კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

სად და როგორ ინახავდა სტალინი კომპრომატებს ყველა ცნობილ ბოლშევიკზე

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ვიქტორ პოპოვსკი წერს: „სტალინი ისეთი ისტორიული პიროვნებაა, ვისზეც ყველამ ყველაფერი იცის და არავინ არაფერი არ იცის... დიდ ინტერესს იწვევს ეგრეთ წოდებულ „განსაკუთრებულ სეიფში“ შენახული სტალინის ჩანაწერები, ფაქტობრივად, საბჭოთა ბელადის დღიურები, რომლებსაც, როგორც ამ ცოტა ხნის წინ გაირკვა, იგი თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში აწარმოებდა.
ნადეჟდა ალილუევას (სტალინის მეორე მეუღლე, უახლოესი მეგობრის, კლავდია კუზნეცოვას შვილი, ალა გოლიკოვა იხსენებს: „დედაჩემი 1980 წელს გარდაიცვალა. ბოლო ხუთი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი და მე ვუვლიდი. დედა ხშირად მიყვებოდა სხვადასხვა ამბავს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, რომლებშიც ხშირ შემთხვევაში თავადაც მონაწილეობდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი მითხრა, რომ თურმე, სტალინი ინტენსიურად აწარმოებდა დღიურებს დიდ სქელყდიან  წითელ ბლოკნოტებში და ამ დღიურებს ჯერ სახლის უზარმაზარ სეიფში ინახავდა, მოგვიანებით კი – კუნცევოს აგარაკზე... ჩემს კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია, დედამ ასეთი ისტორია მომიყვა: „მე და სტალინის ცოლი, ნადეჟდა ალილუევა, ერთად ვასწავლობდით წითელ „მუშფაკზე“, უახლოესი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით და ეს თითქმის იმ დღემდე გრძელდებოდა, როდესაც საბრალო ნადიუშამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... ამ საბედისწერო დღემდე ერთი კვირით ადრე, საღამოს ათ საათზე, ძალიან აგზნებული და განერვიულებული ნადიუშა ჩემთან მოვიდა. მამაშენი ღამის ცვლაში მუშაობდა. შენ კი ჩვილი იყავი და გეძინა. მკითხა, შენი მეუღლე თუა სახლშიო. უარყოფითი პასუხი რომ მიიღო, შემოვიდა, სკამზე დაჯდა და გააბოლა... ნადიუშა არ ეწეოდა და მისმა ასეთმა საქციელმა გამაოცა. როცა ვნერვიულობ, ვეწევიო, – მითხრა მან. შემდეგ პაპიროსი ჩააქრო და თვალცრემლიანმა შემომჩივლა:
– კლარა, ძვირფასო, რომ იცოდე, რა უბედური, საწყალი და მოტყუებული ვარ.
– რატომ, ნადიუშა, რა მოხდა, ასერამ გაგანერვიულა-მეთქი, –  ვკითხე მას.
– იოსებმა (სტალინმა)... –  მომიგო ნადიუშამ და მწარედ აქვითინდა. მე ჯერ მისი დამშვიდება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. შემდეგ გავჩერდი და, როდესაც თავადვე დამშვიდდა და ცრემლებიც შეიმშრალა, ვკითხე:
– მაინც, რა გითხრა ისეთი იოსებმა, რომ ასეთ დღეში ხარ?
– უშვერი სიტყვებით მაგინა და ბოლოს ხელიც კი გამარტყა, – მითხრა ნადიუშამ.
– რატომ, რას გერჩოდა? – ვკითხე ნადიუშას. მას კი მწარედ ჩაეცინა და მითხრა:
– იოსებს სახლში, თავის კაბინეტში, უზარმაზარი სეიფი უდგას, სადაც სხვადასხვა საბუთთან ერთად უამრავ წითელ ბლოკნოტსაც ინახავს, რომლებშიც ჩანაწერებს აკეთებს ხოლმე ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ  არაერთხელ ვკითხე, რას წერს ამ ბლოკნოტებში, მან ყოველთვის ბანზე ამიგდო სიტყვა. ამიტომ, ძალიან მაინტერესებდა მათი შინაარსი, მაგრამ იოსები ყოველთვის საიმედოდ კეტავს თავის სეიფს, გასაღებს კი თან ატარებს. გუშინ, როდესაც იოსები სახლში დაბრუნდა და ივახშმა, თავის კაბინეტში გავიდა და მუშაობას შეუდგა. მე მას ჩაი შევუტანე და დავინახე, რომ სეიფი ღია იყო. რომ გამოვედი, ისიც უკან გამომყვა სწრაფი ნაბიჯით, თან მომაძახა: – ტატკა (ასე ეძახდა ცოლს მოფერებით სტალინი), პოლიგონზე მივდივარ ახალი იარაღის გამოცდის სანახავად და სამიოდე საათში დავბრუნდები. იცოდე, არ მოიწყინოო. ერთი სიტყვით, რომ წავიდა, მის კაბინეტში დავბრუნდი ჩაის ჭიქის წამოსაღებად და გამოღებულ სეიფს მოვკარი თვალი, რომლის დაკეტვაც იოსებს დავიწყებოდა. სეიფთან მივედი და, რადგან ბავშვები სახლში არ იყვნენ  (ჩემს მშობლებთან იმყოფებოდნენ ლენინგრადში), პირველივე წითელი ბლოკნოტი გამოვიღე, რომელიც ხელში მომხვდა, სკამზე ჩამოვჯექი და კითხვას შევუდექი... ასეთ მდგომარეობაში წამომადგა თავზე იოსები. ის კატასავით შემოპარულიყო კაბინეტში და, როგორც შემდეგ მითხრა, თურმე სამიოდე წუთი ჩუმად მიყურებდა. ბოლოს კი ბლოკნოტი ხელიდან გამომტაცა, სეიფში შეინახა და ცოტა ხანში ერთმანეთს ვეჩხუბეთ... სულ ძუკნა მიძახა და დედა მაგინა. ბოლოს კი სილა მტკიცა მარცხენა ლოყაში და თავადვე დატოვა კაბინეტი.
