კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ ცეკვავდა და დაძვრებოდა ხეებზე ორსული ვერკა ჯაჯანიძე და რა აგდებდა პანიკაში მას და მის მეუღლეს

ვერკა ჯაჯანიძე და ირაკლი შალიკაშვილი სულ მალე პატარა ბიჭის, დემეტრე, დემეს მშობლები გახდებიან. წყვილი ამ დღეს მოუთმელნად ელოდება. განსაკუთრებით აინტერესებთ, როგორი იქნება პატარა დემე. თუმცა, როგორც ვერკა ამბობს, ექოსკოპიის დროს გადაღებულ ფოტოებში პატარა მამას ძალიან ჰგავს, მაგრამ ის აქტიურობაში დედას დაემსგავსა.
ვერკა ჯაჯანიძე: 4 თვემდე სცენაზე ვიდექი, დისკომფორტი არ მქონია. მეცხრე თვეში ვარ და დღემდე 5 სამსახურში ვმუშაობდი. უბრალოდ, ახლა სეზონი დამთავრდა, ბავშვები დავითხოვეთ და მეც გავთავისუფლდი. ფორმა არ მეცვა, თორემ მათთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდი. ბოლოს მეუბნებოდნენ: მასწავლებელო, გაჩერდით, გვითხარით და ჩვენ გავაკეთებთო.
ირაკლი შალიკაშვილი: ზოგჯერ ავიწყდებოდა, ორსულად რომ იყო, ისე აჰყვებოდა ხოლმე ცეკვას და მათთან ერთად უბერავდა, რომ ცოტა მეშინოდა.
– მიამბეთ იმ ემოციების შესახებ, როცა ორსულობის ამბავი გაიგეთ.
ვერკა: რაღაც ეჭვები გაჩნდა ქორწილიდან ერთი თვის თავზე. თან, ქორწილისთვის წყვილი სჭირდებოდათ გადასაღებად და მე და ირაკლი გადაგვიღეს.
ირაკლი: ცხვარიჭამიაში გვქონდა გადაღებები. ისე ციოდა, გავიყინეთ. მთელი ღამე გაგრძელდა გადაღებები, იცეკვა კიდეც, ხეებზე დაძვრებოდა. არადა, თურმე, იმ დროს ორსულად ყოფილა.
ვერკა: იმ პერიოდში ვფიქრობდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მივიღებ მონაწილეობას და მერე დავგეგმავ ბავშვის გაჩენას-მეთქი. ისე ვიყავი – თან მინდოდა ორსულად ვყოფილიყავი, თან – არა. რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, გადავირეოდი. ბოლოს, რომ გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, ისე გამიხარდა, ყველაფერი გადამავიწყდა. აცრემლებული თვალებით გამოვედი ირაკლისთან.
– სქესს ჰქონდა მნიშვნელობა?
ირაკლი: რომ არ დაგიმალოთ, კი. სამი ძმა ვართ და ბიჭი არ გვყავს. მამაჩემი აფანატებს ბიჭზე და მეც პირველი ბიჭი მინდოდა. ძალიან დიდი ემოციაა, მაგრამ ბოლო თვე ისე გაიწელა, გიჟივით ვარ. მაინტერესებს, როგორი იქნება – ბოლო ერთი თვეა, გიჟებივით ვართ.
ვერკა: ექოსკოპიაზე ირაკლი და მისი ტყუპისცალი ძმაც გამომყვნენ. ექიმმა შეხედა ერთს, მერე მეორეს და მეუბნება: არ ვიცი, რა გეშველება, ორი ერთნაირი ხომ გყავს და ახლა სამი ერთნაირი გეყოლებაო. ლოყებით, ტუჩებით, ცხვირით, ყველაფრით ჰგავს, ჩემი არაფერი აქვს.
ირაკლი: ერთხელ, ექოსკოპიაზე რომ მივედით, ფეხის გულები სახეზე ედო. ისეთი მოძრავი და გიჟია, რამდენჯერმე შეგვაშინა. დავპანიკდით და გავიქეცით: რამე ხომ არ უჭირსო. ექოსკოპისტმა ჟურნალი გადმოგვიღო, ყველაზე ხშირად თქვენ ხართ ნამყოფი. აღარ მოხვიდეთ, თავი დაანებეთ, მოძრაობს და ხტუნაობს, ასეთი აქტიური ბავშვიაო. ვფიქრობ, ვერკა ძალიან კარგი დედა იქნება. ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უმღერის, ესაუბრება, ეფერება.
