კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აუმხედრდა ბონდო მძინარაშვილს და სად ჩააცვა მან შილიფად მოსიარულე ქალებს

მედია-კავშირ „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი, 30 წელია, ქართულ ჟურნალისტიკას „ამაგრებს” – იმ საქმის წყალობით, რომელსაც ცხოვრება ადრეული ასაკიდან დაუკავშირა, არც პროფესიული წარმატებები აკლდა და არც  რთული პერიოდები, თუმცა ფიქრობს, რომ ჟურნალისტიკა  მისი ცხოვრების მთავარი აზარტია. ვის დაუწესა ბონდო მძინარაშვილმა დრეს-კოდი და რას გასცდა მისი ურთიეთობა ედუარდ შევარდნაძესთან, ამას თავად  მისგან  შეიტყობთ, რომელიც ძალიან ხალისიანი, საინტერესო და გულწრფელი რესპონდენტია.  
ბონდო მძინარაშვილი: 30 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ.   ჩემს ცხოვრებაში ეს გზა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელით”, სადაც მეხუთე-მეექვსეკლასელი  მოსწავლე უამრავ წერილს ვგზავნიდი. იქიდან მომდიოდა  პასუხები, გამოხმაურებები. მერე გავხდი ნორჩკორი, მაძლევდნენ დავალებებს.  იმ პერიოდში „ნორჩი ლენინელის”  რუსული ვერსიაც გამოდიოდა და ვრცელდებოდა  საბჭოთა კავშირის ყველა ქალაქში.  ქარელის რაიონის სოფელ  კეხიჯვარში  წერილები მომდიოდა საბჭოთა კავშირის ყველა წერტილიდან - რაიონის ფოსტალიონებისთვის ყველაზე არასასურველი ადამიანი ვიყავი,   შეწუხებული  იყვნენ  ჩემი წერილებით. დღეში რამდენიმე წერილის  ჩაბარება როგორი საქმე იყო?! ძალიან  აქტიური მოსწავლე  ვიყავი – ვმონაწილეობდი ოლიმპიადებში, ტურებში, ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი. სოფელში  კვირაში ერთხელ მოდიოდა  ავტობუსი-ბიბლიოთეკა, რომლის მუდმივი მომხმარებელიც ვიყავი.  რაიონული ბიბლიოთეკიდან გადმოვინაცვლე თბილისის ბიბლიოთეკებში,  როდესაც აქ ჩამოვედი სწავლის გასაგრძელებლად. ყველა ბიბლიოთეკაში აღრიცხვაზე ვიყავი. მაშინ წიგნები ტალონებით იყიდებოდა, მე ამისი შესაძლებლობა არ მქონდა. ამიტომაც, დავდიოდი წიგნების მაღაზიებში, გამყიდველები მაძლევდნენ საშუალებას, იქვე წამეკითხა ის წიგნები, რაც გასაყიდად იყო გამოტანილი.
– სად გაიხსნა თქვენი შრომის წიგნაკი?
–  პოლიგრაფიულ სასწავლებელში სწავლის დროს ყველა სტამბაში გვიწევდა პრაქტიკის გავლა, მათ შორის,  იქ, სადაც იბეჭდებოდა „ისკრა”.  ეს წლები მეთვლებოდა სამუშაო სტაჟად,  ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური იყო  გამომცემლობა „სამშობლო”, სადაც გავდიოდი პრაქტიკას. სამი თვის შემდეგ ნარგიზა მგელაძემ  შემომთავაზა გადავსულიყავი გაზეთ „თბილისში”.  ბევრ საქმეს ვაკეთებდი,  დილის ცხრა საათიდან გვიანობამდე მიწევდა მუშაობა, ჩემი მთავარი მიზანი იყო, ეს საქმე კარგად მესწავლა.  პირველი ხელფასი ავიღე  256 მანეთი, რაც იმ პერიოდისთვის და 18 წლის ბიჭისთვის კარგი ფული იყო.  იმ დროს გაზეთ „თბილისს” აკაბადონებდა არაჩვეულებრივი ადამიანი დავით კეზერაშვილი, რომელმაც მირჩია, პირველი ხელფასი კარგად რომ დაგამახსოვრდეს,  ისეთი რამ იყიდე, რაც მუდამ შენთან იქნებაო.  მანვე მირჩია და  ზემელზე, საჩუქრების მაღაზიაში გოეთეს, ლესინგისა და შლეგელის სასაჩუქრე გამოცემები ვიყიდე.
