კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ქორწინდება შეყვარებული დათო ხუჯაძე და ვინ დაესხა მას სამჯერ თავს

დათო ხუჯაძეს ბოლო პერიოდში სამჯერ დაესხნენ თავს უცნობი პირები და მისი ცემა სცადეს. როგორც მომღერალი ამბობს, ისინი დაქირავებულები იყვნენ და მათ უკან კერძო პირის ინტერესები დგას. საქმე შესაბამის ორგანოშია აღძრული, თავად დათო კი მშვიდად განაგრძობს საქმიანობას: წერს ახალ სიმღერებს სტუდიაში, გეგმავს კლიპის გადაღებას და ბიზნესის გაფართოებაზეც აქტიურად მუშაობს.
– დათო, ბოლო პერიოდში სამჯერ მოხდა შენზე თავდასხმა და, როგორც ვიცი, საქმე შესაბამის ორგანოებში უკვე აღძრულია. როგორ გგონია, ვინ გემტერება?
– დიახ, სამჯერ დამესხნენ თავს და ეს იყო შეკვეთილი თავდასხმა. მადლობა ღმერთს, მკლავი მიჭრის და ძალ-ღონეს არ ვუჩივი. სახლში მივდიოდი, სამი ბიჭი სადარბაზოსთან „მისატკავებდა“ და უკნიდან მომეპარნენ. სამჯერვე მოვიგერიე თავდამსხმელები.
– ვერ ამოიცანი ის ბიჭები?
– სახეს მალავდნენ, ამიტომ ვერ ამოვიცანი, თუმცა, ვიცი, რომ შეკეთილი თავდასხმა იყო ვთქვი კიდეც: არავის მოკვლას მე არ ვაპირებ, მაგრამ, თუ კიდევ შეეცდებიან ჩემზე თავდასხმას, თავებს გავუტეხავ-მეთქი და ამსრულებელი ვარ. თუ ვერ დამიცვა ვერავინ, იძულებული ვარ, საკუთარი თავი თვითონ დავიცვა, ეს არ გამიჭირდება. განცხადებაც შევიტანე, გამოიძიებენ და, იმედია, გამოააშკარავებენ ვისი შეკვეთა იყო ჩემი ცემა და პასუხიც გაეცემა რაღაც-რაღაცეებს. მე კი ვიცი, ვინც მმტრობს და ვისაც აქვს ჩემი პირადი ინტერესი, მაგრამ, მირჩევნია, ეს შესაბამის ორგანოებს ვანდო და მათ გასცენ პასუხი. ზუსტად ვიცი, მტრები არ მყავს, მაგრამ, ერთია, ვისაც პირადი ინტერესი აქვს და სანამ არ გამოიძიებენ ამ ამბავს, მანამდე მოვერიდები რამის თქმას. ბოლო-ბოლო, ავლაბარში  და ვორონცოვზე გაზრდილი ბიჭი ვარ და ჩხუბში მაჯობებს ვინმე? (იცინის) იმდენი ჩხუბი მაქვს გადატანილი ბავშვობაში, რა დათვლის. თავიც მაქვს გატეხილი და მაგრად დაჟეჟილიც ვყოფილვარ – ეს ჩემთვის უცხო არ არის. ერთხელ, ციგა გადამამტვრიეს თავზე ჩხუბის დროს და ის სიმწარე ახლაც მახსოვს (იცინის). გოგოს გამოც მიჩხუბია, ფანჯრებთანაც მიმღერია, ყვავილებიც ამომითხრია ქუჩაში და, ახლა რომ ვფიქრდები, რამდენ მსხვერპლზე ვარ მათ გამო წასული, მეცინება (იცინის). ზოგადად, იმისთვის, რომ რამეს მივაღწიო, ბევრი შრომა მიწევს, თუმცა, იღბლიანი ადამიანი ვარ და შრომაც მიფასდება. ცხოვრება თავიდან რომ დამეწყო, რაღაც-რაღაცეებს გადავაფასებდი, მეტ დროს კარიერას დავუთმობდი და პირადსაც სხვანაირად დავგეგმავდი.
