კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლადო გუდიაშვილის ბოლო სურვილი

ლადოს ყველა უყვარდა, განსაკუთრებით მეგობრები ენატრებოდა. მეუღლის სახით მას მფარველი ანგელოზი ჰყავდა. თბილისში, შავ ბაზარზე იდგა ნინა, კალოშებსა და წიგნებს ყიდდა, რათა საღებავი და ტილო ეყიდა ლადოსთვის. მეუღლემ ჩაკეტა ლადო შინ და ყველანაირი პირობა შეუქმნა შრომისთვის. ლადოს პროფესორობა რომ ჩამოართვეს, აკადემიიდან გამოაგდეს და მხატვართა კავშირიდან გარიცხეს, სეირნობა შეიძულა – არცერთი ჩემიანი აღარ მხვდებაო. ქუჩაში ყველას უღიმოდა. თავს უკრავდნენ, ის კი ვერ ცნობდა – სხვა თაობა მოვიდა, ჩემები აღარ არიანო. ბიჭებო, ბიჭებო, მალე მეც მოვალო, – ეძახდა გარდაცვლილ მეგობრებს. დიდუბის პანთეონში ჩამოუვლიდა ყველა თავისი ყოფილი მეგობრის საფლავს და კოცნას უგზავნიდა. ერთ დღეს მოითხოვა, სასაფლაოები მომატარეთო. მას მერე კიდევ წელიწადს იცოცხლა. მოინახულა რამდენიმე სასაფლაო. მუხათგვერდის შიდა პანთეონიდან მცხეთის ჯვარი კარგად მოჩანს. ეს ხედი რომ ნახა, გადაირია – აქ მინდა დაკრძალვაო. თან, დაიბარა: კუბო ლურსმნით არ დამიჭედოთ – მარჯვენა ხელი მოტეხილი მაქვს, მიჭირს მისი ხმარება და, რა ვიცით, იმქვეყნად რა ხდება, რომ დამჭირდეს ახდა, ლურსმანმა ხელი არ შემიშალოსო.

скачать dle 11.3