კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა იყოს თუ არა ბორის ბედიას რჩეული ქალიშვილი და როგორ ხვდებოდა ის ერთდროულად ათ ქალს

მომღერალი ბორის ბედია ბოლო პერიოდში საესტრადო სიმღერას ჩამოშორდა და მთელ დროს საოპერო მუსიკის შესწავლას უთმობს. პარალელურად, აქტიურად ზრუნავს სასურველი ფორმის მისაღწევად და ბოლო სამ თვეში ვარჯიშითა და დიეტით ათი კილოგრამი დაიკლო. მისი გარეგნობისა და შემოქმედების წყალობით, ქალების გულის დაპყრობა ნამდვილად არ უჭირს და საქართველოს გარდა განსაკუთრებული პოპულარობით სლავ ქალებში სარგებლობს.
ბორის ბედია: ბოლო პერიოდში საესტრადო სიმღერას საერთოდ ჩამოვშორიდი და კლასიკური განხრით ვმეცადინეობ. საოპერო სიმღერებს ვსწავლობ – ავსტრიაში მცხოვრები, დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ებრაელი მამეცადინებს სკაიპით. ძალიან ბევრს ვმეცადინეობ და როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ვიქნები, ალბათ, ევროპაშიც წავალ. რადგან აქ ნამდვილი ჭაობია, ხელოვნება ნულის დონეზეა და არაფერს აზრი არ აქვს.
– პარალელურად, აქტიურად ზრუნავ ფორმაზეც. როგორ მოახერხე ათი კილოგრამის დაკლება?
– ვარჯიშითა და დიეტით. პური, კარტოფილი და სახამებლის შემცველი თუ სხვა, ორგანიზმისთვის არასასურველი საჭმელი, ასევე, გაზიანი სასმელი მაქსიმალურად ამოვიღე რაციონიდან. 6 საათის შემდეგ კი, საერთოდ არაფერს ვჭამ, მხოლოდ წყალს ვსვამ. სამ თვეში ათი კილო დავიკელი და კიდევ მინუს 5-6, არ იქნებოდა ურიგო.
– გადავიდეთ ჩვენს ძირითად თემაზე – მოგზაურობა. მითხარი, როგორ ერთობი უცხოეთში?
– ძალიან მომწონს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და თან, რა ჯობია, როცა გარშემო უამრავ მშვენიერ მანდილოსანს ხედავ?! ამ დროს სულ მემღერება და ცხოვრება მიხარია. ქართველი ქალი თუ ლამაზია, რუსსაც ჯობია და სხვებსაც, მაგრამ სლავების ქალები მასობრივად ჯიშიანები არიან. მოგზაურობისას ძალიან ბევრი რომანტიკული თავგადასავალი მქონია: ჰოლანდიაშიც, ლატვიაშიც, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მალე დამთავრებულა. არის ვნება, რომელიც ერთი-ორი თვე ძლებს და მერე ქრება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო. ცოლზე ახლაც არ ვფიქრობ. თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ თუ ეს გრძნობა მოვა, გამიხარდება. ახლა უმუშევარი ვარ. რესტორნებში სიმღერასაც თავი დავანებე. ორი კურდღლის დევნა არ გამოდის – თუ ოპერა გინდა, სხვა, ყველაფერი უნდა გადადო და მათ შორის, ქალებიც. ქალი კარგია, მაგრამ გაბრკოლებს. მათ გამო ბევრჯერ დავიხიე უკან შემოქმედებითი თვალსაზრისით. ქალით ანთებული საქმეზე ნაკლებად ფიქრობ და ორი კურდღლის მადევარი, ვერცერთს ვერ იჭერ.
– ანუ, ქალებზე უარი თქვი?
– არა. ღმერთმა დამიფაროს, ქალებზე უარი ვთქვა, მაგრამ თუ ადრე, ტრაბახის გარეშე, დღეში ათ გოგოს ვხვდებოდი, ახლა ხანდახან ერთს თუ შევხვდები. ლამაზ ქალებს რა დალევს, მაგრამ მათგან რა დამრჩება?! გართობაც კარგია, მაგრამ უკვე ყელში ამომივიდა. ახლა 32 წლის ვარ. უკვე ოჯახი მინდა იმ ერთადერთთან, ვინც მეყვარება და შვილები. არ მიყვარს იდიოტი და არც დემაგოგი ქალები. ხანდახან ქალს ის სისულელეც შვენის. ჭკვიანი ქალი ყოველთვის მოისულელებს თავს, მაგრამ მაინც თავის ჭკუაზე გატარებს, თუმცა არა გამოყენებისთვის.
– ქალიშვილობაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია შენთვის?
– რა თქმა უნდა, გესიამოვნება, თუ ქალისთვის პირველი მამაკაცი ხარ. როცა ქალი გიყვარს და წარმოიდგენ, რომ მას ვიღაც ეალერსებოდა, რაღაც მომენტში, ცოტა მიუღებელია. მაგრამ ყველაფერი ხდება: ვთქვათ, არის წესიერი ქალი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქმარი გარდაეცვალა, უბედურება შეემთხვა და რა,  მას არ აქვს ბედნიერების უფლება? ეს უნდა გაითვალისწინო. ზოგი ქალი ხან ერთ კაცთან არის, ხან მეორესთან, მერე კი გადაწყვეტს ერთის არჩევას და კდემამოსილი ქალის იმიჯის მორგებას, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუ ასეთი სული აქვს, არაფერი ეშველება. ბოდიში და ბოზს სულ ოქროს ქმარიც რომ შეხვდეს, მაინც გაიხედავს სხვისკენ, იმიტომ რომ, ეს სისხლში აქვს.
– თუმცა, ქორწინებადე სექსის მომხრე ხარ...
– რატომაც არა, მაინც შენი არ გახდება? ოჯახები ხშირად ინგრევა წყვილის შეუთავსებლობის გამო და ამიტომ, ჯობია, ქორწინებამდე იყო დაკვირვებული და ხშირი კონტაქტი გქონდეს შენს რჩეულთან. თუმცა, მე აქამდე არავინ მყვარებია, მხოლოდ ვნებას განვიცდიდი, რაც მალე მთავრდება. ქართველ გოგონებში კი გათხოვების სურვილია მოჭარბებული. გათხოვება რომ უნდათ, კარგია, მაგრამ მერე კი არ უნდა გაუჩნდეთ ამბიციები, თავიდანვე არ უნდა იყვნენ ხან ერთთან და ხან მეორესთან.
– თქვი, დღეში ათ ქალს ვხვდებოდიო, რა გაგიკეთებია ლამაზი ქალის მოსახიბლად?
– ზოგჯერ ათზე მეტსაც და ეს ტრიპაჩობა არ არის. უკრაინაში იმდენი ლამაზი გოგოა, იმპოტენტი თუ არ ხარ, რომ შეხედავ, ხომ გაგიჟდები. თან, რომ გეპრანჭებიან... მეც შეხედულება არ მაკლია, ვმღერი. თან, ისინი კავკასიელებზე გიჟდებიან (იცინის). უკრაინაში ერთ ძალიან ლამაზ გოგოსთან ვცხოვრობდი. რომ ამბობენ, „რა დედამ შობაო“, ზუსტად ეგეთი იყო. ამის შემდეგ ვის შევხედავ-მეთქი, ვფიქრობდი. არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთმანეთს ყველაფერში ვუგებდით. ერთი კვირა ჩავიკეტეთ და გადაბმულად სასწაულ სიყვარულში ვიყავით. მერე უკვე მეგობრებმა დაიწყეს ჩემი მოკითხვა, სად დაიკარგეო და წამოვედი. ქუჩაში ტრანსპორტს ველოდი, სიყვარულისგან გადაღლილი ფეხზე ძლივს ვდგავარ, მგონია, წავიქცევი და ამ დროს, დავინახე ულამაზესი გოგო. გამიღიმა და უცებ, მხრებში, ფეხებში და ყველგან, გავიმართე და ვფიქრობ: ბორია, ეს გოგო თუ  ხელიდან გაუშვი, შენ ყოფილხარ იმპოტენტი-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ იმდენი სიყვარულისა და აფეთქებების შემდეგ, ფეხზე დგომა მიჭირდა. ეს გოგო ჯიხვივით ახტა ტრანსპორტში და ჩემი ფეხებიც თავისით აჰყვა. გავუბი ლაპარაკი და ვუთხარი, რომ მომღერალი ვარ-მეთქი. არ დაიჯერა, ფეხბურთელს უფრო ჰგავხარო (იცინის). ავდექი და იტალიურად ვუმღერე. გაგიჟდა ხალხი: ბრავო, ბრავოო, – მესმოდა შეძახილები. რა არის ემოცია და ვნება, თორემ სიმღერის კი არა, ფეხზე დგომის თავიც არ მქონდა. მერე მშვენიერ ადგილას დავპატიჟე და როგორც საჭირო იყო, ისე გავატერეთ დრო. შეყვარებული ჰყოლია, მაგრამ ცოტა ხნით გვერდზე გადადო. კიდევ კარგი, სხვა სახელით გავეცანი, თორემ მერე ვეღარ მოვიშორებდი.
