კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოკალი ბოსი!

შემკვეთი სამოცდაათი წლის ჭაღარა, კარგად შენახული მამაკაცი იყო, ცოცხალი თვალებითა და მკაცრი გამოხედვით.
– ეჰ, ცოტა ახალგაზრდა ვიყო... მაშინ თქვენ საერთოდ არ დამჭირდებოდით. მე თავად მოვუგრეხდი კისერს და სიამოვნებასაც მივიღებდი.
კასლი ჩუმად იჯდა და უსმენდა. მერე ჰკითხა:
 – რა გადაწყვიტეთ, მქირაობთ?
– ჰო, ეგ საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ადგილობრივი პოლიცია უძლურია. მათ ცხვირწინ ხდება ყველაფერი, მაგრამ თითს არ ანძრევენ. პროსტიტუციამ, ნარკოტიკებმა და აზარტულმა თამაშებმა წალეკა ქალაქი. როცა მე ვიყავი ბოსი, ქალაქს მშვიდად ეძინა, ახლა კი არაფრად მაგდებენ. „კრიშას“ მეც ვუკეთებდი ვიღაც-ვიღაცეებს, მაგრამ ესენი პატარა ჯიხურის მეპატრონეებსაც კი არ აძლევენ მუშაობის საშუალებას და სახლებში უვარდებიან. მინდა, ჭკუა ვასწავლო და ქალაქიც გავათავისუფლო... ამისთვის  კარგად გადაგიხდით – ათი ათასი დოლარი საკმარისი იქნება?
კასლი დაფიქრდა.
– თქვენ მითხარით, რომ სამი ადამიანია მოსაშორებელი. სამართლიანობისთვის, თხუთმეტი ათასი დოლარი მაინც უნდა გადამიხადოთ, თორემ, გამოდის, რომ ერთ მათგანს არასაკმარისად აფასებთ...
– გეთანხმები. საქმიანი ადამიანი ჩანხარ, იყოს თხუთმეტი ათასი... ეს სამი ვირთხა რომ მოშორდება, თაგვებს მეც მივხედავ. მომწონხარ, ამიტომ ფულს წინასწარ მოგცემ. ადგილობრივ პოლიციასთან პრობლემები არ შეგექმნება, მაგრამ, კიდევ არსებობს შტატის პოლიცია. ამიტომ, როცა შენ საქმეს მორჩები, დატოვე არლინგტონი...
კასლმა სქელი კონვერტი პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიდო და დამკვეთს შეხედა.
– ბერონი, ჰოლანდერი და როსი... – თქვა მოხუცმა, – ისინი გადამდები ჭირია. თქვენი იმედი მაქვს. მოვრჩით?
– მოვრჩით! – თავი დაუქნია კასლმა.
ამ სამი ადამიანიდან კასლს არცერთი არ ჰყავდა ნანახი, თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ მათ მხოლოდ არლინგტონის ტიპის ქალაქში შეეძლოთ თავიანთი გავლენის დამყარება. ჭკუა არ ეყოფოდათ, ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ვეგასში „მოღვაწეობისთვის“. ბერონი, ჰოლანდერი და როსი... დრო იყო, საქმეს შესდგომოდა.
თბილი საღამო, სავსე მთვარე, ცაზე ვარსკვლავები – ასეთი გარემო კასლზე ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებდა. ბერონი მოკლეკიდურებიანი, უშნო მამაკაცი იყო. კანზას-სიტიში ცნობილი კერიგანის ბანდაში მისი ადგილი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, არლინგტონში დიდი ვინმე იყო... ცხოვრებას მეძავებით იხალისებდა და კასლმაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალების უბანში მიაგნო, როცა ნასიამოვნები სახით ¹137 სახლიდან  გამოდიოდა. მსუქანი და ზინზგლიანი, ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი, ნელი ნაბიჯით გაემართა შავი, გრძელი მანქანისკენ. სხეული მოდუნებულად მიჰქონდა.
– ბერონ! – დაუძახა კასლმა და, როგორც კი ბანდიტი შემობრუნდა, ერთადერთი ტყვია პირდაპირ შუბლში დაახალა.
ჰოლანდერი ცივსისხლიანი მკვლელი იყო. კასლმა თითქმის არაფერი იცოდა მის შესახებ. ჰოლანდერს საკუთარი სახლიც კი არ გააჩნდა. ბერონივით ისიც მეძავებში დაწანწალებდა. ვეება ტანის იყო და ზომბივით შუშის თვალები ჰქონდა. თავისი ბანდიტური კარიერა იმით დაიწყო, რომ ჩიკაგოში ერთ-ერთი „ბოსის“ პირად მცველად მუშაობდა. მას მხოლოდ პისტოლეტები უყვარდა და აინტერესებდა. მანქანაც კი არ გამოეცვალა და ისევ ძველი „შევროლეთი“ დადიოდა და, რაც მთავარია, ჰოლანდერს მეგობრები არ ჰყავდა...
