კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩქმალავდა ლავრენტი ბერია საქართველოს ცეკას პირველი მდივნობის პერიოდში ანტისტალინურ დანაშაულებს

ისტორიკოსი ნაუმ ბოლშაკოვი წერს: „ბერია, რა თქმა უნდა, უმანკო კრავი არ ყოფილა და, „ბოლშევიკური საჭიროების“ შემთხვევაში, დაუნდობლობასაც კი იჩენდა ხალხის მტრების მიმართ, თუმცა, 1937 წლის რეპრესიების მისთვის დაბრალება, მინიმუმ, საბჭოთა ისტორიის არცოდნა და ტენდენციურობაა ბერიას მიმართ; მეტიც, ზემოხსენებული რეპრესიების ხანაში საერთო საკავშირო მაჩვენებელთან შედარებით, საქართველო ბოლო ადგილზე იმყოფებოდა რეპრესირებულთა რაოდენობით და ამისთვის მაშინდელმა საქართველოს ცეკას მდივანმა ლავრენტი ბერიამ საყვედურიც კი დაიმსახურა „ენკავედეს“ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) საკავშირო  შეფისგან, ნიკოლაი ეჟოვისგან... სწორედ ეჟოვი იყო 1937 წლის რეპრესიების მთავარი „არქიტექტორი”. ის ადგენდა, რამდენი ადამიანი უნდა გაეტარებინათ „ჩეკისტური წმენდის“ ქვეშ და სწორედ მასთან გროვდებოდა ყველა მონაცემი რესპუბლიკებიდან ამ პროცესის შესახებ. 1937 წლის დეკემბერში ეჟოვს მისმა მოადგილემ საქართველოდან ჩამოსული მონაცემები გააცნო, რომელშიც ეწერა, რომ მიმდინარე კალენდარულ წელს (1937 წელს) საქართველოში დაიხვრიტა 971 ადამიანი, 1 309 კი – რეპრესირებული იყო, ეს მაშინ, როდესაც მოლდავეთში დახვრიტეს 5 983 ადამიანი, რეპრესირებულთა რიცხვი კი 28 ათასს აჭარბებდა. ეჟოვთან ერთად დახვრეტილმა მისმა მოადგილემ, გენერალმა იური კისვინოვმა, ჩვენება მისცა სამხედრო ტრიბუნალს. ამ ფაქტის შესახებ კისვინოვის ჩვენება ასე გამოიყურება: „ნიკოლაი ეჟოვს რომ საქართველოდან ჩამოსული მონაცემები გავაცანი, მას სახე აელეწა, გადააფურთხა, ბერიას მისამართით უშვერად შეიგინა და მითხრა:
– გაიძვერა ნაციონალისტი! გეგმის მიხედვით, მას ხუთი ათასი ადამიანი უნდა დაეხვრიტა და თხუთმეტი ათასი „გაეპრესა“. მას კი ათასი კაციც არ ჰყავს დახვრეტილი და, სულ რაღაც ათას სამასი გაატარა პრესში. თუკი ასე გაგრძელდა, თავად ბერიას მივაყენებთ კედელთანო.
ძალზედ საგულისხმო ფაქტია ის, რომ 971 „დახვრეტილთა“ შორის, სინამდვილეში მხოლოდ 320 ადამიანი იყო დახვრეტილი, დანარჩენები კი მხოლოდ სიკვდილმისჯილები იყვნენ და ბერიას განსაკუთრებულ განკარგულებამდე ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული... მოგვიანებით, თითოეული მათგანის სასიკვდილო განაჩენი ბერიასავე ძალისხმევით გააუქმეს და მათი უმეტესობა საერთოდ გაათავისუფლეს. ხოლო, როდესაც ბერიამ ეჟოვის ადგილი დაიკავა, რეპრესიები მთელი კავშირის მასშტაბით, „ჯადოქრის ჯოხის ერთი აქნევით“ შეწყდა და ეს „ჯადოქარი” სწორედ ლავრენტი ბერია იყო...
