კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოჰ, ეს ქალები!..



საინტერესოა, უფრო მეტი ვიცოდეთ საკუთარ სქესზე. შესაძლოა ამ პუნქტებიდან ზოგიერთს არ დაეთანხმოთ, ან გაგეცინოთ, მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდებით, სიმართლის  მარცვალს  ყველაში იპოვით. 
* ინგლისური სიტყვა girl (გოგონა) თავდაპირველად ნიშნავდა (ორივე, ქალისა და მამაკაცის სქესის) ახალგაზრდას. მხოლოდ მე-16 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ამ ტერმინის გამოყენება კონკრეტულად მდედრობით სქესთან მიმართებაში.
* ქალისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური ნიშანი  შემთხვევით  არ შეურჩევიათ. როცა ქალი ორსულადაა გოგონაზე, ამ დროს საშვილოსნოში ისახება პატარა ჯვარი, რომელიც მხოლოდ გოგონებისთვისაა დამახასიათებელი.
* ინგლისში იმ მამაკაცს, რომელიც უცნობ ქალს შესთავაზებს სექსს, აჯარიმებენ,  ან 3 თვით პატიმრობას უფარდებენ.
* ქალის მკერდი პროპორციულად გაცილებით უფრო მეტია მის სხეულზე, ვიდრე სხვა მდედრობითი ძუძუმწოვრების. თუმცა, დიდი ზომის სარძევე ჯირკვლები არავითარ ზეგავლენას არ ახდენს ძუძუში რძის რაოდენობაზე.
* თითქმის ყველა ქვეყანაში, საშუალოდ, ქალები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები.
* დეპრესია გაცილებით უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაახლოებით, ქალების 25 პროცენტი ხშირად, ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც, განიცდის მძიმე დეპრესიას და უმეტეს შემთხვევაში, ამ დეპრესიის მიზეზი მამაკაცია.
*  ყველაზე ხშირად, ქალები მუშაობენ განათლების, ჯანდაცვის, მრეწველობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.
* უძველესი შუმერული ლეგენდის თანახმად, სამყარო შექმნა ქალღმერთმა ტიამატმა.
* ყველაზე ძვირად ღირებული ქალი მსოფლიოში არის ჯენიფერ ლოპესი. მისი უკანალი დაზღვეულია ერთ მილიარდ ევროდ.

რატომ უყვარს ქალს? კაცი?
მართლაც საინტერესოა, ხომ მართალია?
მით უმეტეს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს, რადგან ძალიან აქტუალურია.
შესაძლოა, იმიტომ, რომ...
კაცები არასდროს უკეთებენ კომენტარს იმას, რასაც ახლობლები ფიქრობენ.
ქალებმა ყოველთვის ვიცით, რას ფიქრობენ კაცები და როცა პირს გააღებენ, ამბობენ იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობდით  (რომ ისინი ფიქრობდნენ).
კაცები არასდროს ოცნებობენ თავი გაიწამონ მაღალი ქუსლების ტარებით.
კაცებს უყვართ ქალის სხეულის შესწავლა და სულის დაპყრობა.
14 წლის გოგონას შეუძლია, მამაკაცს თავზარი დასცეს, ხოლო 25 წლის ქალს შეუძლია, ძალიან ადვილად მოათვინიეროს ის.
კაცები ყველანაირად ცდილობენ დამალონ საკუთარი სისუსტეები.
კაცები თავისი თეფშიდან ყველაფერს ჭამენ და თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.
ისინი დიდად გახარებულები არიან, მართლაც რომ უინტერესო კითხვებით.
მაგალითად: რა ხდებოდა სამსახურში? ან ინფორმაცია სხვადასხვა მარკის ავტომობილების შესახებ.
მათ აქვთ მხრები, სადაც შეგვიძლია თავის დადება და დასვენება – ძილი, დიდი ძალისხმევის გარეშე.
ისინი წარმოუდგენლად მამაცები არიან სხვადასხვა მწერის წინააღმდეგ.
ისინი არ ტყუიან თავიანთი ასაკის შესახებ (უმრავლესობა).
ყველაფრის მიუხედავად, ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, რომ არ შეუძლიათ სიცოცხლე ქალის გარეშე.
როცა ვეუბნებით: „მე შენ მიყვარხარ,“ კაცები ყოველთვის გვთხოვენ, ავუხსნათ ზუსტად როგორ (გვიყვარს).
რატომ უყვარს კაცს
 ქალი?

მამაკაცებს უყვართ  ქალები, რადგანაც ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ მამაკაცები არიან ახალგაზრდები, დაბერების შემდეგაც კი.
უყვართ  იმიტომ, რომ ქალები ყოველ ჯერზე იღიმიან, როცა მათ წინ ბავშვი ჩაივლის.
 იმიტომ, რომ ქალები აკეთებენ ყველაფერს სახლისთვის, მათ მოწესრიგებისა და სრულყოფილებისთვის. არასდროს ელიან აღიარებას, იმ სამუშაოსთვის, რასაც აკეთებენ.
რადგანაც ქალებს აქვთ საკუთარი გზები პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც კაცები ვერასდროს გაიგებენ (ამის გამო, კაცები საკმაოდ შეშლილები არიან).
იმიტომ, რომ ქალები გრძნობენ სიბრალულს და ამბობენ: „მე შენ მიყვარხარ“ ზუსტად მაშინ, როცა ნაკლებად უყვართ პარტნიორი.
იმიტომ, რომ, როცა აინტერესებთ რეალობა საკუთარი გარეგნობის შესახებ, მაშინ ამას ეკითხებიან სხვა ქალებს. კაცებს ამგვარი ტიპის შეკითხვებით არ აწუხებენ.
იმიტომ, რომ ქალები ჩივიან ზუსტად იგივე რამეებზე, რაზეც კაცები.
იმიტომ, რომ ქალები წერენ სიყვარულის ისტორიებს.
რადგან ისინი არ ხარჯავენ დროს იმაზე ფიქრში, თუ როგორ მიუახლოვდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ახლახან ამოვიდა ავტობუსში.
იმიტომ, რომ ფილმებში – მხოლოდ ფილმებში – ქალები არასდროს იღებენ შხაპს, მანამ, სანამ პარტნიორთან სიყვარულით არ დაკავდებიან.
იმიტომ, რომ ქალებს შეუძლიათ სამსახურში ჩაიცვან ისე, როგორც კაცები იცვამენ. დახვეწილი კოსტიუმები, როცა ვერცერთი კაცი ვერ ბედავს სამსახურში კაბით წასვლას.
იმიტომ, რომ ქალებს ყოველთვის შეუძლიათ კაცების ნათქვამს რაღაც დეფექტი მოუნახონ. როცა კაცები ამბობენ, რომ სხვა ქალი ლამაზია, მაშინ ქალები აუცილებლად აგრძნობინებენ მამაკაცს, რომ უგემოვნოა.
იმიტომ, რომ კაცები ქალებიდან „მოდიან“ და ისევ უკან, ქალებთან ბრუნდებიან და სანამ რამე მოხდება, ცხოვრობენ ისევ და ისევ „ქალების“ ორბიტაზე.
პაულო: ჩვენ მამაკაცებს იმიტომ გვიყვარს ისინი, რომ ქალები არიან. ასე, უბრალოდ.

скачать dle 11.3