კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პასუხის გარეშე დარჩენილი შეკითხვები



ქალები  უნებლიეთ  ხშირად უსვამენ მამაკაცებს უხერხულ შეკითხვებს. არა იმიტომ, რომ ძალიან მოსწონთ ეს, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად მათ სიტყვას ვერ დააცდენინებ!  ეს ერთგვარ ჯვარედინ დაკითხვას ჰგავს,  მაგრამ, აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ შეკითხვაზე  მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ და, თან, ღიზიანდებიან კიდეც. .
აი, მაგალითად:
როგორ გამოვიყურები?
არ იტყუება, როდესაც გპასუხობთ: „შესანიშნავად.”  პრობლემა ისაა, რომ, სავარაუდოდ, არც კი შემოგხედავთ. ამ დროს მისთვის მთავარია, მალე მოგიშოროთ თავიდან. მით უმეტეს, თუ ტელევიზორში ფეხბურთს უყურებს.
რაზე ფიქრობ?
მამაკაცს არ შეუძლია, გიპასუხოთ, რაზე ფიქრობს, რადგან ეს პროცესი შეკითხვით შეუწყვიტეთ. ასე რომ, ის არაფერზე აღარ ფიქრობს და ასეთი იქნება პასუხიც, რაც სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ, ხომ გსურდათ, გაგეგოთ, რაზე ფიქრობდა? ერთი სიტყვით, ეს რთული და ჩახლართული სიტუაციაა, ნუღარ ჩაუღრმავდებით
სად იყავი?
არა, მას არ სურდა თქვენი შეგნებულად მოტყუება, უბრალოდ, ეს არის რეფლექსი, რომელიც მსგავსი ტიპის შეკითხვებზე მომენტალურად ჩაირთვება ხოლმე, რადგან  ეს   შეკითხვა მაგიურია: მას უმალვე თინეიჯერად აქცევს, თქვენ კი მკაცრ დედიკოდ. გასაკვირი არაა, რომ მისგან ავტომატურად მოისმენთ ტყუილს.
დღემ როგორ ჩაიარა?
„ნორმალურად,” – ეს ყველაზე ხშირი პასუხია. ტყუილია, მაგრამ, რას ვიზამთ. აჯობებს, მიიღოთ ეს ფორმულირება.
ხელს ხომ არ გიშლი?
არა, რა თქმა უნდა, არ უშლით, მაგრამ, თუ მეგობრებთან ერთად ზის და ლუდს სვამს? მიდით, დაჯექით, ლუდი დაისხით, მიირთვით, თევზიც აქ არის – მაგრამ, ფეშენ-ვიქზე საუბარი არ დაიწყოთ – ყველაზე ნაკლებად სწორედ ამის მოსმენა უნდა.
ეს კაბა ხომ არ მასუქებს?
ტექნიკური პასუხი – „არა, რას ამბობ!” – ტყუილიც არ არის.   რეალურად რომ  შევხედოთ ამ საკითხს, გასუქებს საჭმელი და არა კაბა.
ჩემამდე  რამდენი გოგო გყავდა?
თავად თუ გიპასუხიათ გულწრფელად შეკითხვაზე: „რამდენი მამაკაცი გყოლია?“ ჰოდა, რას ერჩით? არც მას უნდა კონფლიქტი და უსიამოვნება. საერთოდაც, რაში გაინტერესებთ ყოფილების რაოდენობა – მთავარია, რომ მის   გვერდით ახლა თქვენ ხართ.

იქნებ, ეს
 სიმართლეა?!