განრისხებულმა ნიკოლაი ეჟოვმა, რომელსაც ბერია თვალში არ მოსდიოდა და უკვე კარგა ხანია, მის „ჩაძირვას“ ცდილობდა, სპეციალური კავშირის ტელეფონის ყურმილს ხელი დაავლო და თბილისში ბერიას დაურეკა... 1953 წელს ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე ასე იხსენებდა ამ ეპიზოდს საქართველოს მაშინდელი „ენკავედეს“ შეფი სერგო გოგლიძე: „1937 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით დღის 2 საათზე, ლავრენტი ბერიას კაბინეტში ვიმყოფებოდი, სადაც მასთან ერთად განვიხილავდი ქართველი ჩეკისტების სოციალურ-კომუნალური მოწყობის საკითხებს. ბერიას პირადი ინიციატივით, 1938 წლისთვის თბილისში ოთხი დიდი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იყო დაგეგმილი და სწორედ ამ საკითხზე ვმსჯელობდით. ამ დროს სამთავრობო ტელეფონმა დარეკა. ბერიამ შემომხედა, შემდეგ ყურმილს დასწვდა და უპასუხა. დაახლოებით ათიოდე წუთი რომ ილაპარაკა, ყურმილი აპარატზე დადო, პენსნე მოიხსნა და გაწმინდა. ბოლოს მწარედ ჩაეცინა და, რადგან ყველაზე სანდო და ერთგულ ადამიანად მივაჩნდი, მითხრა:
– შენი უშუალო უფროსი, ეჟოვი იყო და, იმ კრეტინმა, თავის ჭკუაში, შემახურა. გამჩენი არ ასვენებს ამ საზიზღარს და თავის გათხრილ სამარეში თვითონვე მოუწევს ჩაწოლა, – ბერია სკამიდან წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და დაამატა, – ასე მითხრა, – რა ცოტა ადამიანი დაგიხვრეტიათო. რა იცის იმ კრეტინმა, რომ 971-ის ნაცვლად მხოლოდ 320 ადამიანია დახვრეტილი და, თანაც, მართლა დამნაშავეებიო.“
როგორც ცნობილია, ბერიამ ეჟოვს უთხრა, რომ საქართველოში სტალინის ყველაზე ერთგული ხალხი ცხოვრობს და შრომობს და ამიტომაა ხალხის მტრების ასეთი მცირე რიცხვი, ხოლო უდანაშაულოებს ჩვენ არ ვხვრეტთო. ამ სიტყვების შემდეგ ეჟოვმა ბერიას ტელეფონი გაუთიშა და თავისი მომავალი შემცვლელის მიმართ ინტრიგები გააძლიერა.
ბერია ეშმაკი და გონიერი ადამიანი იყო და შემთხვევით არ უხსენებია ეჟოვთან სტალინი, რითაც „ენკავედეს“ შეფს ირიბად უთხრა: მე და ჩემდამი რწმუნებული ხალხი სტალინისადმი ერთგულებას ვამტკიცებთ, შენ კი ვერ უმკლავდები სტალინის მტრებს, რადგან სხვა რესპუბლიკებში უამრავი დახვრეტილიაო. საგულისხმოა, რომ, საქართველოს გარდა, დანარჩენ რესპუბლიკებში, დახვრეტილთა 99 პროცენტი ანტისტალინური განწყობისთვის გამოასალმეს სიცოცხლეს, საქართველოში კი ყველა დახვრეტილს მართლა რაღაც დანაშაული ჰქონდა ჩადენილი – ძირითადად, გაფლანგვა და სახელმწიფო ქონების განიავება. რა თქმა უნდა, იყვნენ ანტისტალინელებიც, მაგრამ ჭკვიანი ბერია შეგნებულად ჩქმალავდა ასეთ ფაქტებს, რომ საბჭოთა ბელადის კეთილგანწყობა დაემსახურებინა და არც შემცდარა...
მოგვიანებით ხრუშჩოვი ამბობდა, ბერია სტალინს თვალს უხვევდა და ატყუებდაო. ასეთი რამ კი სწორედ იქიდან გამომდინარეობდა, რომ ბერიას გოგლიძისთვის მითითება ჰქონდა მიცემული: ანტისტალინური საქმეები გულდასმით გამოიძიეთ და, ეცადეთ, არ გაასაჯაროოთო...
