კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩასვეს კრისტინა აგილერას შოუში ქართველი მუსიკოსების რეპერტუარი და რამ აღაფრთოვანა პოპ-ვარსკვლავი

კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა შეკვეთილში მდებარე 200 მილიონად შეფასებული 9 500-კაციანი დარბაზი, რომელიც ყველასათვის საყვარელი პოპ-დედოფლის მოსასმენად მოსული ხალხით მთლიანად იყო სავსე. მსოფლიო დონის პოპ-ვარსკვლავი საქართველოს 40-კაციანი შემადგენლობით ესტუმრა. პირადი თვითმფრინავით ის ბათუმში 28 ივლისს ჩაფრინდა და საკონცერტო სამზადისის პარალელურად, ქალაქის დათვალიერებაც მოისურვა. დააგემოვნა ქართული კერძები, მოინახულა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა და, როგორც თავად თქვა, ძალიან კმაყოფილი დარჩა. გარდა ამისა, მომღერლისთვის აღმოჩენა იყო ქართლული  სიმღერა, რომელიც სრულიად მოულოდნელად ანსამბლ „ბათუმის“ რამდენიმე წევრმა შეასრულა მისთვის. აგილერა იმდენად მოიხიბლა რომ ქართველ მაყურებელს სიურპრიზი გაუკეთა და საკუთარ შოუში ბიჭებს დრო დაუთმო, რათა ისევ აეჟღერებინათ ქართული ჰანგები. სიმღერამ „ვკეცე, ვკეცე“ არა მხოლოდ კრისტინა აგილერა, არამედ, მისი ტექნიკური ჯგუფის წევრებიც აღაფრთოვანა. ერთ-ერთმა მათგანმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო ატვირთა და დაწერა: „როცა ვახშამზე ისმენ საუკეთესო სერენადას, რაც კი აქამდე მოგისმენია... ეს ვიდეო ვერ წარმოაჩენს კარგად ამ მამაკაცებს, იმ ოთახში უნდა ყოფილიყავით. მათი კოლექტიური ჰარმონიით წამოსული ვიბრაციები ჭეშმარიტად სულიერი გამოცდილება იყო. ისინი არავინ გაგვაცნო, ასე რომ, არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ამ ქვეყნიდან არ იყვნენ“... უფრო ვრცლად ამ თემასთან დაკავშირებით ანსამბლ „ბათუმის” ერთ-ერთი წევრი, სულხან ჯაიანი გვესაუბრა.
– სულხან, მიწვეულები იყავით იმ რესტორანში სადაც კრისტინა აგილერა ვახშმობდა, თუ დაუგეგმავად მოხდა ეს ყველაფერი?
– დავიწყებ იქედან, რომ არ ვიცოდით, კრისტინა აგილერა საქართველოში  თუ იყო. იმ რესტორანში, სადაც ის და მისი გუნდის წევრები ვახშმობდნენ, სპეციალურად მიწვეულები არ ვყოფილვართ. სულ სხვა სუფრაზე ვისხედით მეგობრები. ჩვენი მეგობრის მეუღლე არის Black Sea Arena-ს პროტოკოლის ხელმძღვანელი, რომელიც მოვიდა ჩვენთნ იმ საღამოს და გვთხოვა, რომ მოვიდოდნენ მთავარი სტუმრები, მათ შორის იქნებოდა კრისტინა აგილერა და ერთი-ორი სიმღერა გვემღერა მისთვის.  უცებ შევთანხმდით იმაზე, რას შევასრულებდით და ვუმღერეთ კიდეც. ერთ სიმღერას მეორე მოჰყვა, რამაც დიდი ოვაციები გამოიწვია.
– ელოდით კრისტინა აგილერასგან ასეთ რეაქციას?
– მოკლედ რომ გითხრათ, გაგიჟდა და აღფრთოვანდა. მსოფლიო დონის მუსიკოსები იყვნენ მის ირგვლივ, მისი ტექნიკური ჯგუფი და თვითონ შესაბამისად, არ ველოდით, ასეთი ოვაციები თუ მოჰყვებოდა ჩვენს შესრულებას. თან, გვითხრეს, ცოტა ისეთი გოგოა, „გამარჯობას“ არ ამბობსო და ჩვენც შესაბამისი განწყობა გვქონდა. პირველი სიმღერა შევასრულეთ მაცაცო სეფისკვერაძის „ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე“, რომელზეც გადაირივნენ. რესტორნიდან გამოსვლას რომ ვაპირებდით, სუფრის თავში იჯდა კრისტინა აგილერა და მოგვმართა: გთხოვთ, ბიჭებო, დაიცადეთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველასო, – და გამოხატა თავისი მადლობა:  გადაგვეხვია, ფოტო გადავიღეთ და წამოვედით.
– გარდა სიმღერისა, თუ მოგეცათ მასთან და მისი გუნდის წევრებთან ურთიერთობის საშუალება?
