კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რესტორანი „შარბათი” – საუკეთესო ადგილი განტვირთვისა და მრავალფეროვანი მენიუს დასაგემოვნებლად

ქართული სარესტორნე კომპლექსი „შარბათი” თბილისში ის ადგილია, სადაც ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია მიირთვას სასურველი კერძები, დაისვენოს თავისი გემოვნების შესაბამისად და დატკბეს კარგი მუსიკით. მაღალი დონის მომსახურება, მყუდრო გარემო და უგემრიელესი კერძები ქმნის სრულყოფილებას. „შარბათის” შესახებ უფრო დაწვრილებით რესტორნის მენეჯერი, ბატონი ზაზა გოგისვანიძე გვესაუბრა.
ზაზა გოგისვანიძე: დაახლოებით ერთი წელია, რაც „შარბათის” მენეჯერი ვარ და ეს ძალიან მეამაყება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მომხმარებელი დარჩეს მაქსიმალურად კმაყოფილი. რესტორნის საქმიანობაში თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული და მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა პირობა შევქმნა. „შარბათის” კომპლექსში შედის ცენტრალური დარბაზი, მინიატურული დარბაზი და მარანი. ასევე, გვაქვს „ვი აი პი“ კუპე. რესტორანს აქვს საზაფხულო ტერასაც. „შარბათი” ძალიან ხშირად მასპინძლობს უცხოელ სტუმრებს.
– რამდენ პერსონაზეა გათვლილი „შარბათი”?
– ცენტრალურ დარბაზში ეტევა 350 ადამიანი, მინიატურულ დარბაზში – 120, ქვემოთ, მარანში – 100. ეზოში გვაქვს პატარ– პატარა, რვაკაციანი  კუპეები. რაც შეეხება „ვი აი პი” კუპეს, ის გათვლილია 30 პერსონაზე. საზაფხულო ტერასაზე გვაქვს ხუთკაციანი მაგიდები. საბოლოო ჯამში, ტერასაზე, სავარაუდოდ, 20-25 ადამიანი ეტევა.
– როგორია „შარბათის ” მენიუ?
– მენიუში გვაქვს როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძების ძალიან ფართო არჩევანი. „შარბათის” კერძები გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი საფირმო კერძებიც. მათ შორის უნდა გამოვყო შემწვარი მსხალი შოკოლადით. „შარბათის” საფირმო კერძებს შორისაა სულგუნის უგემრიელესი ქაბაბი. რაც შეეხება სასმელებს, აქაც გვაქვს ჩვენი საფირმო სასმელი – „შარბათის” შარბათი”. ეს არის არაყი, რომელიც მზადდება ბროწეულისა და ჭაჭის ნაზავით.
– ძირითადად, რა ტიპის სუფრებს მასპინძლობთ?
– ყოველდღიურად ვმასპინძლობთ როგორც შედარებით მცირერიცხოვან მაგიდებს, ასევე სხვადასხვა ტიპის სადღესასწაულო სუფრებს. შაბათ-კვირას „შარბათი,” ძირითადად, მასპინძლობს ქორწილებსა და ბანკეტებს. მარანი იხსნება დილის ათ საათზე. რაც შეეხება ცენტრალურ დარბაზს, ის საღამოს შვიდი საათიდან იწყებს მუშაობას ბოლო სტუმრამდე.
– რატომ უნდა მიანიჭოს მომხმარებელმა უპირატესობა „შარბათს”?
– იმიტომ, რომ „შარბათი” უიშვიათესი კომპლექსია აგებულების თვალსაზრისით – გათვლილია ყველანაირი გემოვნების ადამიანზე. ჩვენს სტუმრებს აქვთ საშუალება, აღნიშნონ მათთვის მნიშვნელოვანი დღეები მრავალფეროვან გარემოში.  ჩვენი მაღალკვალიფიციური მზარეულების კერძები განსაკუთრებულად გემრიელია. არანაკლები მონდომებით მუშაობს ჩვენი მომსახურე პერსონალი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს „შარბათის” მომსახურების სრულყოფაში, ბევრ დაწესებულებას ხშირად აქვს სტუმართა ავტომანქანების პარკირების პრობლემა, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი ფართი ამისთვის. „შარბათში” ეს პრობლემა არ არსებობს. საპარკინგე ტერიტორია იტევს ჩვენი რესტორნის ყველა სტუმრის ავტომობილს, მაშინაც კი, როცა ძირითადი დარბაზი, მარანი და ტერასა სრული დატვირთვით მუშაობს.
– ვინ ზრუნავს „შარბათის” სტუმრების განწყობის ამაღლებაზე?
– ჩვენ გვყავს პროფესიონალი მომღერლები და ხალხური ცეკვების ანსამბლი,  რომლებიც ყოველ საღამოს ჩვენი სტუმრების საუკეთესო განწყობაზე ზრუნავენ. ძალიან ხშირად ჩვენი რესტორანი მასპინძლობს საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ სახეებს, მათ შორის მომღერლებსაც.
   მისამართი:  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი, (დიდი დიღმის გამოსასვლელთან).
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995 95 102 102) (595 05 80 80). 
Facebook: Restaurant Sharbati/რესტორანი შარბათი
E-mail: sharbati@sharbati.ge

скачать dle 11.3