ალბათ, პარადოქსია, რომ ბერია გასული საუკუნის 30-იან წლებში არსებული საერთო ატმოსფეროს (იგულისხმება „სტალინის მტრებთან“ ბრძოლა) საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და მისმა საქციელმა წარმატებაც მოუტანა... ანუ, იმ დროს, როცა სხვა რესპუბლიკებში „სტალინის მტრებს“ ებრძოდნენ და ათეულ-ათასობით ადამიანს ხვრეტდნენ, ხშირ შემთხვევაში კი – სრულიად ტყუილად, ლავრენტი ბერია რესპუბლიკის ეკონომიკას აძლიერებდა, ნამდვილ დანაშაულს ებრძოდა და ცდილობდა, რომ მისდამი რწმუნებულ ტერიტორიაზე საბჭოთა ბელადის მოწინააღმდეგეები არ ყოფილიყვნენ.
ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია, მამასთან საუბრის ერთ-ერთ ეპიზოდს ასე იხსენებს თავის მოგონებების წიგნში: „ერთ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულ მამას კაბინეტში ვესტუმრე და გაზეთ „პრავდის“ მოწინავე სტატია ვუჩვენე, სადაც ეწერა, რომ სვერდლოვსკში დიდი ანტისტალინური ორგანიზაცია ამხილეს და სამასკაციანი ქსელი სრულად იქნა ლიკვიდირებული, ანუ დახვრეტილი. მამამ თვალი გადაავლო პუბლიკაციას და მკითხა:
– რატომ მაჩვენე ეს სტატია, რა გაინტერესებს?
– ასეთი პუბლიკაციები ყოველდღიურად იბეჭდება ცენტრალურ გაზეთებში და, რომ დავთვალე, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ოთხმოცი ათასამდე ანტისტალინელია დახვრეტილი, საქართველო კი ერთხელაც არაა იქ ნახსენები და, მაინტერესებს, მართლა არ არიან ჩვენთან სტალინის მოწინააღმდეგეები თუ მათ, უბრალოდ, ვერ იჭერენ-მეთქი?
მამამ ყურადღებით შემათვალიერა და მიპასუხა:
– დასაჭერს ვიჭერთ და, რადგან მათში ანტისტალინელები არ ხვდებიან, გამოდის, რომ საქართველოში ასეთები არ არიან. ისე კი, გირჩევ,  სწავლას მიხედო, პოლიტიკით ნაკლებად დაინტერესდე და პატიოსნად იცხოვრო...“
არც  ისე ძნელი მისახვედრია, რომ ლავრენტი ბერიამ მშვენივრად იცოდა, საიდანაც „უბერავდა ქარი“ და „აჩრდილებთან ბრძოლა“ საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იყო, მაგრამ ბერია უფრო მეტად ჭკვიანი და უფრო მეტად გამბედავი გამოდგა თავის კოლეგებს შორის. სწორედ მან დაიწყო „აჩრდილებთან მებრძოლი“ ატმოსფეროს ნგრევა და სტალინი დაარწმუნა, რომ დიადი ქვეყნის მშენებლობა ბევრად უფრო მომგებიანი იყო. თუკი რეპრესიებს შეაჩერებდა, „აჩრდილების“ პერსონაჟს ამოაგდებდა საბჭოთა ყოფიდან და ქვეყანაში კანონიერებისა და მეტი ნდობის ატმოსფეროს დაამკვიდრებდა. სწორედ ბერიას ასეთი ნაბიჯი გამოდგა გადამწყვეტი ამ შემთხვევაში და სტალინმა ის (ბერია) ჯერ ეჟოვის ადგილზე დანიშნა და „ენკავედეში“ სრული კარტ-ბლანში მისცა, შემდეგ კი თითქმის ყველა სტრატეგიული პროექტი ჩააბარა და საბჭოეთი მართლაც დიად სახელმწიფოდ აქცია“...

скачать dle 11.3