– ნადიუშა, მე, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ ბილწსიტყვაობასა და ძალადობას, მაგრამ, არც შენ ხარ მართალი. იოსები უმაღლესი სახელმწიფო მოღვაწეა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ხარ, მისი საიდუმლო დოკუმენტები არ უნდა წაგეკითხა, – ვუთხარი ნადეჟდა ალილუევას.
– იოსები უმაღლესი რანგის ბოროტმოქმედია. მისთვის ადამიანის ღირსება და სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. ხალხი იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოს და, რაც მოესურვება, ის გააკეთებინოს. აი, სწორედ ეს ამოვიკითხე მის დღიურებში და ჩხუბიც ამის გამო მოგვივიდა, – მომაყარა ნადიუშამ. შემდეგ მოულოდნელად გაჩუმდა, წამოხტა და სახლიდან გავარდა. რამდენიმე დღეში კი შევიტყვე, რომ მან თავი მოიკლა. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა...“
გოლიკოვას დედის გარდა, სტალინის „წითელ ბლოკნოტებს“ უფრო დაწვრილებით  იხსენებდა თავის გამოუქვეყნებელ, ჩამორთმეულ ხელნაწერებში სერგო ორჯონიკიძის მეუღლე, ზინაიდა ორჯონიკიძე, რომელიც წერდა: „ჯერ კიდევ 1926 წელს მითხრა სერგომ (ორჯონიკიძემ), რომ სტალინს საიდუმლო წითელი ბლოკნოტები აქვს, რომლებშიც ჩანაწერებს აკეთებს და სადაც მას ყველა წონიან ბოლშევიკზე აქვს კომპრომატიო. ერთხელ, როდესაც ჩვენ სუფრა გვქონდა, რომელსაც სტალინიც ესწრებოდა და სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ, საკმაოდ შემთვრალმა სერგომ მოულოდნელად მითხრა:
– ზინაჩკა, გინდა, გითხრა,  როგორ ინარჩუნებს სტალინი თავის ძალაუფლებასა და გავლენას ბოლშევიკებზე? წითელ ბლოკნოტებში არსებული ჩანაწერების წყალობით. ეს ჩანაწერები კომპრომატია თითოეულ ჩვენგანზე. მათ კობა თავის ცეცხლგამძლე სეიფში  მალავს, – საკმაოდ გასაგებად ამიხსნა სერგომ.
– შენ საიდან იცი? – ვკითხე მე.
– ჩემი თვალით მაქვს ნანახი, – გაეცინა სერგოს – ილიჩის (ლენინის) გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ის დროებით გამოჯანმრთელდა და კობაზე იერიშის მიტანა გადაწყვიტა, მე და კობას ერთმანეთში საუბარი გვქონდა და მან მითხრა, რომ, თუ ილიჩი თავისას არ მოიშლიდა, მაშინ მისი გამოაშკარავება მოუწევდა. კობამ სეიფი გააღო, წითელი ბლოკნოტი გამოიღო და მითხრა:
– აი, სერგო, აქ მაქვს ყველაფერი. თუ ეს გამჟღავნდა, ჩათვალე, რომ ლენინის ავტორიტეტი მტვერივით გაიფანტება. აქაა იმის მტკიცებულება, რომ ლენინი მნიშვნელოვან თანხებს იღებდა გერმანიის დაზვერვისგან, რაც იმის დასტურად გამოდგება, რომ ილიჩი გერმანიის აგენტია...
შემდეგ კობამ ბლოკნოტის ჩანაწერის ის ადგილი წამიკითხა, რომელიც ნამდვილად გამოდგებოდა ლენინის კომპრომატად და მითხრა, რომ ასეთი ინფორმაციები ყველა ბოლშევიკზე ჰქონდა. ხოლო, როდესაც ვკითხე, ჩემზეც გაქვს-მეთქი? მას ულვაშებში ჩაეცინა და მომიგო: – შენ ხომ მტერი არ ხარ, მე მტრებს ვგულისხმობო...
მახსოვს, მეორე დღეს, როდსაც სერგოს წინა ღამის საუბარი შევახსენე, მითხრა, მეტი აღარასოდეს გამეხსენებინა ეს საუბარი და დამევიწყებინა... მე აღარ დამიძალებია და გავჩუმდი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სერგო ძლიერ იყო შეშინებული. არადა, სერგო ორჯონიკიძე მშიშარა და ლაჩარი არასდროს ყოფილა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინის გარდაცვალებისთანავე, საბჭოთა ბელადის ცხედარი ჯერ  წესიერად გაციებულიც კი არ იყო, რომ მისი სეიფიდან პირველად სწორედ ის „წითელი ბლოკნოტები“ წაიღეს, რომლებიც ჯერ ბერიასთან ინახებოდა, შემდეგ ხრუშჩოვთან გადაინაცვლეს, ბოლოს კი პარტიული არქივის საგანგებო სეიფში დაიდეს ბინა. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრება, რომ „წითელი ბლოკნოტებიდან“ ჯერ ბერიაზე, შემდეგ კი ხრუშჩოვზე არსებული ჩანაწერები გაქრა. თუმცა, სავარაუდოდ, მათში მრავალი საინტერესო დოკუმენტაცია პირადად სტალინის ხელით იყო დაფიქსირებული. სიმართლეს კი მაშინ გავიგებთ, როდესაც ამ ბლოკნოტების 250 ტომს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნება...“

скачать dle 11.3