კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე არასწორად შერჩეული კბილის პასტა, კოსმეტიკა, შამპუნი და თმის საღებავი საშუალებები

გამოკვლებებით აღმოჩნდა, რომ გარკვეული ფირმის მიერ წარმოებულ შამპუნში, კოსმეტიკურ პროდუქტებსა  და საპნებში შემავალი ქიმიური დანამატები არღვევს  ენდოკრინული სისტემის მუშაობას, იწვევს თვალის დაავადებებს, კიბოს, უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ასე შემდეგ. ასევე, სიმსუქნის ეპიდემიაში დამნაშავეა არა მარტო  ცხოვრების  არაჯანსაღი  წესი, არამედ კოსმეტიკაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები. როგორც ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე ამბობს, ის ყოველდღიური კოსმეტიკა, რომელსაც ქალები იყენებენ და თავის მოვლის ყოველდღიური საშუალებები, ისე უნდა შევარჩიოთ, რომ ჯანმრთელობას არ შევუქმნათ საფრთხე.
რამაზ გახოკიძე: დიდი ხანი არ არის, რაც თავისუფალი გაყიდვიდან  ამოიღეს  გამაახალგაზრდავებელი კრემი, რომელსაც ერთ-ერთი შვეიცარიული  კომპანია აწარმოებდა. მიზეზი  კი ის იყო, რომ  ეს კრემი შეიცავდა კარნოზინს - მაღალეფექტიან ანტიოქსიდანტს, რომლის უკონტროლო გამოყენება იწვევს კანის  კიბოს. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი კოსმეტიკური პროდუქტი არ არის, რომელიც აიკრძალა  ევროპასა და აშშ-ში. მაგალითად, აიკრძალა ასევე,  წამწამების  გაზრდის  კოსმეტიკური  საშუალება. ის შეიცავდა ბიმატოპროსტს, რომელიც  ამცირებს თვალის  წნევას.  მისი გამოყენება იწვევს თვალის ბადურის  სიმსივნეს და სიბრმავეს. ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა - პომადები, კრემები,  ნიღბები, თმებისა და ფრჩხილების აქროლადი  ლაქები. მაგალითად, ფრჩხილის ლაქები იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კიბოს უჯრედების ზრდის პროვოცირებას, ფეხმძიმე ქალებში - ნაყოფის სიმახინჯეებს. გამხსნელად გამოყენებული აცეტონი იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას, ახასიათებს კუმულაციური თვისება, იწოვება შესუნთქვით, კანით, კვების არხით. სისხლით გადადის ტვინში, ღვიძლში, თირკმლებში, გულში. შესწავლილ იქნა  4 პოპულარული ფირმის კოსმეტიკურ პროდუქტებში მძიმე მეტალების შემცველობა. აღმოჩნდა, რომ ისინი შეიცავდნენ: ნიკელს (100%), ტყვიას (96%), ბერილიუმს (90%), ასევე დარიშხანსა და კადმიუმს, რომლებიც  ორგანიზმში გროვდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შემოწმებული 50 პომადიდან მხოლოდ 14 აღმოჩნდა უვნებელი.  უმრავლესობა შეიცავდა ნავთობპროდუქტებს, ხოლო ნახევარზე მეტი - ტყვიას. ნიკელის ნაერთები იწვევს კოორდინაციის მოშლას, სუნთქვის დარღვევას, ალერგიულ რეაქციებს, ანემიას, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას. დარიშხანი გამოირჩევა მაღალი ტოქსიკურობით, იწვევს ნერვულ დაავადებებს, ფსიქოზებს, დამბლას, საერთო სისუსტეს, მეხსიერების დარღვევას, ანემიას, აზიანებს თირკმლებსა და ღვიძლს. ასევე, ტოქსიკურია ბერილიუმი. ის იწვევს ძვლების დაშლას, საერთო სისუსტეს, აზიანებს ღვიძლს. ტყვია (ტყვიის აცეტატის სახით) ასევე გამოიყენება თმის საღებავებში და ზოგიერთ კრემში, რომლებსაც ხმარობენ თვალის ირგვლივ ნაოჭების გასასწორებლად. თმის საღებავის უმრავლესობა შეიცავს ამიაკს, რომლის საშუალებით საღებავი ნივთიერება შედის თმის ღერში და ფიქსირდება. ამიაკური საღებავები  მავნეა, რადგან შლის თმის სტრუქტურას.  