კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

თაბაგარი
თაბაგრები იმერლები არიან. 1840-იან წლებში მოიხსენიებიან სოფელ დარკვეთში, შროშაში და ასე შემდეგ. დარკვეთში არიან საბატონო გლეხები – თაბაგრები-თაბაქრები; შროშაში არიან სახელმწიფო გლეხები.
გვარში თაბაგარი ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი თაბა.
პირვანდელი გვარი თაბაქარი იყო. თა იყო ართრონი (წინსართი), ბაქარი – ფუძე.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის თაბაგარი 378-ე ადგილზეა.
საქართველოში 2 163 თაბაგარი ცხოვრობს: ჭიათურაში – 812, თბილისში – 403, ზესტაფონში – 223. არიან სხვაგანაც.
გივიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გივი. ასევე, ამ საკუთარი სახელიდან არის ნაწარმოები გვარი გივიაშვილი.
ზურაბ ჭუმბურიძე წერს: „სახელ გივის მნიშვნელობა გაურკვეველია. აქედანაა გვარი გივიშვილი. გივის მოფერებითი ფორმაა გიუნა, საიდანაც წარმომდგარია გვარი გიუნაშვილი. გეო ბერძნულია, ქართულში მიღებულია გიორგის შემოკლებით და ნიშნავს „მიწას“.
დადგინდა, რომ გვარი გივიშვილი უწარმოებია რამდენიმე თავადაზნაურულ საგვარეულოს. ესენია: „თავადნი ამილახვარნი, მომდინარეობენ ზედგინიძეებიდან, 1465 წლიდან იწოდებიან თავად ამილახვრად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვადასხვა სახლად... გივისშვილებად“; „თავადი ჩოლოყაშვილი, კახეთის თავადნი... ესენი აწ არიან განაყოფით მოსახლენი გივისშვილები“; „თავადი ავალიშვილი – ამათნი წინაპარნი არიან მონათესავენი ავალიანთანი, ხოლო მოსახლეობენ ესენი კახეთს... გივისშვილები“.
საქართველოში 364 გივიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 91, სიღნაღში – 36, დედოფლისწყაროში – 28. არიან სხვაგანაც.
 ვანაძე
გვარის ფუძედ გამოყენებული ჩანს გეოგრაფიული სახელწოდება ვანა, რომელიც მერე გვარად იქცა.
ვანაძე ჰქვია სოფელს შუახევის რაიონის ბარათეულის საგამგებლოში. ვანაძეები ჰქვია ხულოს რაიონის ღორჯომის საგამგებლოს სოფელს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის აჭარის აღმართის საგამგებლოს ნავანები ეწოდება. ვანი ჰქვია სათეს ადგილს ცხმორისში, შუბანის საგამგებლოში, დიდაჭარაში. არის, ასევე, სოფელი დღვანი.
ამ ძირით ნაწარმოებია გვარები: ვანაძე, ვანიძე, ღვანიძე, ჯივანიძე, სარდივანიძე, ხოზრევანიძე.
ასევე, სანამ საქართველოში დამკვიდრდებოდა ტერმინი სახლი, იხმარებოდა ვანი. აჭარაში ის შემორჩენილია თვანის სახელწოდებით, რაც ჭურს ნიშნავს.
გადმოცემის მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს, რისი მიზეზიც ყოფილა ბატონის მიერ „პირველი ღამის წესის“ მოთხოვნა. ძმებს შეურაცხყოფა ვერ მოუთმენიათ და სოფლიდან აყრაც მოუსწრიათ. ისინი ოზურგეთის სოფელ შემოქმედიდან ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩამდე მისულან, იქ ერთ გლეხთან მოწყობილან და მევენახეობისთვის მიუყვიათ ხელი. თურმე, კარგ ღვინოს აყენებდნენ და, სწორედ ამის გამო, ვანაძეები ცოტა ხანში ღვანიძეები გამხდარან.
არსებობს მეორე ვერსიაც: ძმები სოფელ დღვანიდან ყოფილან. იმერეთში გახიზნულან და, მდევარს რომ არ მიეგნო, ასო დ ჩამოუცილებიათ და ვანიძეებად დაწერილან.
საქართველოში 889 ვანაძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 148, ქობულეთში – 112, ადიგენში – 67. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3