კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ განასხვავებენ კლინიკურ სიკვდილს გარდაცვალებისგან და რამდენი ადამიანია ამის გამო, ცოცხლად დამარხული

ლეთარგია ავადმყოფური მდგომარეობაა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს და რომელიც  შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათს ან რამდენიმე თვეს. სამწუხაროდ, ამ საშინელი ავადმყოფობის გამო, ადამიანები, მათ შორის საქართველოშიც, ცოცხლად დამარხეს. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ანზორს, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით წლებია, კვლევებს აწარმოებს და ფაქტებს აგროვებს.

 ანზორი: ლეთარგია საშინელი დაავადებაა, რომელიც ჩვენთან ცნობილია როგორც საღათას ძილი, ზოგადად, მედიცინაში კი  ლეთარგიული ძილი ქვია. სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს და რამდენიმე დღე ან კვირა დაიძინოს. ძველად, იმის გამო, რომ საღათას ძილი სიკვდილი ეგონათ, ხალხს ცოცხლად მარხავდნენ. ახლა უკვე ზუსტად შეიძლება დადგენა, ადამიანი მოკვდა თუ ლეთარგიული ძილით სძინავს. ახლა შესაძლებებლია ასეთ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის გამოკვება და დროთა განმავლობაში ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება. ამ ფენომენის გამოკვლევა ბევრმა მეცნიერმა სცადა და გაირკვა, რომ  ლეთარგიული ძილი განუკურნებელია და შეიძლება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. არიან ადამიანები, რომელთა ენერგეტიკული ველი იმდენად ძლიერია, რომ დასვენება სჭირდება, რაც სხეულის გათიშვას იწვევს. ამ დროს პაციენტი ცხოვრების რაღაც პერიოდს სიზმარში ფილმივით ხედავს, გამოღვიძებულს კი არაფერი ახსოვს. სიზმარი ძილის დროს ნებისმიერ ადამიანთან აუცილებლად მოდის; შესაბამისად, ლეთარგიული ძილის დროსაც, ადამიანი ბევრ ან რამდენიმე გრძელ სიზმარს ნახულობს. სხვათა შორის, ინგლისში დღესაც არის კანონი, რომ მორგის ყველა მაცივარში ზანზალაკი უნდა იყოს ჩამოკიდებული, რათა გაცოცხლებულმა „მიცვალებულმა“ შველა ითხოვოს.
– ლეთარგიული ძილის დროს ადამიანს სასიცოცხლი ნიშანები არ აღენიშნება? როგორც პირად საუბარში აღნიშნეთ, არაერთი ადამიანია ცოცხლად დამარხული იმის გამო, რომ ლეთარგიული ძილი სიკვდილში აერიათ.
– ითვლება, რომ ნორმალური ადამიანის ძილის ხანგრძლივობა დაახლოებით 5-7 საათია. ხანდახან საზღვარი ჩვეულებრივსა და სტრესით გამოწვეულ ძილს შორის ძალზე მოკლეა. საუბარია ლეთარგიაზე, ავადმყოფურ მდგომარეობაზე, რომელიც ძილს ჰგავს და გამოირჩევა გამღიზიანებელზე უმოქმედობით და სიცოცხლის კვალის არქონით. ლეთარგიულ ძილში ჩავარდნას ხალხი ყოველთვის უფრთხოდა, რადგან მაშინ ცოცხლად დამარხვის საშიშროების წინაშე დადგებოდი. მაგალითად, სამეგრელოში