კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიგო ბელორუსიაში ჯეკპოტი ორჯერ ანდრია გველესიანმა და როდის ხდება ის უკანდაუხეველი

ანდრია გველესიანი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ პირდაპირ კონკურსზე – „სლავიანსკი ბაზარზე“ გაემგზავრა, საიდანაც მესამე ადგილით დაბრუნდა. ის, ასევე, ტელეკომპანია „მირის“ რჩეული გახდა.
ანდრია გველესიანი: „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პარალელურად მიდიოდა სიმღერების ჩაწერები, რომლებიც შემდეგ იქ იგზავნებოდა. თუმცა, არ ვსაუბრობდი ამის შესახებ, ვმალავდი – მე ხომ მიყვარს დამალვები. სანამ არ ჩავედი, მანამადე არ ვთქვი, კონკურსზე თუ მივდიოდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოციალურ ქსელში დადებით ემოციებს მიგზავნიდა, რაც ძალიან მაძლიერებდა და, საბოლოო ჯამში, ლაურეატის წოდებით დავბრუნდი. ყველაზე მეტად ჯერ ღმერთის მჯერა და მერე საკუთარი თავის. ყოველთვის, როცა მინდა, რომ რაღაცას მივაღწიო, სხვანაირად ვემზადები, მხოლოდ საკუთარ თავთან ვარ და როცა ნაბიჯს ვდგამ, მერე ვამბობ ყველაფერს.
– რატომ გადაწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა, თან შენთვის საკმაოდ დატვირთულ პერიოდში?
– ქალბატონი მანანა სეფიაშვილი (ჯემალ სეფიაშვილის მეუღლე) იყო ფესტივალის ფარგლებში ჩემი პროდიუსერი, რომელიც ამ კონკურსზე ყოველთვის არის ქართული დელეგაციის პროდიუსერი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორივეს. სამი დღე ვიყავით მინსკში, შემდეგ ვიტებსკში გადავედით, სადაც მამაჩემიც ჩამოვიდა. ბატონი ჯემალი იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ, უფრო მეტად დამჩაგრავდა ჟიურის ზოგიერთი წევრი ქულებით, თორემ, სხვა მხრივ, პირიქით, იქით დავჩაგრე, რადგან ჩემი გამოსვლები ნამდვილად ძალიან კარგი იყო. ნახევარფინალის შემდეგ, ფინალზე, როდესაც ორკესტრთან ერთად ვიმღერე, ის გავაკეთე, რაც სხვა კონკურსანტებს არ გაუკეთებიათ: ძალიან გახსნილი ვიყავი ბოლომდე, ავიღე მთელი სცენა, ვიმუშავე კამერებზე, აუდიტორიაზე და ვიმუშავე, როგორც ვოკალისტმა. მაგრამ უკრაინისგან და პოლონეთისგან არაადეკვატური ქულები მივიღე – 7-იანები, რასაც არავინ ელოდა. მეორე დღეს ეს შეცდომა გამოასწორეს. ჩემ გამო ბატონმა ჯემალ სეფიაშვილმა ბევრი იბრძოლა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
– სოციალურ ქსელში დაწერე: „მადლობა მამაჩემს, რომელიც ჩემზე მეტად ნერვიულობდა და იყო მემატიანე ყველა ჩემი გამოსვლისა და ყველა იმ სასწაულის, რომელიც მე იქ ყოფნისას ღმერთმა მაჩუქა 7-7“. რას გულისხმობდი სასწაულებში?
– ყველაზე მეტად რიცხვი 7 მიყვარს, ახალი სახელიც შემარქვეს: „ლაქი სევენ“ – იღბლიანი შვიდიანი. ჩასვლის დღიდან სულ შვიდიანს ვეჯახებოდი: კოდში შვიდიანი ამომდიოდა; ფოტო რომ გადამიღეს და ნომერი მომცეს, იმაშიც შვიდი ერია. კონკურსის დაწყებამდე, როდესაც ნომერი უნდა აგვეღო, რომლითაც გამოვიდოდით, ყველას ვეუბნებოდი: ნახეთ, შვიდიანი ამომივა-მეთქი. აბა, ვნახოთო. ველოდებოდი, ვინმეს შვიდიანი არ აეღო. ორი ხე იყო, სადაც ამობრუნებული ნომრები ეკიდა. ბევრი არც მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი, რომელზე იყო შვიდიანი, ამოვაბრუნე და მთელი კონკურსანტები შოკში ჩაცვივდნენ – მართლაც შვიდიანი ეწერა. მამაჩემს, რომელიც ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა, ხელიდან გაუვარდა მობილური. გამოვედი მეშვიდე, ვიმღერე საკმაოდ კარგად, გადავედი ფინალში და ისევ დაიწყო ნომრების არჩევა. ამ დროს პატარა გოგონები გამოვიდნენ, რომლებიც სცენაზე გვაცილებდნენ ხოლმე. ტორტები გამოიტანეს, რომლებშიც ნომრები იდო. მივენდე ღმერთს და, გოგონას, რომელიც მე დამყვებოდა, არ ვუღალატე, სხვასთან არ მივედი. ერთგულება დამიფასდა: ავწიე და ამომივიდა შვიდიანი. ისეთ შოკში ჩავვარდი: „სეემმ!“ – დავიყვირე მიკროფონში, შევჭამე მიკროფონიც და მერე უკვე ისინი ჩაცვივდნენ შოკში.
– რატომ გადაწყვიტე მამის წაყვანა? დედას ხომ არ დასწყდა გული?