ამიაკს შეუძლია, გამოიწვიოს თვალის, ცხვირის ლორწოვანი გარსისა და სასუნთქი გზების გაღიზიანება, მსგავსად ფრჩხილების ლაქებში შემავალი დიბუტილფტალატისა. უამიაკო საღებავი არ აზიანებს თმებს, უსაფრთხოა, მაგრამ არამდგრადია, დაბანისას ირეცხება. მწარმოებლებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველთა ჯანმრთელობა. მაგალითად, მათთვის ტექნოლოგიურად უფრო ხელსაყრელია, დაამზადონ პომადები არა ნატურალურ ზეთებზე, არამედ სინთეზურ ნივთიერებებზე და ნავთობპროდუქტებზე. ტექსასის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა გამოკვლევები ბავშვთა ენდოკრინული ანომალიების შესახებ. მაგალითად, 1 წლის გოგონას განუვითარდა  მეორადი სასქესო  ნიშნები. აღმოჩნდა, რომ ჩვილი ბავშვების დასაბანად მშობლები იყენებდნენ საბავშვო  შამპუნებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავდა სასქესო ჰორმონებს. ეპილაციისთვის ტკივილგამაყუჩებელი კრემის გამოყენების შედეგად, გარდაიცვალა რამდენიმე ამერიკელი გოგონა. აღმოჩნდა, რომ  კრემი, რომელსაც  ისინი იყენებდნენ შეიცავდა 10 პროცენტ ლიდოკაინსა და 10 პროცენტ ტეტრაკაინს.  ორივე ეს ნივთიერება  ტოქსიკურია, ხოლო მათი ერთდროული  გამოყენება  დამღუპველი აღმოჩნდა. ბევრ კოსმეტიკურ პროდუქტში შემავალი ინგრედიენტები – ფტალატები და პარაბენები ჯანმრთელობისთვის  საშიში აღმოჩნდა, რაც  კანთან  კონტაქტისას უარყოფითად  მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებზე, იწვევს ალერგიულ რეაქციას, აღიზიანებენ  კანს, ასუსტებენ  დაცვით  ფუნქციებს და   შეუძლია სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოწვევა. ფტალატები აქვეითებს ტესტოსტერონის – მამაკაცის ძირითადი ჰორმონის გამოყოფას. პარაბენები ნავთობისგან მიღებული კონსერვანტებია, რომლებიც გროვდება ორგანიზმში, შლის ფერმენტებს და ცოცხალ უჯრედებს, არღვევს ჰორმონულ წონასწორობას. ისინი მკერდის სიმსივნის  90 პროცენტშია აღმოჩენილი.  ასაქაფებელი და კანისა და თმებისაგან ჭუჭყის  მოსაცილებელი ნატრიუმის  ლაურილსულფატი, რომელსაც შეიცავს მრავალი  შამპუნი, კბილის პასტა, შხაპის გელი, იწვევს ალერგიულ რეაქციებს.  ქერტლის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიულმა შამპუნმა, შესაძლოა, ერთს უშველოს, მეორეს კი არა. ქერტლს იწვევს მიკრობები, რომლებიც ჩვეულებრივ, მცირე რაოდენობით სახლობენ კანზე და აქტიურდებიან იმ ადამიანებზე, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ანტიბიოტიკებმა შეიძლება დროებით ჩაახშოს სენის გავრცელება. შემდეგ კი მიკროორგანიზმები ეგუებიან და ახალი ძალით იწყება მათი გამრავლება. ამიტომ, გულუბრყვილო მომხმარებელი იწყებს ახალი, უფრო ძლიერი საშუალების ძებნას. შემდეგ, კი  ქერტლისთვის აღარ ეცლება უფრო მძიმე დაავადებების გამო.
