კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კამელინის“ ნახევარსაუკუნოვანი ისტორია, მისი განსაკუთრებული თვისებები და გამოჯანმრთელებული ადამიანები

თაფლის უნიკალური სამკურნალო ჩვენებები ანტიკური ხანიდანაა ცნობილი აპითერაპიის სახით. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ანტიბიოტიკები, ჭრილობების დამუშავება ხდებოდა თაფლით, რომელიც ავლენდა ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ცნობილია, ასევე, თაფლის რეგენერაციული თვისებები, ქალბატონები მას ნიღბების სახით ხმარობდნენ, კლეოპატრა კი თაფლისა და რძის აბაზანებს იღებდა. ასე რომ, თაფლის სამკურნალწამლო თვისებები მედიცინაში კარგად არის ცნობილი. ქართული პრეპარატი „კამელინი“ სწორედ თაფლზეა დამზადებული და მისი არსებობა უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მოჰკიდა ხელი ქირურგმა, ბატონმა ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძემ თაფლის სამკურნალო თვისებების შესწავლას. წინ იყო პრეპარატ „კამელინზე“ დაუღალავი მუშაობის წლები. დაიწყო პრეპარატის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევები როგორც თბილისის, ასევე მოსკოვის, ლენინგრადის, ხარკოვის ონკოცენტრებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში. სამედიცინო ექსპერიმენტებისა და კიბოთი დაავადებული ადამიანების მკურნალობის პარალელურად, ძაგული მაღლაკელიძემ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია იმისთვის, რათა გამოევლინა პრეპარატის პროფილაქტიკური შესაძლებლობები. 2004 წელს შეიქმნა ქართული ფარმაცევტული საწარმო „კამელინი“, განახლდა თანამედროვე ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებში (კვებეკის, ილინოისის და ბერნის უნივერსიტეტებში; კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო ცენტრებში; მონრეალის, ლედი დევისის კლინიკაში და სხვა), რის საფუძველზეც პრეპარატმა „კამელინმა“ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ფარმაცევტულ ბაზარზე. საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კლვევები, როგორიც „კამელინს“ ხვდა წილად. „კამელინი“ გამოირჩევა უნივერსალური მოქმედების მექანიზმით ვირუსულ, სოკოვან, გინეკოლოგიურ, ონკოლოგიურ და სხვა დაავადებებთან მიმართებაში. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს პრეპარატ „კამელინზე“ კლინიკური კვლევები.
„კამელინი“ აძლიერებს იმუნურ სისტემას, თრგუნავს სიმსივნის უჯრედებს და აფერხებს მათ გამრავლებას. რაც მთავარია, ამ პრეპარატმა ადრეც და ახლაც უამრავი ადამიანი განკურნა. ბევრ შემთხვევაში კი მოხდა სიმსივნური უჯრედების გამრავლების შეჩერება და მეტასტაზები გაქრა. პრეპარატ „კამელინით“ ადამიანები ჯერ კიდევ მაშინ იკურნებოდნენ, როდესაც ის ასეთი პოპულარული არ იყო, რასაც უამრავი მადლობის წერილი ადასტურებს. განკურნებული პაციენტები თუ მათი ახლობლები წერენ „კამელინის“ უნიკალურობის შესახებ და მის შემქმნელს პრეპარატის გამოგონებისთვის დიდ მადლობას უხდიან. ჯერ მარტო ერთი ექიმის სამკურნალო პრაქტიკაში არის „კამელინით“ გამოჯანმრთელებული 227 პაციენტი. მის მიმართ ნდობის გაჩენის შესაძლებლობას ის შედეგები იძლევა, რასაც ადამიანები საკუთარ თავზე გამოცდიან. შემდეგ ისინი „კამელინის“ შესახებ უყვებიან ახლობლებს, ნათესავებს, ეს კი მის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად განაპირობებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრეპარატი სახალხო წამლად იქცა. რაც მთავარია, შედეგები არ არის მოგონილი და გაზვიადებული – „კამელინი“ თავის საქმეს პირნათლად ასრულებს.