– მერე გიჭირს ხოლმე ქალებისგან თავის დაღწევა? ერთად რომ ამდენს ხვდებოდი, უხერხული დამთხვევა არ მომხდარა?
– ქალებისგან თავის დაღწევის პრობლემა ბევრ ქვეყანაში შემქმნია (იცინის). იქ ერთ კაცზე ორმოცდაათი ქალი მოდის. ყველა ქალთან ვერ გამოგივა, მაგრამ  რაც მეტს მოასწრებ, უკეთესია. ერთ დღეს ერთი გელოდება, მეორე დღეს – მეორე და ასე შემდეგ. კიევში მე და ჩემს მეგობარს ერთი გოგო მოგვეწონა, მაგრამ გოგოს მე მოვეწონე და მასთან სიარული რომ დავიწყე, მეგობარი დაიბოღმა და ჩემთან ურთიერთობაში ჩაიჭრა. ამ გოგოსთან ერთად მაგიდასთან ვიჯექი. ამ დროს ამ ჩემმა „ძმაკაცმა“ ერთ გოგოს დაურეკა, რომელსაც იმ დროს ვხვდებოდი პარალელურად და იქ „დამაყენა“. მაშინვე მივხვდი, რომ კარგი არაფერი მოხდებოდა. მალე მართლაც ერთმანეთი თმით ითრიეს და კატებივით დაიწყეს ჩხუბი. ვცდილობდი, გამეშველებინა და ამ დროს მე მომხვდა ხელი სახეში. სამი დღე მეტყობოდა გაშლილი თითების კვალი. თქვენი დედაც, დაგიხოციათ ერთმანეთი-მეთქი. მერე დაცვა ჩაერთო ამ ამბავში.
ვნება რა სიგიჟეს არ გაგაკეთებინებს კაცს. ერთი ულამაზესი გოგო მყავდა – ოდესაში ვისვენებდი, ჩემგან რვაასი კილომეტრი აშორებდა. დამირეკა და მითხრა, მომენატრეო. მოვახტი მატარებელს, ჩავედი, ჩავეხუტე, ჩავატკბარუნე და მეორე დღეს წამოვედი. 1 200 კილომეტრიც გამივლია ძალიან მაგარი გოგოსთვის. მაგარი მეგობრები ვიყავით, ლოგინით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩვენი მეგობრობა. მითხრა, თუ ჩამოხვალ, ბევრ ლამაზ გოგოს დაგახვედრებო, ჯიგარია. იმ დროს უკრაინაში ომი იყო, მაგრამ ასეთ გოგოსთან მივდიოდი და ომი შემაშინებდა?! (იცინის).
– ისეთი შემთხვევა გქონია, როცა ქალი ყველანაირად ცდილობს შენს მოხიბვლას, მათ შორის, საჩუქრებით?
– კი, წინა დაბადების დღეზე „აიფონი“ მაჩუქეს, მაგრამ საჩემო არ იყო ეს ტელეფონი და ისევ ძველს დავუბრუნდი. ერთხელ რესტორნის ტუალეტში შევედი, კაცებისა და ქალების ტუალეტი ერთად იყო. იქ მყოფ ქალებს ჩემი სიმღერა ჰქონდათ მოსმენილი და ერთმა გოგომ რომ დამინახა, მოვიდა და ჩამეხუტა. ამის დანახვისას მეორე ქალმა გაშლილი ხელი ამომცხო ტაკოზე, იმას როგორ ჩაეხუტეო. ვაიმეე, ახლა ამათ არ გამგლიჯონ აქ-მეთქი (იცინის).
– შენ თუ გიცდია ვინმეს მოხიბვლა განსაკუთრებულად?