– ჩემი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებას დიდი პატივს ვცემ, მათზე კომპეტენტური არავინ მეგულება ჩემს საქმეში. მამამ ბოლომდე მიპატრონა, თუ რამე გასაგზავნი იყო, ყველაფერს ის აგვარებდა. დედა საქართველოდან მამხნევებდა. საბოლოო ჯამში, ჯეკპოტიც ავიღე. მთელი კონკუსის განმავლობაში კიდევ ერთი მომენტი იყო – მეშვიდე ხომ ვიყავი და სამღერად ყოველთვის პირველი მიკროფონი ამომდიოდა; ფინალის დღეს, დახურვაზე კი ¹7 მიკროფონი ამომივიდა – როგორც ერთიანებში ჯეკპოტი, ასევე ავიღე შვიდიანებშიც.
– თქვი, ჟიურის წევრებმა დამჩაგრეს, დაბალი ქულები დამიწერესო.
– არ ვიცი, არაადეკვატური შეფასებები მივიღე. როცა ლეონტიევი, ჟიურის თავმჯდომარე მაღალ ქულებს გიწერს, უკრაინელი გოგონა კი – ჟიურის წევრი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ საშუალო დონის მომღერალი იყო, კონკურსის გამარჯვებული – შვიდიანს. უკრაინელი მონაწილეც, რომელთანაც ვმეგობრობდი, ვერ ხვდებოდა, ეს გოგო რატომ წერდა ასეთ დაბალ ქულებს. ბატონმა ჯემალმაც თქვა: ეს ქალი ამაყობდა იმით, რომ „გველს” მეძახიან – ჩემს უკრაინელ გოგოსაც 7-იანი დავუწერე და ქართველ ბიჭსაცო. ყველა ერში გამოერევა ასეთი ადამიანი. მე ძალიან მიყვარს უკრაინელები და, სხვათა შორის, როდესაც უკრაინული სიმღერა ვიმღერე, უკრაინელები ძალიან მამხნევებდნენ. კი უნდოდა იმ გოგოს ჩემი ძირს დაგდება და მოცელვა, მაგრამ მე მიყვარს, როცა ვინმე ცდილობს, უკან დამხიოს, რადგან ამ დროს უკანდაუხეველი ვხდები და სირთულეებსაც სათანადოდ ვაფასებ. მიხარია, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც სტუმარს დიდ პატივს სცემს: მაგალითად, სტანისლავმა, რომელიც ჩემი მეგობარია, გაიმარჯვა და მას დაბრკოლება არ შეხვედრია ამ გზაზე. კონკურსზე ბევრად უფრო ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, ვიდრე ბელორუსი ბიჭი, რომელმაც გრან-პრი აიღო. ყველა ჟურნალისტი მასზე იყო გადართული, მისი გამოსვლის შემდეგ ერთი ამბავი ხდებოდა – თავიანთ კონკურსანტს პატივს სცემენ, იციან, როგორ მოიქცნენ. თუმცა, რამდენად სამართლიანად აიღო გრანპრი, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. ძალიან მიხარია, რომ ტელეკომპანია „მირის“ რჩეული გავხდი, მათ ჟურნალისტებს ჩემ მიმართ კარგი განწყობა ჰქონდათ. ფულადი პრემიაც ავიღე და, გარდა ამისა, როგორც ვიცი, მათ არხზე 100-ზე მეტი გასვლა იქნება ჩემი გამოსვლის.
– ბოლოს ხომ გამოასწორეს შეფასებები.
– ფინალში შევასრულე ის სიმღერა, რომელიც უკრაინაში ვიმღერე, კარგად გავართვი თავი – 76 ქულა ავიღე 80-იდან. ისევ ამ სიმღერამ მიშველა და ჩემი თილისმა სიმღერა გახდა, ამომქაჩა. პირველ დღეს მეშვიდეზე გავედი, საბოლოოდ კი მესამე ადგილი მოვიპოვე და გავხდი ლაურეატი.
–  კონკურსის მიღმა როგორ ცხოვრობდით, როგორ ერთობოდით?
– კონკურსისთვის მობილიზებულები ვიყავით. თავიკაცი ვიყავი გართობაშიც და არაგართობაშიც. ყველას ვეუბნებოდი: დღეს, მეგობრებო, არ დავლიოთ, დავისვენოთ. ისე დავმეგობრდი მათთან, როცა დავფიქრდი იმაზე, რომ მომიწევდა მათთან განშორება, არ მიტირია, მაგრამ, განვიცადე. თან, ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ. როგორც აღნიშნეს, ასეთი ძლიერი წელი კონკურსანტების მხრივ  „სლავიანსკი ბაზარზე“ არასდროს ყოფილა. ყველა სერიოზულად იყო  მომზადებული, ერთადერთი, ანდრია გველესიანი იყო ჩასული როგორც მოცეკვავე. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, სალომე ჭაჭუას ხომ არ გადავურეკო, ჩამოვიდეს და რუმბა შევთავაზო ამათ-მეთქი. სხვათა შორის, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიღებული გამოცდილება გამომადგა. იქ იყო მონაწილე მექსიკიდან, რომელიც ცეკვავდა, ასევე კუბიდან და, ვუთხარი, რომ პროექტში ვიყავი, ვაჩვენე, რა შემეძლო – სალსა, რაღაც მოძრაობები  და კარგი შეფასებები დავიმსახურე.
– კიდევ აპირებ სხვა კონკურსებში მონაწილეობას?
– ძალიან კარგი შემოთავაზებები მივიღე სხვადასხვა ქვეყნიდან და, რომელიც უკეთესი იქნება, იმას გადავწყვეტთ.

скачать dle 11.3