კასლმა ჰოლანდერის ნომრის კარზე დააკაკუნა. სათვალთვალო გაიხსნა და მაშინვე დაიხურა, მაშინვე გაისმა გასროლის ხმა და ტყვიამ კარი გახვრიტა. კასლი ელოდა ამას, ამიტომ ჰოლანდერის ტყვია მიზანს ასცდა. სამაგიეროდ, კასლი იყო ზუსტი და წამის შემდეგ ყელში გაჩხერილი ტყვიით,  მსხვერპლი იატაკზე ეგდო... ლიფტიორმა უპრობლემოდ ჩაიყვანა კასლი პირველ სართულზე, შვეიცარმა კი თავაზიანი ღიმილით გააცილა. ორი უკვე მზად იყო. რჩებოდა ერთი – როსი, პირველი ორი სამიზნისგან რადიკალურად განსხვავებული...
– იქნებ, დავილაპარაკოთ? – უთხრა როსმა კასლს, – რამდენს გიხდიან ჩემი მოკვლისთვის? პრინციპში, სულერთია, მე ორჯერ მეტს მოგცემ... არა, სამჯერ მეტს... შენ ხომ ფულისთვის აკეთებ ამას, აიღე ფული და დავემშვიდობოთ ერთმანეთს.
კასლი ჩუმად იჯდა და როსის ძვირფას სახლს ათვალიერებდა. როსმა აშკარად იცოდა, ფული როგორ დაეხარჯა: სპარსული ხალიჩები, ძვირფასი ხის ავეჯი, უახლესი ტექნიკა და საუკეთესო სასმლით გავსებული ბარი. როსმა უკვე იცოდა, რა დაემართათ ჰოლანდერსა და ბერონს.
– მოკლედ, რამდენი უნდა გადაეხადათ, თხუთმეტი ათასი დოლარი? – როსი საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა. გამოხედვაც ასეთი ჰქონდა – გამომწვევი და შეუვალი. თითქოს იცოდა, რომ მკვლელი ფულს აიღებდა და შეეშვებოდა. მაგრამ, ასე არ მოხდა – კასლმა თავი გადააქნია: – არა, მე უნდა შევასრულო ის, რაც დამავალეს. საქმე საქმეა და მე საქმეს ყოველთვის სერიოზულად ვუდგები.
– ოცი ათასი... ოცდაათი ათასი...
– მე არ ვვაჭრობ, მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ.
მაიკ როსმა გაიცინა – მას კიდევ არ სჯეროდა, რომ შეიძლებოდა, არსებულიყო ადამიანი, რომელიც ფულზე უარს იტყოდა.
– ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მათ შორის ადამიანებსაც.  კარგი, შენ თქვი, რამდენი გინდა. იმდენად ვერ შემაფასებ, რომ გადახდა ვერ შევძლო.
როსმა შუბლზე მიბჯენილი რევოლვერის ლულა დაინახა და ელდისაგან დამუნჯდა... ტყვიამ მომენტალურად გააფრთხობინა სული.
კასლმა პისტოლეტი იატაკზე დადო და სახლიდან გამოვიდა. არლინგტონის პოლიციას ჭეშმარიტად ეძინა. კასლმა ერთ დღეში მოახერხა სამივეს მოკვლა.
ზუსტად ნახევარ საათში ჩიკაგოში, მდიდრულად მოწყობილ აპარტამენტებში, ტელეფონმა დარეკა. მამაკაცმა ყურმილი აიღო.
– კასლი ვარ.
– საქმე გაკეთდა?
– ასი პროცენტით.
– რამდენი გაისტუმრე?
– სამი... სამივე მსხვილი და ამან კარგი იდეა გამიჩინა.
– თქვი.
– უპატრონოდ დარჩა ქალაქი.... არადა, კარგი ადგილია სამართავად.
ჩიკაგოში მყოფმა მამაკაცმა გადაიხარხარა:
– მოხუცს რა ვუთხრა?
– არაფერი, უბრალოდ, ჩამოდით და სადავეები ხელში აიღეთ.
– ყოჩაღ. ხვალ მანდ ვიქნები. ამბობ, რომ მდინარეში თევზი ბევრია?
– იმდენი, რომ თევზს აღარ შეჭამთ.
კაცმა ჩიკაგოდან ისევ გაიცინა...

скачать dle 11.3