– დღეს მოდაშია ბიოაქტიური კოსმეტიკის გამოყენება, რომელიც შეიცავს ცხოველების სპერმას და უჯრედებს. ეს რამდენად უვნებელია და თუ შეიძლება მისი ხშირად გამოყენება?
–  დიახ, დღეს მოდაშია ბიოაქტიური კოსმეტიკა, მაგალითად, კრემები,  რომლებიც შეიცავს  ბიოაქტიურ ნივთიერებებს – ადამიანის პლაცენტას, გარეული  ცხოველების სპერმასა და უჯრედებს. ხშირად ასეთი კრემები შეიცავს ესტროგენებს - ცხოველური წარმოშობის ჰორმონებს, რომლებიც ადვილად  იჭრება კანში, იწოვება სისხლში და შეუძლია  გაუთვალისწინებელი ჰორმონული რეაქციის გამოწვევა. ასეთი კოსმეტიკა  საშიშია  ქალებისთვის, რომელთაც აწუხებთ ღვიძლი და  გააჩნიათ ამაღლებული ესტროგენური ფონი ან იყენებენ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, რადგან იზრდება სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს კიბოს რისკი. როგორც წესი, დამატენიანებელი  კრემები შეიცავს 30-60 კომპონენტს (ემულგატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები), რომელთა უმრავლესობა სინთეზურადაა  მიღებული და ტოქსიკურია. მაგალითად, ფრანგ  მკვლევართა მონაცემებით, მრავალი ძვირად ღირებული კრემებიც კი, შეიცავს  ფენოქსიეთანოლს, რომელიც აზიანებს ღვიძლს, ხოლო ორსულებში  შეუძლია, გამოიწვიოს  მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა. A, E და D ვიტამინების შემცველი მრავალი კრემი, რომლებიც  განკუთვნილია დაბერების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება იყოს  უსარგებლო და საშიშიც.  E  ვიტამინი ერთ-ერთი  ყველაზე  ძლიერი ანტიოქსიდანტია: ერთი მოლეკულა 100 მოლეკულამდე თავისუფალ  რადიკალს ანეიტრალებს. კანზე   წასმით შედეგს არ  გვაძლევს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა ამ ვიტამინის შემცველი  პროდუქტები: ნიგოზი, მწვანილი, მცენარეული ზეთები, კვერცხის გული.  რაც შეეხება   A და D ვიტამინებს, მათ შეუძლია ჭარბი რაოდენობით შეწოვა და სერიოზული ინტოქსიკაცია, ღვიძლის, თირკმელების, გულის  მუშაობის  დარღვევა, ოსტეოპოროზისა და კიბოს გამოწვევაც კი.  A ვიტამინის სიჭარბემ ორსულ ქალებში შეიძლება, გამოიწვიოს  ნაყოფის  განვითარების დეფექტები. ასე რომ, ფრთხილად იყავით  ვიტამინიზებული კრემის მოხმარებისას!
–  სახის გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად, ნიღბების სახით, ბევრი ქალბატონი, იყენებს თიხას, რომლის საკმაოდ ბევრი სახეობა გვხვდება მაღაზიებში. ეს რამდენად უსაფრთოა?