– თქვენი კოლეგების ბედს ხომ არ გაიზიარებთ და მოახლოებულ  არჩევნებში ჟურნალისტიკას ხომ არ დაემშვიდობებით? 
–  მე არ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებს ყველაზე ნაკლებად გვაქვს უფლება წავიდეთ პოლიტიკაში, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლებს. ყველაზე კარგად პოლიტიკაში სწორედ პოლიტიკური ჟურნალისტები ვერკვევით. ჩვენ და ის პოლიტიკოსები, ვინც დღეს ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში არიან, ერთად გავიზარდეთ. შესაბამისად, მათ შესახებ ისე კარგად ვიცით ყველაფერი, როგორც საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ. ყველაფრის მომსწრე და მონაწილენი ვართ. იმის მიუხედავად, რომ წლებია, პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ვმუშაობ, ასეთი გადაწყვეტილება აქამდე არ მიმიღია.
– ანუ, აქამდე ვერავინ ჩაგითრიათ და ახლა მეგობარმა ირმა ინაშვილმა შეიძლება „გაცდუნოთ”?
– ირმა ინაშვილის გამო ბევრ რამეზე შემიძლია, წავიდე და არა მხოლოდ პოლიტიკისკენ. არა მგონია, ასე „გამწიროს”, მაგრამ მის გამო უფსკრულისკენაც გადავდგამ ნაბიჯს, ისე ვენდობი. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი ყოფნა პოლიტიკაში გარდაუვალი აუცილებლობაა, მაგრამ თუ გარემოებებმა ასე მოიტანა, რა პრობლემაა?! ქოშის უკუღმა აყრას არ ვაპირებ. ყველაფერი ღვთის ნებაა და ხშირად ვამბობ, რომ რაც კი ჩემს ცხოვრებაში ხდება, ან ღვთის ჯილდოა, ან ღვთის სასჯელი, ან ღვთით გამოცდა. მე არასდროს ვფიქრობ, რა იქნება ხვალ. ერთი ნაბიჯი და მცდელობა არ მქონია თავის დროზე, რომ მუშაობა დამეწყო პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციაში, მაგრამ მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება და არც მიყოყმანია, ესეც მოვსინჯე: დიდი გამოცდილება მივიღე – ძალიან საინტერესო იყო როგორც პრეზიდენტ შევარდნაძესთან,  ისე კოლეგებთან „სხვა ფორმატში“ მუშაობა.
– ამბობენ, რომ მასთან საკმაოდ  ახლო  ურთიერთობა გქონდათ. 
–  მე ვიყავი მისი კონსულტანტი ტექნიკურ საკითხებში. ჩვენ ხშირად გვქონდა  გულახდილი, გულწრფელი საუბრები, რაც ადამიანებთან ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია.  როდესაც  ედუარდ შევარდანძესთან მუშაობა დავიწყე, უკვე მქონდა წარმატებები ჟურნალისტიკაში, სახელმწიფო ჯილდოებიც  მქონდა მიღებული.  სულ ვეუბნები ახალგაზრდებს,  ადამიანმა წარმატებისთვის, ჯილდოებისთვის არ უნდა იშრომო – როდესაც ბევრს  მუშაობ, ეს აუცილებლად გამოჩნდება და უკან დაგიბრუნდება.  მახსოვს,  მუშაობას რომ ვიწყებდი, ბატონმა ედუარდმა მითხრა, ახლა შენ აქ ბევრ რამეს დაინახავ და იმედი მაქვს, ამ ყველაფრისგან თავს შორს დაიჭერო. პრესსამსახურში მუშაობის დროს, პარალელურად ვმუშაობდი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში”. ეს ჩემი მოთხოვნა იყო – წერას თავს ვერ დავანებებდი. გაზეთის 2-3 გვერდზე  ოფიციალური დოკუმენტები იბეჭდებოდა, ეს დოკუმენტები მე უნდა გამეგზავნა ჩემი  თავისთვის რედაქციაში, სადაც 7 წელი პასუხისმგებელი მდივანი, ბოლოს კი მთავარი რედაქტორის მოადგილე ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ  პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობა რთული არ  იყო – მახსოვს, როგორ ამიმხედრდა ყველა, როგორ გავხდი თავდასხმის ობიექტი როგორც ჟურნალისტების, ასევე ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მხრიდან იმის გამო, რომ მთავრობის სხდომების შემდეგ,    მეთორმეტე სართულზე,  ლიფტებთან მინისტრებთან ჯაჯგურით კომენტარების მოპოვება ავკრძალეთ, რაც ჩემი ინიციატივა იყო. თუმცა, ზუსტად ორი წლის შემდეგ, როგორც კი ზურაბ ნოღაიდელი დაინიშნა პრემიერად, ზუსტად ის გაიმეორეს და გააკეთეს,  რაზეც  მე  ვსაუბრობდი  –  ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის გამოიყო სპეციალური სივრცე, რაც დღემდე ასე მუშაობს.  