მოხდა ასეთი ფაქტი: 40 წლის მამაკაცმა გონება დაკარგა და ლეთარგიულ ძილს მიეცა. ხალხმა ჩათვალა, რომ იგი გარდაიცვალა. დამარხვის დროს, მან თავის საფლავთან გაიღვიძა. ხალხი შოკში ჩავარდა, მაგრამ „დროებით გარდაცვლილი“ თავს შესანიშნავად გრძნობდა და ამ ამბის შემდეგ მან კიდევ 30 წელი იცოცხლა. რაჭის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში კი ადამიანის ცხედარს მარხავდნენ. როდესაც მიწაში კუბო ჩაუშვეს  და მიწა მიაყარეს, იქიდან რაღაც ხმები მოესმათ. სანამ დაბნეული და შეშინებული მესაფლავეები გონს მოვიდოდნენ, კუბოს ამოიღებდნენ და თავს ახდიდნენ, „დროებით გარდაცვლილს“ შიშისგან გული გაუსკდა.  როდესაც მათ თავი ახადეს კუბოს, დაინახეს მიცვალებულს თითები დაკვნეტილი და დასისხლიანებული ჰქონდა, სახე კი – დახოკილი. ასევე, გურიაში, მიწიდან ამოსული ხმების გაგონების შემდეგ, გათხარეს საფლავი, სადაც წინა დღეს დამარხეს  გარდაცვლილი ორსული ქალი. თვითმხილველებმა ნახეს სიცოცხლისთვის ბრძოლის კვალი, კერძოდ, ქალის გვერდით იწვა უჰაერობისგან გაგუდული ახალშობილი, დედას კი თავი ჰქონდა გვერდზე მიტრიალებული და ხელები დასისხლიანებული. ქალი და ჩვილი უჰაერობისგან იყვნენ გაგუდული.
– ლეთარგიული ძილის დროს რა პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში და თუ ესმის ამ დროს ადამიანს ახლობლების საუბარი?
– ლეთარგიის მიზეზები მედიცინისთვის ცნობილი არაა. ეს  მდგომარეობა შეიძლება ათეულობით წელს გაგრძელდეს. დაძინებულებს დაბერების პროცესი შენელებული აქვთ, მაგრამ ბიოლოგიურ ასაკს გაღვიძებიდან 2-3 წელიწადში ეწევიან. გაღვიძებულები ირწმუნებიან, რომ თითოეული სიტყვა ესმოდათ, მაგრამ თითის განძრევაც არ შეეძლოთ. თავად მე, ფეხით მაქვს  შემოვლილი საქართველოში ყველა ის ადგილი, სადაც ასეთი ფაქტები დაფიქსირდა და მოსმენილი მაქვს საზარელი ისტორიები დროებით გარდაცვლილი ადამიანებისგან, მაგალითად, სამეგრელოში მცხოვრები ქალბატონი ნაზირა, რომელიც ლეთარგიულ ძილში 4 წლის ასაკში ჩავარდა გულის წასვლის შემდეგ, ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმმა გარდაცვლილად ჩათვალა. ცოცხლად დამარხვას კი იმით გადაურჩა, რომ დამარხვის დღეს მამამ კუბოდან ამოიყვანა, ჩაიხუტა და უცბად იგრძნო მისი სუნთქვა – მას დაახლოებით ერთი კვირა ეძინა და დასაფლავების დღეს გაიღვიძა. როგორც გავარკვიე, გოგონას ძილის დროს ყველა საუბარი და ტირილი ესმოდა, მამას და ბაბუას კი სიზმარში ხილვა ჰქონდათ და ნახეს, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, მაგრამ ეს სტრესსა და ტკივილს მიაწერეს. რას წარმოიდგენდნენ, რომ სინამდვილეში ბავშვი ცოცხალი იყო და ლეთარგიულ ძილში იყო.
– ყველაზე ხანგრძლივი ლეთარგიული ძილის შემთხვევა სად არის დაფიქსირებული და რამდენ ხანს გაგრძელდა?
