კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაიყვანა საავადმყოფოში ცოლმა „მივლინებაში“ წასული ქმარი

ტყუილს მართლაც რომ მოკლე ფეხები აქვს და ამაში ჩემი დიდი ხნის მეგობრის, ქეთის მეუღლის მაგალითზეც დავრწმუნდი.
მე და ქეთიმ სასწრაფო დახმარებაში ოცი წელი ვიმუშავეთ: მე ექთანი ვიყავი, ის – ექიმი. ერთ დილას, ქეთი ძალიან დადარდიანებული მოვიდა მორიგეობაზე და, როცა ვკითხე, რაში იყო საქმე, მომაყარა:
–  გაევსოს კენჭებით თირკმელები ჩემი ქმრის უფროსს! – ქეთი გურულია, წყევლა-კრულვა არ ეშლება და, შესავალს რომ მორჩა, მითხრა, რომ მისი მეუღლე, ავთო, უფროსს სამსახურში გამოუძახია და სასწრაფოდ გაუშვია ორდღიან მივლინებაში გაგრაში. ავთოს კი თირკმელებში კენჭის გავლა ჰქონია, ბიულეტენზე ყოფილა და საწოლიდან წამოუგდია. მოკლედ, ქეთიმ მთელი დღე ქმარზე დარდსა და მისი უფროსის წყევლაში გაატარა და წამითაც არ გაჩერებულა. საღამოს გლდანის მასივში გამოძახება გვქონდა და, სანამ იქ მივედით, ქეთი მთელი გზა ქმარზე დარდობდა, მის უფროსს კი წყევლიდა...
მივედით, ავედით და კარი ახალგაზრდა ქალმა გაგვიღო, რომელმაც გვითხრა:
– ჩქარა, ჩქარა, ჩემს ქმარს გვერდები სტკივა. ცოტა კონიაკი დალია და, მგონი, მოიწამლაო.
საძინებლიდან მამაკაცის შემზარავი ყმუილი ისმოდა. ქეთიმ მიაყურადა, ერთი კი თქვა – მოწამლულები ასე არ ყმუიანო – და საძინებელში შევიდა. მეც შევყევი და საწოლზე ნიფხავისამარა მკრუნჩხავი ქეთის ქმარი ავთო არ შეგვრჩა ხელში?! ერთი სიტყვით, „მივლინებაში” წასულ ავთოს თირკმელში კენჭი დაეძრა და ამიტომ ყმუოდა, მაგრამ, ცოლი რომ დაინახა, ჰოი, სასწაულო, ერთბაშად გაჩუმდა და გაფითრებული მოგვაჩერდა.
„მივლინებიდან“ ავთო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. იმავე ღამეს ოპერაცია გაუკეთეს და უზარმაზარი კენჭიც ამოუღეს. მას მერე ქეთის ქმარი „მივლინებებში“ აღარ წასულა.
ნინა ქორიძის მონათხრობის მიხედვით

скачать dle 11.3