– გეთანხმებით, კოსმეტიკური ნიღბებისთვის ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფერის თიხას. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ  მათი  ზემოქმედებით კანი  ტენიანდება  და სწრაფად ახალგაზრდავდება.  სინამდვილეში  კი თიხა კიდევ უფრო  აშრობს  სახეს, იწვევს გაუცხიმოვნებას და ახალი  ნაოჭების წარმოქმნის  პროვოცირებას. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ფერის თიხა ტოქსიკურია, დიდი რაოდენობით შეიცავს ალუმინის სილიკატს, რაც ხელს უშლის ნაწლავებში საჭირო მიკროელემენტების, მაგალითად, თუთიის შეწოვას, ხშირად შეიცავს ჭიების  კვერცხებს.  თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტია ტუში. ტუშს ამზადებენ ნატურალური ნივთიერებებისგან, მაგრამ მაინც  დაჭუჭყიანებულია მძიმე ლითონებითა და საღებავებით, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს არა მარტო შეშუპება და ალერგია, არამედ კიბოც. განსაკუთრებით საშიშია ტუში, რომლის შემადგენლობაში შედის ბრონოპოლი, ბრონიდოქსი, დიაზოლიდინილი, იმიდაზოლიდინილი, თიომერსალი, თიმერაზოლი.
–  ერთი პერიოდი, გავრცელდა აზრი, რომ ოფლის საწინააღმდეგო დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები, შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც კანის დაავადებებს იწვევს და იღლიაში არსებულ ჯირკვლებს აღიზიანებს. ბევრმა მისი მოხმარება შეწყვიტა. რეალურად არის თუ არა მათი გამოყენება საშიში?
–  დეზოდორანტები ანუ ანტიპერსპირანტები ადრე შეიცავდა ფრეონებს, რომლებიც შემდეგ შეცვალეს აზოტის ქვეჟანგით ან ფეთქებადსაშიშ პროპან-ბუტანით. ოფლის საწინააღმდეგო დეზოდორანტები ალუმინის ნაერთების შემცველობის გამო არ არის უვნებელი. ეს ნივთიერებები ახდენს ოფლის გამომყოფი ჯირკვლების ბლოკირებას. ალუმინის ნაერთები იწვევს ნერვული მოშლილობის პროვოცირებას, ტვინის მუშაობის მოშლას, ალცჰაიმერის დაავადებას.  ოფლს სუნი არა აქვს, სუნი აქვს  ბაქტერიებს, რომლებიც გაძლიერებულად მრავლდებიან ოფლის გამოყოფისას.   დეზოდორანტების ხმარებით თქვენ ორგანიზმში შეგყავთ საშიში ნივთიერებები, რომლებიც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, შაკიკს და მკერდის კიბოს განვითარების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. თანამედროვე დეზოდორანტები შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს – ევკალიპტის, აბზინდის, ალოეს, სალბის ექსტრაქტებს.
–  გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ზოგი კბილის პასტა შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია. როგორ შევარჩიოთ ისინი სწორად?
–  ყურადღება მიაქციეთ კბილის პასტის  შემცველობას. არ შეიძლება  იმ პასტის ხმარება, რომელიც შეიცავს ალუმინის ოქსიდს ან ანტიბაქტერიულ დანამატებს, მაგალითად, ტრიკლოზანს. ის ანადგურებს მიკროორგანიზმებს პირის ღრუში,  მაგრამ პათოგენურ  მიკროფლორასთან  ერთად, ნადგურდება ორგანიზმისთვის  სასარგებლო საპროფიტური მიკროფლორაც. გარდა ამისა, ბაქტერიები სწრაფად ეგუებიან ტრიკლოზანს. ზოგიერთ მწარმოებელს პასტაში შეაქვს ისეთი ანტიბიოტიკებიც, როგორიცაა მეტრონიდაზოლი და ქლორჰექსინი. ზოგიერთ  პასტაში ქაფწარმოქმნის გასაუმჯობესებლად გამოიყენება  ნატრიუმის ლაურილსულფატი, რომელიც, როგორც ახლახან დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა, უმცირესი რაოდენობითაც კი იწვევს კატარაქტას.

скачать dle 11.3