– ყველაზე ხანგრძლივი ლეთარგიული ძილის შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთში 1954 წელს: ქალმა ქმართან იჩხუბა, დაიძინა და 1974 წელს გაიღვიძა სრულიად  ჯანმრთელმა. საქართველოში, გურიაში მამაკაცს ეძინა 2 კვირა და 4 დღე და მხოლოდ იმის გამო არ დაასაფლავეს, რომ სარკე მიჰქონდათ მის ცხვირთან და მისი სუნთქვა ორთქლავდა, მინას და ამით ხვდებოდნენ, რომ ის ცოცხალი იყო. ასევე, თბილისში, მშობიარობით გამოწვეული სტრესის შემდეგ, ქალმა დაიძინა და არც ნემსებზე და არც დარტყმებზე აღარ რეაგირებდა. მას ხელოვნურად კვებავდნენ და ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გამოიღვიძა და ალაპარაკდა. ზოგჯერ ლეთარგიული ძილი პერიოდულად მეორდება. ჩვეულებრივ, ლეთარგიის მსუბუქ ფორმებში აღინიშნება უმოძრაობა, კუნთების ატროფია, თანაბარი სუნთქვა, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ეს ყველაფერი სიკვდილს ემსგავსება: კანი ცივი და თეთრია, თვალის გუგები არ რეაგირებს, ძლიერი გამღიზიანებლისადმი რეაქცია არაა, ხოლო სუნთქვისა და პულსის აღმოჩენა ძნელია. ზოგადად, როდესაც ჩნდება ეჭვი ლეთარგიულ ძილზე, ჩემი რჩევაა, ადამიანს სარკე პირთან და ცხვირის ნესტოებთან მიუტანოთ – სიცოცხლის ნებისმიერ ფორმაში ის დაიორთქლება. დღემდე საიდუმლოებითაა მოცული რუსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის გარდაცვალება. როგორც ცნობილია, მწერალს ყველაზე მეტად ცოცხლად დამარხვის ეშინოდა. მტანჯველი ავადმყოფობის დროს მან მეგობრებს დაუბარა, არ დაეკრძალათ მანამ, სანამ სხეული გახრწნას არ დაიწყებდა, მაგრამ ეს უცნაური თხოვნა ავადმყოფის ბოდვას მიაწერეს და დანაბარები არ შეუსრულეს. წლების შემდეგ, როცა გოგოლის საფლავი გახსნეს, კუბოს თავსახური შიგნიდან იყო დაკაწრული, ჩონჩხი კი – გვერდზე გადაბრუნებული.  ლეთარგიაში უმიზეზოდ არავინ ვარდება, მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი სტრესი ან ტკივილით გამოწვეული შოკი. 1996 წელს ქართლში მოხდა ასეთი შემთხვევა:  ლეთარგიული ძილიდან გამოვიდა გოგონა, რომელიც სამი წლის იყო  როცა დაეცა და თავი იატაკს დაარტყა. გოგონას ერთი კვირა ეძინა. გამოღვიძებულს თითქოს ყველაფერი ნორმალურად ჰქონდა, წლების განმავლობაში ფიზიკურადაც გაიზარდა, მაგრამ ინტელექტით 3 წლის ბავშვის დონეზე დარჩა.
რამდენიმე წლის წინ ადიგენის რაიონში უეცრად გარდაიცვალა 17 წლის ბიჭი. დედა უცხოეთში იყო სამუშაოდ წასული. დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი ცუდად იყო და ჩამოსულიყო. ქალი სიზმრებში ხედავდა შვილს, რომელიც სთხოვდა, ეხსნა ამ განსაცდელისაგან; ესიზმრებოდა ის ადგილი სადაც ბიჭი დაასაფლავეს; სიზმარში ქალი ხედავდა, მიწის დაყრისას როგორ ახელდა თვალებს მისი შვილი და  როგორ უხმობდა საშველად დედას. ცუდი ამინდების გამო ფრენა გადაიდო, ამიტომ ორი დღით დაიგვიანა და დასაფლავებას ვერ ჩამოუსწრო. ჩამოსვლისთანავე, სახლში არც კი მისულა, პირდაპირ სასაფლაოზე წავიდა. დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი ცოცხალი დახვდებოდა. ხელებით დაიწყო მიწის თხრა. მთელი სოფელი შეიყარა მის კივილზე. ამოთხარეს საფლავი და, მართლაც, ბიჭს თვალები გახელილი ჰქონდა და  გაოგნებული იყურებოდა, აგონიაში იყო. ეს ბიჭი დღესაც ცოცხალი და ჯანმრთელია.

скачать dle 11.3