„კამელინი მ-1“ ყველა სტადიის კიბოს დაავადებისთვის არის აუცილებელი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ასევე, მნიშვნელოვანია „კამელინი მ-4“ – სანთლებისა (იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი უარს ამბობს ნემსებზე) და „კამელინი მ-2“ – კაფსულების ჩართვა მკურნალობის თითქმის ყველა ეტაპზე. თვითონ „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მისი გამოყენება სანთლებისა და კაფსულების სახით ხანგრძლივი დროითაც ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
ნათია (35 წლის): თავიდან საზარდულში ამომივიდა ჯირკვალი. ექიმთან რომ მივედი, დროზე ვერ დამისვეს დიაგნოზი და მთლიანად მუცლის არეში გაჩნდა ლიმფური კვანძები. ეს ხდებოდა 2004 წელს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მქონდა ლიმფური სისტემის სარკომა, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა და სწრაფად ვითარდება. ჩემმა მეგობარმა მომიტანა „კამელინი“ და დავიწყე მკურნალობა, თუმცა, თავიდან არც ვიცოდი, რას ვიკეთებდი. შემდეგ საავადმყოფოში რომ ვთქვი, ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენო-მეთქი, ხელი აიქნიეს, მაგრამ მაინც გავიკეთე. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ „კამელინით“ ვმკურნალობდი, ქიმიოთერაპიასთან ერთად ვიტარებდი მკურნალობის კურსს და ორივემ ერთად არაჩვეულებრივი შედეგი მომცა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქიმიოთერაპიით მკურნალობას მოვრჩი წელიწადში სამჯერ ვიტარებდი „კამელინით“ მკურნალობის კურსს.
დათო (30 წლის): წლების განმავლობაში მაწუხებდა დერმოიდი, რომელსაც „ბეწვის ჩაბრუნებას“ ეძახიან. ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამირთულდა – ვეღარ ვჯდებოდი, ვეღარ ვწვებოდი, ერთ ადგილას დიდი ხნის ჯდომის შემდეგ კი ტკივილები იმატებდა. ბოლოს ისე ამტკივდა, რომ, საერთოდ ვერ დავდიოდი და ვერ ვჯდებოდი; ამიწია ტემპერატურამ. გადავწყვიტე, „კამელინის“ მალამო წამესვა გამაგრებულ ადგილას. ღამით უსიამოვნო შეგრძნებამ და სუნმა გამაღვიძა: „კამელინს“ მთელი ჩირქი ერთ ადგილას შეექუჩებინა და გარეთ გამოსულიყო. ორი დღის განმავლობაში ვისვამდი „კამელინს“. სიცხემ დამიწია და, როდესაც ქირურგთან მივედი, ანთებითი პროცესიც ჩამქრალი იყო და აღარც ჩირქოვანი კერა აღინიშნებოდა, რამაც ოპერაციის გაკეთება უფრო გააადვილა. ოპერაციის შემდეგაც ვისვამდი „კამელინის“ მალამოს და ჭრილობა მალე შემიხორცდა.
55 წლის ქალბატონს საბერძნეთში დაუსვეს  მკერდის სიმსივნის დიაგნოზი – მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. გაიკეთა ოპერაცია და განაგრძო მკურნალობა: ჩაიტარა ქიმიოთერაპია, სხივები. 5 წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ იკეთებდა ანალიზებს და არ ჰქონდა კარგი პასუხები. საქართველოდან ახლობლებმა, ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გაუგზავნეს პრეპარატი და მან დაიწყო „კამელინის“ კაფსულების სმა, ასევე, სანთლების გაკეთებაც.  სულ ჩაიტარა მკურნალობის ოთხი კურსი და, როგორც თავად ამბობს, თავს ძალიან კარგად გრძნობს, არ აწუხებს ტკივილები. ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელია.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ კონსულტაცია და დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის  ნომრებზე: 2 98-62-25 (ოფისი), 599 33-10-89;  599 23-03-33;  2-98-57-78;  2-71-04-80; 2-22-26-68;  2-93-20-87;  597 76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა  ¹49.

скачать dle 11.3