ვერკა: რაიმეს საყიდლად რომ მივდივარ, ირაკლის ნერვები არ ჰყოფნის, ჩემთან ერთად და გადავწყვიტე – არსად აღარ წავალ მასთან ერთად. არადა, სულ მინდა, რაღაცეები ვუყიდო ბავშვს. თუმცა ირაკლი ისეთი კარგი მამა იქნება... ძალიან უყვარს ბავშვები, ყურადღებიანია.
– როგორი მეუღლეა?
– რაც ოჯახი შევქმენით, ირაკლი უფრო მეტად შეიცვალა დადებითისკენ. თავიდან იყო ეჭვიანობის მომენტები, რადგან კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს. გამოცდილება, დრო სჭირდება ერთად ცხოვრებასაც. ნელ-ნელა უფრო კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ავეწყვეთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიხარია, რომ გამომადგა. ხშირად მეკითხებიან: რომელიმე პროექტი რომ დაიწყება, გამოხვალ? ირაკლი რას იტყვისო? რატომ არ უნდა გამოვიდე, არანაირი პრობლემა არ აქვს ირაკლის. მე, რაც ქალს ევალება, ყველაფერს გავაკეთებ და ჩემს პროფესიასაც უნდა მივხედო.
ირაკლი: სანამ არ გაიცნობ, მანამდე გაქვს ეს მომენტი – ცოტას ეჭვიანობ, მაგრამ მერე ნელ-ნელა გადის. თან, ოჯახი რომ იქმნება, მერე უკვე სხვა რაღაცეებს ხედავ. ვერკაში, რაც ყველაზე მეტად მომწონდა და მერე უფრო მეტად გამოამჟღავნა, ეს არის ოჯახზე ზრუნვა, ბევრი რამის დაგეგმვა.
ვერკა: ქირით ვცხოვრობთ და ირაკლის ვთხოვე: ბავშვისთვის ოთახი მინდა მოვაწყო და მოდი, სახლის პატრონს დაველაპარაკოთ-მეთქი.
ირაკლი: მეუბნება: ისე გავაკეთოთ, რომ ბავშვი არ მიხვდეს, ქირით რომ ვცხოვრობთო. ბინის ყიდვას ვგეგმავთ და ვეუბნები,  არ ღირს წვალებად-მეთქი. დედაჩემი სულ ალაგებს და ვფიქრობდი: ღმერთმა დამიფაროს, ამ საკითხში შენნაირი ცოლი შემხვდეს-მეთქი – უარესი შემხვდა. ერთადერთი, რაზეც კონფლიქტი გვაქვს: ნუ ალაგებ ამდენს, დავიღალე-მეთქი. ტელევიზორს რომ ვუყურებ, სულ ფეხები მაქვს აწეული. ზოგჯერ ძალით ვურევ სახლს, რომ დაალაგოს, რადგან ძალიან სიამოვნებს.
– თანაცხოვრების პირველი ეტაპი რთულია  წყვილებისთვის...
ვერკა: ქორწილამდე პერიოდი იყო ცოტა რთული, რადგან ცეკვასთან დაკავშირებით ჰქონდა გართულება. ეს იყო ჩემთვის პრობლემა და გამიჭირდა ამ ყველაფრის გადატანა. მაგრამ, ვიბრძოლე და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო და დალაგდა კიდეც.
ირაკლი: კორპორატიული საღამოები რომ იყო, უცხოელები ცეკვას უყურებდნენ და სიამოვნებას იღებდნენ. ქართველები კი არაადეკვატურად იქცეოდნენ და ეს მაღიზიანებდა.
ვერკა: „იგრუზებოდა“ და მერე სახლში რომ მოდიოდა გაბრაზებული სახით, რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო. მაგრამ, მერე, ნელ-ნელა გადავლახეთ ყველანაირი სირთულე.
– ირაკლი, ხომ არ აპირებ მშობიარობაზე დასწრებას?
– არა, უარი ვუთხარი. ხომ იცი, ოტიამ რომ თქვა: გაკეთებას ვერ ესწრებიან და გაჩენას მაინც დაესწრონო. მე გაკეთებას დავესწარი და გაჩენას არ დავესწრები.

скачать dle 11.3