– თქვენ ჟურნალისტებსაც დაუწესეთ დრეს-კოდი კანცელარიაში.
–   სხვა გზა არ იყო,  ზოგიერთი ჟურნალისტი „შლოპანცებითა” და ბრეტელებიანი მაისურებით დადიოდა პრეზიდენტთან პრესკონფერენციებზე. თვითონ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ მე ვფიქრობ, როდესაც სახელმწიფო სამსახურში ხარ, ან ურთიერთობა გიწევს ქვეყნის პირველ პირებთან, გარკვეული ჩარჩოების დაცვა აუცილებელია.  მახსოვს, როდესაც პრესკონფერენციებზე შილიფად ჩაცმული ჟურნალისტების მოსვლა ავკრძალე, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.  იმის მიუხედავად, რომ ყველა რედაქტორს დავურეკე და ვთხოვე,  ბრიფინგებზე „ჩაცმული” ჟურნალისტები გამოეგზავნათ, თუმცა მონაზონის სამოსით მოსვლას, რა თქმა უნდა, არ ვითხოვდი, თავიდან ამასთან შეჩვევა მაინც გაუჭირდათ. მახსოვს,  პირველივე დღეს, როდესაც ჟურნალისტები ჩემთან და დაცვის თანამშრომლებთან ახალ წესს აპროტესტებდნენ, ლიფტიდან გამოვიდა ანი მიროტაძე. პაპანაქება ივლისში კოსტიუმით იყო. ასეთი ჩაცმული რომ დავინახე, გული მომეცა – ხომ ხედავთ, ანი მიროტაძემაც კი ჩაიცვა, თქვენ რატომ არ უნდა ჩაიცვათ-მეთქი. ასე დამეხმარა იმ დღეს ანი მიროტაძე (იცინის). როდესაც ედუარდ შევარდნაძეს უთხრეს, ბონდო კრძალავს ჟურნალისტების ნახევრად შიშველ სიარულსო, მან კარგად  იხუმრა: ახლა,  ეს შეიძლება ბონდოსთვისაა პრობლემა,  მაგრამ  ჩემთვის - არა. მე ეს ამბავი აღარ მაღიზიანებსო (იცინის).      
– როგორც ჩანს, მისი იუმორი კარგად გადმოგედოთ, თქვენი ბასრი ხუმრობა სულ ახლახან საკუთარ თავზე იწვნია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის მეუღლემ.
–  ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ეკა კვესიტაძემ მწარედ მითხრა, „ობიექტივში“ კიდევ ერთი კამერა გაქვთ, აქეთ-იქით რომ ტრიალებსო? თუმცა, მან კარგად იცის, რომ „ობიექტივში” ახლა ბევრად მეტი კამერა გვაქვს.    ცუდ ტონად მიმაჩნია, როდესაც ადამიანები ვინმეს სიღარიბეს დასცინიან. ამდენი ჟურნალისტის გარემოცვაში ამის თქმა როგორი იყო? ამიტომაც მიიღო  ჩემგან პასუხად: ეგ ერთი კამერა იყო,  შენ და ჩერგოლეიშვილს     ქმრები სახლში რომ დაგისვათ გაუთხოვარი მულებივით-მეთქი (იცინის). მე არ მესმის და არც არასდროს მესმოდა,  აგრესიული დამოკიდებულება, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის მიმართ. 2002 წელს, პრაღაში, „ნატოს” სამიტზე,  როდესაც ედუარდ შევარდანაძემ პირველად განაცხადა „ნატოში” გაწევრიანების სურვილის შესახებ,  ერთ-ერთი ახლა უკვე „გაუთხოვარი მული” – ეკა კვესიტაძის ქმარი, გაზეთ „24 საათის” ჟურნალისტი, შოთა უტიაშვილი, მე  წავიყვანე პრეზიდენტის თვითმფრინავით. 
