ავტომობილებისთვის, ფულისთვის; ისეთი „ყუთიც” კი არსებობს, სადაც ის სამსახურზე ფიქრებს ინახავს. ბავშვებისა და ქალებისთვისაც ცალ-ცალკე ყუთი აქვს და, როცა კონკრეტულ შეკითხვას უსვამთ, იმ კონკრეტულ ყუთს ხსნიან, რომელშიც ამ საკითხის შესახებ „მასალები“ ეგულებათ. თანაც, ერთი ოქროს წესი აქვთ: როცა ერთ ყუთს ხსნიან, მეორე ყუთს ხელი არ უნდა ახლონ. სწორედ ამიტომ, ისინი  კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს იძლევიან – კონტექსტი არ ესმით.
ქალებთან ყველაფერი სხვანაირადაა: ქალის ტვინი ერთმანეთზე გადაბმული ფიქრების მავთულის უზარმაზარი გორგალია. აქ ყველაფერი  ერთმანეთთან კავშირშია და ამის შედეგად ქალების ფიქრის პროცესი უზარმაზარ მაგისტრალს ჰგავს, რომელზეც ყველაფერს  ემოციები მართავს აი, ამიტომაც, ქალებს, როგორც წესი, ყველაფერი ახსოვთ. ქალის შეკითხვა გორგლიდან გამოჩრილი ერთი ბოლოა, რომელსაც უკან ყველა საკითხი აქვს მობმული, კაცი კი ერთ ყუთში იქექება და პასუხს ვერაფრით ვერ პოულობს. გარდა ამისა, კაცებს ხშირად ავიწყდებათ, რომელ ყუთში რა უდევთ. მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყველაფერზე დარდი, მაგალითად, როცა მანქანა უფუჭდებათ და ამაზე დარდობენ, თქვენ თუ არ ჩანხართ, პარალელურად ამაზე  ვერ იდარდებენ.  რაც შეეხება ქალებს,  ისინი ყველაფერს ერთად დასტირიან.
ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ კაცებს კიდევ ერთი ყუთი აქვთ, რომლის შესახებ ქალების უმეტესობამ არაფერი იცის – ეს ცარიელი ყუთია, კაცების საყვარელი ყუთი. რა სჯობია რამდენიმე საათი ცარიელი თავით ყოფნას?! ამიტომაც  უყვართ თევზაობა.
ეს თეორია მეცნიერულად დამტკიცებულია: რამდენიმე წლის წინ პენსილვანიის უნივერსიტეტში კვლევები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს მართლაც შეუძლიათ, გამოირთონ, არაფერზე იფიქრონ და მაინც სუნთქავდნენ – ქალისგან განსხვავებით.
ქალის ტვინი გამუდმებით მუშაობს და ამიტომ ისინი ძალიან ბრაზობენ,  როცა ხედავენ კაცს, რომელიც არაფერს აკეთებს და არაფერზე ფიქრობს.

ქალი  30 წლის შემდეგ

ასაკის მატებას ქალები ძალიან მტკივნეულად განიცდიან. არ არსებობს ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უდარდია იმაზე, რომ წლები   მის სასარგებლოდ არ მუშაობენ. თუმცა ბოლო დროს ბევრი გამოცდილი და ცნობილი ქალბატონი  ამტკიცებს, რომ 30-40 წლის შემდეგ ქალის ცხოვრებაში პოზიტივებიც ჩნდება. დავიწყოთ იმით, რომ  ქალი ამ ასაკში   მეტ თავდაჯერებას იძენს, მეტად შეიცნობს საკუთარ თავს და ინტიმური ურთიერთობიდანაც  კი მეტ სიამოვნებას იღებს.
კოკო შანელი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ქალურ ფსიქოლოგიაში,  ამბობდა: „20 წლის ქალს ის სახე აქვს, რომელიც ბუნებამ მისცა; 30 წლისას ის სახე აქვს, რომელიც ცხოვრებამ გამოუძერწა; 50 წლისას კი ის სახე აქვს, რომელიც დაიმსახურა“.
და კიდევ, აი, რას ამბობენ ქალზე 30 წლის ზემოთ, რომელიც ასევე გაფრთხილებად უნდა იქცეს მამაკაცებისთვის:
„ქალი 30 წლის შემდეგ ყველაზე საშიშია! ის კვლავაც ახალგაზრდა და ლამაზია... მაგრამ, უკვე აღარ არის სულელი!“

скачать dle 11.3