– რუსეთში საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადი მომღერალი იყავი, რატომ გადაწყვიტე საქართველოში დაბრუნება? იქ ხომ უფრო დიდი შოუ-ბაზარია და, შესაბამისად, ანაზღაურებაც მეტია?
– ცამეტი წელი ვიმღერე რუსეთში და, ჩავთვალე, რომ დრო იყო, ჩემს ქვეყანაში დავბრუნებულიყავი. არ ვარ ის პიროვნება, ამბიცია მქონდეს, ვაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევ, ხოლო, რამდენად მიფასდება ეს – სხვა საკითხია. ვთვლი, რასაც მივაღწიე, ჩემი დიდი შრომის შედეგია და კიდევ ბევრი მაქვს ჩაფიქრებული. ამისთვის არ არის საჭირო სხვა ქვეყანაში ყოფნა, საქართველოშიც კარგად გავაკეთებ იმას, რისი კეთებაც მინდა. მირჩევნია, დარჩენილი წლები ჩემს ქვეყანაში გავატარო, ხოლო, ის 13 წელი, რომლებიც უცხო მხარეში გავატარე, დიდი პრაქტიკა და გამოცდილება იყო ჩემთვის. რუსეთში ხშირად მიწევს წასვლა და კონცერტებზე გამოსვლა, თუმცა, საქართველოში მირჩევნია ცხოვრება. მთა, წყალი, ჰაერი, საკვები – მიყვარს და მირჩევნია ყველაფერი ქართული. თუ ჭკვიანი ადამიანი ხარ, შენს ქვეყანაშიც გააკეთებ საქმეს და სხვაგანაც მოთხოვნადი იქნები. ახლა ჩავწერე ახალი რუსულენოვანი სიმღერა, რომელზეც კლიპი უნდა გადავიღო ამერიკაში და რომელიც რუსულ შოუ-ბიზნესზეა გათვლილი. ამიტომ სულ მალე ლოს-ანჯელესში მომიწევს წასვლა. სიმღერა სიყვარულზეა და ახლა აგენტები ეძებენ ლამაზ გოგონას, რომელსაც ამ კლიპში გადავიღებთ. ქასთინგები უკვე მიმდინარეობს და ამაში მეც აქტიურად ვარ ჩართული. მეორე სიმღერა კი მეგრულია – „ჩემი ცირა მახარია“, რომელშიც აფრიკული მოტივებია და ის საქართველოს შოუ-ბაზარზეა გათვლილი.
– იმერელმა კაცმა მეგრულად უნდა იმღერო? იცი მეგრული ენა?
– დედა მყავს მეგრელი და „ჭიჭე ჭიჭე“ მეგრული მეც ვიცი (იცინის). ძალიან მიყვარს მეგრული კულტურა. გენეტიკურად ცოტა იმერული „არტაკუზობა” და ცოტა მეგრული „შემყვანობაც“ მაქვს. ვფიქრობ, გენეტიკურად კარგი „მიქსი“ მაქვს (იცინის).
– გავიგე, ბათუმშიც აპირებ ბიზნესის წამოწყებას, ეს სიმართლეა?
– თვეების წინ გავხსენი თბილისში „ღვინის ბუტიკი“ და კმაყოფილი ვარ. მე და დათო ფორჩხიძეს უკვე სამი წელია, გვაქვს საბავშვო სტუდია „სახე“  და ახალა გვინდა, სტუდიის ფილიალი ბათუმშიც გავხსნათ. ამას გარდა, პარტნიორებთან ერთად ბათუმში გავხსენი რესტორანი „ჩაინიკი“. მეგრელ-იმერლის ნაზავობა, მათემატიკისა  და ფულის დათვლის ნიჭი ამაშიც გამომადგა (იცინის).