– გაუთხოვარი მულის რა გითხრათ და თქვენც  რომ  ჯერ კიდევ დაუქორწინებელი ხართ...  
– ჰო, ასე მოხდა, მაგრამ  ბავშვობიდან სულ შეყვარებული ვარ... ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა ერთხელ მაინც მოვყვები. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ჩემზე ასაკით უფროსი გოგონა შემიყვარდა. ეს იყო ტრაგიკული ისტორია. პატარა ბიჭი ვიყავი, ღრმა სიყვარულის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ისე მიყვარდა, უმისოდ ვერ ვძლებდი.  ყველა შესვენებაზე მასთან მივრბოდი და ჩავეხუტებოდი. სკოლა დაამთავრა და მე ხომ არ დამელოდებოდა, როდის გავიზრდებოდი და  დაოჯახდა.  ორსული იყო, მატარებელი დაეჯახა და გარდაიცვალა. ეს იყო ჩემი ცხოვრების საშინელი ტრაგედია, მე მივედი მის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე, ჩავეხუტე და ვკოცნიდი მიცვალებულს, რამაც ყველა გააოცა. მერე სულ ვფიქრობდი, შიშიც დამჩემდა, ვინმე რომ შემიყვარდეს და ისევ რამე დაემართოს-მეთქი, თუმცა ღმერთის წყალობით ამ შიშმა გამიარა. საბედნიეროდ, მერე არავის არაფერი დამართნია.    სიყვარულის რეჟიმში მუდმივად ვარ.  ვერ ვიტყვი, რომ ქალბატონების მიმართ  განსაკუთრებულად პრეტენზიული ვარ, პირიქით, ეს ეტაპებიც გავიარე. ზოგს ჰგონია, რომ ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ, თუმცა ეს ასე არაა, პირიქით, საკუთარი თავი  ძალიან რომანტიკული  მგონია. ყოველთვის შეყვარებული ვარ, სიყვარულისთვის  ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ისეთ ნაბიჯზეც წავალ, რომ არ ვიფიქრებ შედეგებზე. ერთი-ორჯერ მქონდა ისტორია, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავი გადაწყვეტილების მიღებასთან. ჩემმა ოჯახმა და ახლობლებმაც იცოდნენ ამის შესახებ. ერთხელ მივადექით კიდეც ხელის სათხოვნელად, მანქანებით, შამპანურით, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვენდობოდე ადამიანს და არ მომატყუოს. რაც არ უნდა ჰქონდეს ქალს ჩადენილი წარსულში, მთავარია, ვიცოდე სიმართლე.  
– ედუარდ შევარდნაძე არ ეძებდა თქვენთვის საცოლეს?
–  იცოდა ხოლმე ჟურნალისტების წრეში მყოფმა, გადმომხედავდა და რომელიმე ჟურნალისტზე თვალით მანიშნებდა, ნახე, რა კარგი გოგოაო. მერე მე ვეუბნებოდი, არ გამოვა ეგ ამბავი, მაგას ორი შვილი ჰყავს, ან მესამედ არის გათხოვილი-მეთქი. ვიცოდი ყველას ქმრის, ცოლის, შვილების, მშობლების, და-ძმისა და მამამთილის სახელიც კი.  ყველაზე ყველაფერი როგორ იციო, უკვირდა ხოლმე ედუარდ შევარდანაძეს, მაგრამ ჩემთვის  საცოლის „შერჩევას” მაინც განაგრძობდა (იცინის). ჟურნალისტებსაც უკვირდათ - აღარ ახსოვდათ, რომ ეს ყველაფერი საკუთარი ხელით ჰქონდათ ჩაწერილი იმ ანკეტაში, რომელსაც აკრედიტაციის დროს ავსებდნენ.  ერთხელ ეკა სარიას პირი დარჩა ღია, როცა ჩემი სეხნია მისი მამამთილი მოვიკითხე...  აუცილებლობის შემთხვევაში ვაზუსტებდი დედამთილის, სიმამრისა და სიდედრის ვინაობასაც (იცინის).

скачать dle 11.3