– იქ, ადგილზე, ბევრი არაფერი გვისაუბრია. ჩვენ შორის დიალოგი არ შემდგარა. წამოვედით რესტორნიდან და საღამოს პროტოკოლიდან დაგვიკავშირდნენ – კრისტინას სურვილია, თქვენი სიმღერა ჩასვას შოუში, თუ ეს ტექნიკურად მოხერხდებაო. ეს ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო. ჩვენთვის სრულიად მოულოდნენლი აღმოჩნდა ეს ზარიც, რადგან, ვერც კი ვიფიქრებდით, თუ აგილერა თავის კონცერტზე, თუნდაც რამდენიმე წუთს დაგვითმობდა. ამ დონის მუსიკოსი რამდენიმე წუთს რომ გითმობს – ეს არის საოცარი შეგრძნება. მოკლედ, არ ვახმაურებდით ამ ამბავს იმიტომ, რომ არ იყო გადაწყვეტილი. ბევრი იფიქრეს, როგორ ჩაჯდებდა სცენარში ჩვენი რეპერტუარი. მერე გაგვაგებინეს, რომ საბოლოოდ გადაწყდა და გამოვედით ყველაზე კულმინაციურ ნაწილში – ჩვენი გამოსვლიდან დაახლოებით 3-4 სიმღერის შემდეგ დამთავრდა კონცერტი. ძალიან თბილად წარგვადგინა თავად კრისტინამ. მგონია, რომ ეს იყო უფრო ქართული სიმღერის, ქართული ჰანგების გამარჯვება, ვიდრე კონკრეტულად იმ ხუთი ადამიანის, ვინც სცენაზე ვიდექით. სამწუხაროდ, შოუს მსვლელობის დროს ჩვენ დარბაზში ვიყავით და ვერ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა. როგორც კი შოუ დამთავრდა, კრისტინა მაშინვე წავიდა. ჩვენი შეხვედრა რეალურად აღარ შედგა; სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, არ მოგვეცა მასთან და მისი ჯგუფის წევრებთა ურთიერთობის საშუალება.
– თუმცა, სოციალურ ქსელში, როგორც კრისტინა, ისე მისი ჯგუფის წევრები, ძალიან თბილად მოგიხსენიებდნენ.
– დიახ, თავად კრისტინაც და მთლიანად ჯგუფის შემადგენლობა მოხიბლული დარჩა, ემოციებს ვერ მალავდნენ და ამას სოციალურ ქსელშიც გადმოსცემდნენ. ჩვენი რეპეტიცია 4 საათზე იყო დაგეგმილი. რომ დავიწყეთ სიმღერა, ვინც კი იყო იქ – ტექნიკური ჯგუფის წევრები – ყველამ მიატოვა თავიანთი საქმე და ტელეფონებით დაიწყეს ჩვენი გადაღება. მათთვის ეს ყველაფერი უცხოა და, ალბათ, ამიტომ. თავად კრისტინა ამ დროს ისვენებდა, დილით ჰქონდა მას რეპეტიცია და ამიტომ ჩვენი დიალოგი ვერ შედგა. ვნახოთ, აწი რა იქნება, წინ არის ყველაფერი, იქნებ კიდევ მიგვიწვიოს სადმე (იცინის).
– ანუ, კრისტინა აგილერაზე თავიდან რა შეხედულებაც გქონდათ, არ გამართლდა.
– დიახ, ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა. სცენაზე ასვლამდე გაფრთხილებულები ვიყავით, რომ არანაირი ფოტოს და ვიდეოს გადაღება არ შეიძლებოდა, აკრძალული იყო. როგორც კი ჩვენ ვიმღერეთ და ვემშვიდობებოდით კრისტინას, თავად გამოთქვა საერთო ფოტოს გადაღების სურვილი. მეც დრო ვიხელთე მაშინ და ერთი სელფი მივაყოლე (იცინის). მგონი, ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც მასთან სელფის გადაღება მოასწრო.
– სრული შემადგენლობით არ იყავით ანსამბლის წევრები?
– არა, ჩვენ ანსამბლის სახლით არ გამოვსულვართ, უბრალოდ, გვიცნო ხალხმა და დაწერეს. გვინდოდა, სცენაზე მთელი ანსამბლი ვყოფილიყავით: სად ხუთი კაცი რომ მღერის და, სად – ცამეტი, მაგრამ, შემოთავაზება იყო ასეთი – ვინც რესტორანში ვიმღერეთ და რა სიმღერაც შევასრულეთ, სცენაზეც ისინი უნდა ვყოფილიყავით და ის სიმღერა უნდა გვემღერა. რაც მოისმინა და რამაც აღაფრთოვანა, სწორედ ის შეარჩია შოუსთვის და ეს ბუნებრივიც არის. სხვა სიმღერა მისთვის რისკი იქნებოდა. ანსამბლის ხუთი წევრი ვყავით: პირველი ხმა – რომა შაინიძე, მეორე – ედუარდ გორგილაძე, ბარიტონი – ლევან ცხოიძე, ბანს ვმღეროდით მე და დათო ჭყონია. ასე ვიკრიბებით ხოლმე მეგობრები; ხანდახან არის შემთხვევები, როცა მთელი ანსამბლი ვმღერით. ესეც იყო მეგობრული შეკრება, რომელსაც სრულიად დაუგეგმავად მოჰყვა ეს ამბები. მინდა გამოვიყენო ეს შემთხვევა და დიდი მადლობა გადავუხადო Black Sea Arena-ს ყველა თანამშრომელს, პროტოკოლს – თაკო კვარაცხელიას და დირექტორს – დიტო ბერიძეს.
– თუ იცით, მოეწონა აგილერას აჭარა? არ დაინტერესდა, რას მღეროდით ასე გულიანად, სიმღერის ტექსტის თარგმანი ხომ არ მოგთხოვათ?
– „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ ყველაფერი ძალიან მოეწონა და ყველას მადლობა გადაუხადა შესანიშნავი მასპინძლობისთვის. ეს დეტალები არ ვიცი, მაგრამ, მან აღნიშნა, რომ ჩვენი ნამღერი იყო სერენადა. ალბათ, იმიტომ, რომ ვახშმობის დროს ვიმღერეთ. აგილერა ლეგენდარული მოვლენაა, პოპ-მუსიკის დედოფალია. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ იმ საოცარ ფაქტს, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. თუმცა, ჩვენს გამოსვლას უარყოფითი კომენტარებიც მოჰყვა – რა დროს „ვკეცე, ვკეცე” იყო აგილერას შოუშიო, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე სასაცილოა.

скачать dle 11.3