– ფულის დათვლა კი არა, მისი გათვლაა ბიზნესში მთავარი. ხომ მეთანხმები?
– გეთნხმები და ამიტომაც ვთქვი, მარტო სიმღერა კი არ მეხერხება, ბიზნესშიც ნიჭიერი გამოვდექი-მეთქი (იცინის). ზოგადად, ცხოვრებაში ყოველთვის მიყვარს დაგეგმვა, სპონტანურად არაფერს ვაკეთებ. სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ყოველთვის წინასწარ ვთვლი, რა მოჰყვება სპონტანურობაც კი წინასწარ მაქვს დაგეგმილი; სიმღერაში იმპროვიზაციაც კი წინასწარ მაქვს ნავარჯიშევი და გათვლილი.
– სად უფრო წარმატებულია დათო ხუჯაძე,  ბიზნესში თუ სცენაზე?
– მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში გამიმართლა, ჩემი საქმე მაინც სიმღერაა.
– ჭორები დადიოდა, რომ რუსეთშიც გქონდა ბიზნესი და ცნობილი ბიზნესმენის პარტნიორ-მეწილე იყავი.
– რუსეთში ბიზნესი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, ერთ-ერთ მუსიკალურ არხზე თანამდებობა მიკავია. იქ რომ ვიყავი, ბიზნესებიც მქონდა და მთავრობის დონეზეც მქონდა ტელევიზიის საკომუნიკაციო სფეროში საქმეები გაკეთებული, მაგრამ ახლა აღარ მაქვს (იცინის).
– ისე, ამბობენ, პოლიტიკაშიც აპირებ მოსვლას. ეს თუა მართალი?
– ახლა არა, მაგრამ ათ წელიწადში პოლიტიკაში მიხილავთ (იცინის). სოფელ ოკრიბადან ვარ და, მინდა, ამ სოფლის გამგებელი გავხდე. ასე რომ, ათ წელიწადში გამგებელ დათო ხუჯაძეს იხილავთ. მე ერთხელ ვცადე პარლამენტში ბედი და მიშა ვარდით შემოვარდა (იცინის). ძალიან კარგი ქნა, რომ ვარდით შემოვარდა და ამან გადაწყვტა, რომ ახლა პოლიტიკაში არ ვარ, ღიპი არ მადევს და ხალხი არ მლანძღავს (იცინის). ასე რომ, პოლიტიკაში არ არის ჩემი ადგილი და გამგებლობაზე უარს არ ვიტყვი. ოღონდ, კიდევ ვამბობ – ათი წლის მერე, ახლა არა.
– ამდენი საქმის გადამკიდე, პირადი ცხოვრებისთვის როგორ იცლი?
– მე სულ შეყვარებული ვარ და გვერდში მყავს ქალი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ, კარგი ადამიანია, თუმცა ამ ურთიერთობის დაკანონებას არ ვცდილობთ. კარგად მიგებს და ვუგებ, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ. ისეთი გამოცდილება მივიღე პირველი დაკანონებული ურთიერთობიდან, რომ ამ ნაბიჯისგან ცოტა თავს ვიკავებ.
– ვიცი, პირველ ქორწინებაზე არავისთან და არსად საუბრობ, მაგრამ, რადგან თავად ახსენე, გკითხავ: თუ გაქვს ურთიერთობა ყოფილ ცოლთან და შვილს თუ ნახულობ?
– მართალია, ამ თემაზე არ მიყვარს საუბარი, თუმცა, ერთს გეტყვით: ყველაფერი ვცადე, ბავშვის გამო, დამერეგულირებინა ყოფილ ცოლთან ურთიერთობა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე რომ, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს ყოფილ ცოლთან და, იმედია, შვილი რომ გაიზრდება, თავად ავაწყობთ მამა-შვილი ხელახლა ურთიერთობას.

скачать dle 11.3