კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიაგნოზი

ანუ წითელარმიელებს დანატრულები

 სანამ ამ ჩვენს მეზობელ თურქეთში ისეთი ამბები ხდება, თვით ქემალ ათა თურქი ბრუნავს საფლავში, ამასობაში ბათუმში სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველო“ დაფუძნებულა.
მეტიც, არა მხოლოდ დაფუძნებულა, თვით ყრილობაც კი ჩაუტარებიათ, ოღონდ, აი, ამ დიადი ორგანიზაციის ლიდერმა (ვალერი კვარაცხელიამ) არჩევნებში მონაწილეობა არც დაადასტურა და არც უარყო, მაგრამ, აი, ბათუმის ორგანიზაციის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გვამცნო, რომ არც ისაა გამორიცხული, ეს დიადი მოძრაობა პარტიებს: „ნეიტრალური საქართველო: კვარაცხელია–სოციალისტებსა“ და „ერთიან კომუნისტურ პარტიას“, შეუერთდეს, რათა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისთვის იბრძოლონ (ნეტავ, ხმლებით თუ შაშხანებით?!).
ასეა თუ ისე, ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ საქართველო, ჯერ ერთი, სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში უნდა გაერთიანდეს რუსეთთან ერთად (აი, ის კი აღარ დაუზუსტებია, იმ ბლოკში ეს ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რა სტატუსებით იქნებიან წარმოდგენილნი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ისეთი დეტალია „სოციალისტური ქართველებისთვის“, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს) და, მეორეც – სოციალიზმი უნდა ავაშენოთ, ჩვენ რა, მათ უნდა ააშენონ.
ყრილობაზე რფ-ის „დუმის“ დეპუტატიც ჰყავდათ მიწვეული, ოღონდ ისეთი, ვგონებ, თვით დუმელებიც რომ ვერ ცნობენ. თუმცა ამ უკანასკნელმაც დაგვმოძღვრა (მომყავს ციტატა): „რაც შეეხება ტერმინს: „რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“, აქ მინდა განვმარტო, რომ აფხაზები და ოსები გაურბოდნენ არა ქართველებს, არამედ ამერიკულ ჩექმას (არადა, ამერიკელებს რუსებზე გაცილებით უკეთესი ჩექმები აცვიათ), – და იქვე დასძინა: – რუსეთის ლიდერი გამოდის ინიციატივით, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ აფხაზეთის, ოსეთისა და საქართველოს ხელისუფლები და მხოლოდ ამ გზით მივიდნენ რაიმე კონსესუსამდე“, ანუ, ფაქტობრივად, მოგვიწოდა, აღიარეთ ჩვენ მიერ აღიარებული თქვენი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობაო?!
ასეა თუ ისე, ყრილობის გვირგვინი მაინც ის მოწოდება გახლდათ: წითელი არმია დაბრუნდესო (ჯერჯერობით – მხოლოდ ბათუმშიო). შესაბამისად, ახლა ისღა დაგვრჩა გასარკვევი, მიწიდან უნდა ამოიღონ წითელარმიელები (არც ესაა გამორიცხული, რაკი ყრილობაზე საბჭოეთის ჰიმნიც დაუკრეს, ანუ ავლიპიც კი უძლურია) თუ ასე მოფერებით რუსის ჯარს უხმობენ?! –

скачать dle 11.3