– ვინიცაში (უკრაინა) კარაოკე-ბარში ვზივარ და ირგვლივ ულამაზესი გოგონები არიან. ყველა მინდა, მაგრამ ერთად როგორ გამოვა? ერთზე აიღე მიზანი და გამოვა... მაგრამ, მე ყველა მინდოდა და ყველასთან დავიწყე ფლირტი, რაც არ მოეწონათ. ყველას ხომ პრინცესა ჰგონია თავი და ბოლოს, ისე მოხდა, არცერთი არ შემრჩა ხელში (იცინის).
– ქართველები არიან ურთიერთობებში ასეთი თავისუფლები?
– ქართველებს უფრო მეტი კდემამოსილება და თავდაჭერილობა აქვთ. იმათ მეტი ვნებები აქვთ მოჭარბებული – თუ  ქმარი ვერაფერს აკეთებს იმ ამბავში, შენ კი თან მღერი და ყვავილებსაც გვჩუქნი, თავს ქალად გვაგრძნობინებო... აი, ქართველ გოგონებს ყვავილები არ უყვართ. ერთ გოგოს მაგარი ყვავილები ვაჩუქე და თავი გაიგიჟა, ეგონა, ბრილიანტებს მივუტანდი. ქართველ ქალებს უთქვამთ, თუ შენთან სექსი მექნება, მაშინ შენი ცოლი უნდა ვიყოო და ამის შემდეგ ურთიერთობა დამიმთავრებია. არ მყვარებია და იმიტომ. დაძალებული კიდევ არაფერი მინდა.  ერთხელ საქართველოში ჩამომაკითხა ერთმა გოგომ. ამ დროს აქ ერთ ლამაზ ქართველ გოგოს ვხვდებოდი, მაგრამ იმ გოგომ რომ ჩამომაკითხა, ქართველთან შვებულება ავიღე და იმ გოგოსთან ერთად სასტუმროს ნომერში დავბინავდი. დიდხანს რომ არ გამოვჩნდი, ამან მომიკითხა. ჩემთანაც ყოფილა სახლში და ერთხელ იმ გოგოსთან ერთად რომ ვვახშმობდი, რესტორანში დამადგა, „ნაგლად” დამიჯდა სუფრასთან. უკრაინელს ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის დასავით იყო, მაგრამ ამას ჯადოების სჯეროდა და ხელების ქნევა დაგვიწყო უცნაურად. უკრაინელი გოგო გაოცებული უყურებდა, ღმერთმა იცის, რას ფიქრობდა. მოკლედ, მივხვდი, რომ მალე ჩხუბს დაიწყებდნენ. მოვკიდე ხელი ამ ქართველს, დაბლა ჩავიყვანე: რას აკეთებ, მეგობრის ცოლია, მალე მისი ქმარიც მოვა. როგორ იქცევი, წადი-მეთქი, ვეუბნები. კარგი, დაველოდოთ მის ქმარსო, მიპასუხა. გადავირიე, მოვკიდე ხელი, გავიყვანე, ტაქსში ჩავსვი, ფული გადავუხადე და თუ ძმა ხარ, წაიყვანე-მეთქი, ვუთხარი მძღოლს (იცინის).
– ღალატზე რას ფიქრობ, კაცის თუ ქალის მხრიდან?
– ქალი რომ გღალატობს, ის მარტო შენთვის კი არა, ყველასთვის მოღალატეა. მასაც უღალატებს, ვისთანაც შენ გიღალატა. ასეთი ადამიანის გამო ციხეში ჩაჯდომა არ ღირს. მის გამო კაცს, ან თვითონ მას თუ მოკლავ, იდიოტი ხარ. ჩემი მტერი წავიდა ციხეში ასეთი ქალის გამო. პატიება ხომ გამორიცხულია. ერთადერთი ჩემი პასუხი იქნება, ბოდიში, მაგრამ – „გააჯვი რაა“. ჩათვალე, რომ ის ადამიანი მკვდარია. კაცს რაც შეეხება, სასურველია, არავისთან უღალატო არც ცოლს და არც შვილებს. ცოლი თუ გიყვარს, ის შენთვის მილიარდ ქალს უნდა უდრიდეს. თუ ცოლს მოვიყვან, შევეცდები, ეგეთი რამ არ გავაკეთო. ვინც ეცდება, მას წინ ვერაფერი დაუდგება, როცა სიყვარული არსებობს.

скачать dle 11.3