 ქალებზე ბევრი  მითი არსებობს, თუმცა ის არც ისე შორსაა სიმართლისგან. თავად განსაჯეთ:
 თუ ქალს უყვარს, მისი გული იმედებითაა სავსე – ქალს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უყვარს.
ქალის დანიშნულება და მისი ერთადერთი მოწოდება მამაკაცის გულის დაპყრობაა.
წესიერია ის ქალი, ვის კომპრომენტირებას მამაკაცი ვერ ბედავს.
ქალებს  უყვართ, როცა მათთვის ფულს ხარჯავენ.
თუ ქალის მართვა შეგიძლია, ესე იგი, სახელმწიფოსაც მართავ.
ქალი გაცილებით მეტად ირყვნება მეგობრებთან ინტიმური საუბრით, ვიდრე მამაკაცი.
ქალების დამორჩილების ერთადერთი მეთოდია, შევუქმნათ მათ ილუზია, თითქოს კაცებზე  ბატონობენ.
ქალთან გატარებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს.
თუ საუბარია სიყვარულზე, ქალს იმაზე მეტი ესმის, ვიდრე მამაკაცი ლაპარაკობს.
რაც უფრო მეტი ყურადღებით ექცევა ქალი მამაკაცს, მით უფრო უყვარს, მაგრამ, მით უფრო ნაკლებად უყვარს ამ უკანასკნელს.
ქალს, რომელსაც მიიჩნევენ, რომ ცივია, უბრალოდ, ჯერ არ შეხვედრია მამაკაცი, რომელიც მასში სიყვარულსა და სითბოს გააღვიძებდა.
არ არსებობს უშნო ქალი. არიან ქალები, რომლებმაც არ იციან, კარგად როგორ უნდა გამოიყურებოდნენ.
ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მამაკაცისთვის მისი სულელად მონათვლაა, ქალისთვის კი იმის თქმა, რომ უშნოა.
შეყვარებული მამაკაცი ეჭვიანია, ქალი კი მაშინაც ეჭვიანია, როცა შეყვარებული არაა.
ქალი თავიდან ბოლომდე გულია.
ვერ ვიტყვით, რომ ქალს მტკიცე ხასიათი არ აქვს, უბრალოდ მას ყოველდღე ეცვლება ხასიათი.
ბუნება ცდილობდა, ქალის სახით შემოქმედების მწვერვალის შექმნას, მაგრამ შეცდა, თიხა ძალიან რბილი აღმოჩნდა.
ქალებს მამაკაცის გასულელება უფრო მოსწონთ, ვიდრე მათი საყვარლად ქცევა.
ქალის ჯანმრთელობისთვის მამაკაცის აღფრთოვანებული მზერა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ქალები ზნეობას ქმნიან, მამაკაცები კი კანონებს.

დიახ, ეს ქალია. . .

ეს მოსაზრებები ქალებზე, რა თქმა უნდა, მამაკაცებს ეკუთვნით. შეგიძლიათ, გაიღიმოთ და არ დაეთანხმოთ, მაგრამ მაინც დაფიქრდით, არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან.
– ნდობის მოსაპოვებლად ქალს ჰყოფნის 20-წამიანი ძლიერი ჩახუტება.
– ქალები სამჯერ მეტ სიტყვას იყენებენ დღის განმავლობაში, ვიდრე მამაკაცები.
– ქალის ტვინი ფუნქციონირების დროს ძლიერ ხურდება და მეტ გლუკოზას წვავს.
– ქალსა და მამაკაცს იუმორის განსხვავებული აღქმა აქვთ. კაცს მეტად აღელვებს მხიარული ფინალი, ქალისთვის კი მნიშვნელოვანია იუმორის ზოგადი არსი და თხრობის მანერა. დასასრულისგან კი ის უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე მამაკაცი.
– ქალებს მეტად აქვთ განვითარებული ორგანიზების ნიჭი.
– კაცის სმენის უნარი ქალისაზე სუსტია. ამიტომაც, ქალებს ესმით ჩუმი ინტონაციები, კაცებს კი ყოველთვის არა. მამაკაცის მხედველობა გამახვილებულია ეროტიკულობაზე, ქალი კი გაცილებით უკეთ იმახსოვრებს სურათის ნებისმიერ დეტალს.
– მამაკაცები მეტყველებენ ლოგიკის მეშვეობით, ამიტომაც ისმის ზუსტად ის, რასაც ამბობენ. ქალი კი რთავს ინტუიციას და ემოციებს, ამიტომაც ყველგან რაღაც მინიშნებები გეჩვენება.
– ქალებს ბუნებისგან კომუნიკაბელურობა ერგოთ, მამაკაცებს კი აგრესიული კონკურენცია. ამიტომაც, კაცები ხშირად ჩხუბობენ. ქალები ღიზიანდებიან, რომ მამაკაცები არ საუბრობენ მათთან დიდხანს. ეს კი, უბრალოდ, იმიტომ ხდება, რომ მათი გადმოცემის უნარი ქალისაზე სუსტია.

скачать dle 11.3