კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულის იშემიური დაავადება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

გვესაუბრება ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ფაღავა.
– ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც გარკვეული ფიზიკური დატვირთვის ფონზე ვითარდება, „დაძაბვის სტენოკარდიის“ სახელწოდებით არის ცნობილი და ის გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. გულის იშემიური დაავადება გულის ჟანგბადით მომარაგების დარღვევის შედეგია.  ყველაზე ხშირად ამ მდგომარეობას გულის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, ანუ მის შიგნითა ზედაპირზე დაგროვილი  ცხიმოვანი ნივთიერებები  იწვევს. ათეროსკლეროზი სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს, სისხლის ნაკადს ამცირებს და შედეგად გულის კუნთი ვერ იღებს აუცილებელ ჟანგბადს, განიცდის ენერგიის ნაკლებობას და, უკიდურეს შემთხვევაში, კვდება – ეს უკვე მიოკარდიუმის ინფარქტია. 
გულის იშემიური დაავადება საკმაოდ გავრცელებული და  სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ, ის სიკვდილისა და გულის უკმარისობის განვითარების ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს წარმოადგენს; ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გულის იშემიური დაავადება გაახალგაზრდავების ტენდენციას ავლენს და ადრეულ ასაკში შრომისუნარიანობის დაკარგვისა და უეცარი სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომაც, მის დროულ გამოვლენასა და მკურნალობას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.
– რა ზრდის გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს?
– რისკ-ფაქტორები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე, ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ხანდაზმული ასაკი.  
 – რა სიმპტომებით ხასიათდება გულის იშემიური დაავადება და როგორ ისმება დიაგნოზი?
– როგორც უკვე აღინიშნა, გულის იშემიური დაავადება გულმკერდის არეში ტკივილით ვლინდება, რასაც სტენოკარდიულ ტკივილს უწოდებენ. ის მოჭერითი ხასიათის და  სხვადასხვა ინტენსივობის შეიძლება იყოს. როგორც წესი, ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს უფრო ინტენსიური ხდება, ხოლო მოსვენების დროს იკლებს. ტკივილი, შესაძლოა, გულმკერდის არიდან ყბისკენ, მხრისა და მკლავის ან ზურგის არეშიც გადაეცემოდეს. არსებობს გულის იშემიური დაავადების მიმდინარეობის სხვა სცენარიც: სისხლძარღვები მკვეთრად შევიწროებულია, მაგრამ  ტკივილის შეგრძნება გამოხატული არ არის. ამ მდგომარეობას „მუნჯი იშემია” ეწოდება. ის ხანდაზმულ და შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებშია ხშირი. გულის იშემიური დაავადება მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანთა ჩვეულ ცხოვრების წესს: მცირდება ფიზიკური აქტივობის უნარი, ხანგრძლივად მოძრაობა, აღმართზე სიარული, კიბეზე ასვლა. ხშირია სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, თავბრუხვევა, გამოხატული შფოთვა, შიში და დეპრესიული გუნება-განწყობა. 
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა. დიაგნოზის დასადასტურებლად, გასინჯვასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.
– რას ისახავს მიზნად გულის იშემიური დაავადების მკურნალობა?
– მკურნალობის მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდები არსებობს და ის  2 ძირითად მიზანს ემსახურება: 1) გართულებებისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილებას; 2) სიმპტომების შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მედიკამენტური მკურნალობა ხანგრძლივად, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაშია აუცილებელი და ქირურგიული ჩარევა მედიკამენტური მკურნალობის საჭიროებას არ ხსნის. მედიკამენტური მკურნალობისათვის გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს სისხლის შედედების სისტემაზე – ანტიაგრეგანტები;  ქოლესტერინის (სისხლში არსებული მავნე ცხიმების) დონეზე – სტატინები; პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას და აუმჯობესებენ სისხლძარღვების ელასტიკურობას – ეგრეთ წოდებული აგფ-ინჰიბიტორები და პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სტენოკარდიულ ტკივილებს. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ნიტროგლიცერინი, კალციუმის ანტაგონისტები, ივაბრადინი, ბეტა-ბლოკატორების ჯგუფი და მეტაბოლური პრეპარატები. მეტაბოლურ პრეპარატებს მიეკუთვნება ფრანგული პრეპარატი – პრედუქტალ MR.  მეტაბოლური თერაპიის უმთავრესი მიზანია გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაცია, ანუ ხდება ენერგიის წარმოქმნის უფრო ეკონომიური გზის აქტივაცია და, შესაბამისად, ნაკლები ჟანგბადით მეტი ენერგიის  გამომუშავება. კლინიკურად ეს აისახება ტკივილის შემცირებითა და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობის მატებით. ამიტომაც, პრედუქტალ MR-ით მკურნალობის ფონზე  სტენოკარდიული ტკივილის ინტენსივობა და სიხშირე მცირდება, ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა იმატებს და, შესაბამისად, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება.  საერთაშორისო რეკომენდაციებში პრედუქტალ MR მოწოდებულია როგორც გულის იშემიური დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.  პრედუქტალ MR მიიღება დღეში ორჯერადად (დილით და საღამოს, თითო ტაბლეტი).  იქიდან გამომდინარე, რომ სტენოკარდია ქრონიკული დაავადებაა, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 

პრეპარატის შეძენა შეიძლება ნებისმიერ აფთიაქში და გაიცემა რეცეპტის გარეშე!

скачать dle 11.3