კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

როგორ გააკვირვა ორმა ქალმა ღირსი მაკარი
ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებულად გულმოდგინედ ლოცულობდა. ამ დროს მოესმა ხმა:
– შენ ჯერ კიდევ ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობენ.
მაკარის ეს სიტყვები გაუკვირდა და მათი ცხოვრების გაგება მოინდომა.
ბერი ქალაქში წავიდა, მოძებნა სახლი, რომელშიც ის ორი დედაკაცი ცხოვრობდა და კარზე დააკაკუნა. მას ქალი გამოეგება და სიხარულით შეიყვანა ოთახში, სადაც მეორე დედაკაცი მიეგება. მაშინ მაკარიმ მათ უთხრა:
– მე მხოლოდ თქვენი გულისთვის ვიტვირთე დიდი შრომა, შორეული უდაბნოდან მოვედი, რომ შევიტყო თქვენი საქმენი. დაუფარავად აღიარეთ ყოველივე ჩემ წინაშე.
დედაკაცებმა ქალწულებრივი სიმორცხვით მიუგეს:
– კაცო ღვთისაო! განა შეიძლება, რამე ღვთის სათნო საქმე მოეთხოვოს იმას, ვინც მუდამ ოჯახის მზრუნველობაშია გართული და მეუღლის მოვალეობა უნდა აღასრულოს?
მაგრამ წმიდა მაკარიმ დაჟინებით სთხოვა, ეთქვათ, როგორ ატარებდნენ ცხოვრებას. მაშინ მადლიანმა დედაკაცებმა თავმდაბლად უთხრეს:
– ჩვენ რძლები ვართ, მეუღლენი ღვიძლი ძმებისა; თხუთმეტი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და ამდენ ხანს ერთმანეთისგან ერთი საწყენი სიტყვა არ გაგვიგონია. შვილები არ გვყავს და თუ უფალმა მოგვანიჭა ისინი, ჩვენი პირველი ზრუნვა ღვთის ვედრება იქნება, რომ შეგვეწიოს, აღვზარდოთ ისინი მორწმუნენი და კეთილისმოქმედნი. მოსამსახურეებს თავაზიანად ვეპყრობით. ბევრჯერ მოვინდომეთ მონაზვნად შედგომა, მაგრამ მეუღლეებისგან კურთხევა ვერ გამოვითხოვეთ. ჩვენდამი მათ სიყვარულს ვგრძნობთ და მათდა სანუგეშოდ დარჩენა გადავწყვიტეთ. ხოლო ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც რომ მიემსგავსოს წმიდა მეუდაბნოე დედათა ცხოვრებას, გულში გადავწყვიტეთ: ვერიდოთ ჭორებს და ყოველივე ცუდუბრალო საუბარს, უფრო ხშირად შინ ვიმყოფებოდეთ და ოჯახს ვუვლიდეთ.
ამის მოსმენის შემდეგ მაკარიმ თქვა:
– ჭეშმარიტად, ღმერთი იმას კი არ უცქერის, ქალწულია ვინმე თუ შეუღლებული, ბერია თუ ერი, არამედ მხოლოდ გულით კეთილი საქმეების მიმდევარს ეძებს და ასეთ  ადამიანს უფალი შეიწყნარებს. მოხედავს მას და მოუვლენს სულიწმიდას, რომელიც ცხონების მოსურნე ყოველი ადამიანის ცხოვრებას ამოქმედებს და მართავს.
ეს მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, რომ ცხონება შეუძლია ყოველ მართლმადიდებელს, ბერი იქნება თუ ერი, შეუღლებულია თუ ქალწული, ოღონდ კაცს უნდა ჰქონდეს გული კეთილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება და კეთილ საქმეს ასრულებდეს.
„რომელმან ჰპოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ. დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი, დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა თვისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა. დედაკაცი კეთილი ნაწილი კეთილისა, წილს შინა მოშიშსა უფლისასა მიეცეს“.

განკითხვა მძიმე ცოდვაა
ერთხელ იოანე სებაიტელი უდაბნოში იჯდა და ღვთივსათნო საქმეებზე ფიქრობდა. უეცრად ღირსი მამის მოსანახულებლად  და მისგან ლოცვა-კურთხევის მისაღებად ერთი სავანის ბერი მივიდა. იოანემ მისი სავანის ძმების ცხოვრება გამოჰკითხა და განსაკუთრებით ერთი ბერი გაიხსენა, რომელზეც ცუდი ხმები დადიოდა.
– სულ არ შეცვლილა, – მიუგო სტუმარმა.
– ვაი მას! – წამოიძახა იოანემ და ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე, რაღაც საოცარმა ხილვამ მოიცვა: უეცრად გოლგოთაზე აღმოჩნდა, ხედავდა ორ ავაზაკს შორის ჯვარცმულ ქრისტეს... იოანე შეეცადა, მაცხოვრისთვის თაყვანი ეცა, მაგრამ, როგორც კი მიუახლოვდა, იესო ქრისტე მის წინ მდგომ ანგელოზებს მიუბრუნდა და უთხრა:
– გააძევეთ აქედან! მან ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა თავისი ძმა!
როდესაც გამოძევებული იოანე კარში გადიოდა, მანტია გამოედო და იძულებული გახდა, იქვე დაეტოვებინა. გამოფხიზლებულმა თრთოლვით თქვა:
– საშინელია ეს დღე ჩემთვის!
– რატომ? – ჰკითხა სტუმარმა.
მაშინ წმიდა იოანემ მას თავისი ხილვის შესახებ უამბო და დაამატა:
– დატოვებული მანტია ნიშნავს, რომ ძმის განკითხვისთვის ღვთის წყალობა და მადლი მომაკლდა.
ამის შემდეგ წმიდა იოანე შვიდი წლის განმავლობაში ლოცულობდა უდაბნოში ღვთის წინაშე, პურს არ იხმევდა, სენაკში არ შედიოდა, ადამიანებს არ ესაუბრებოდა. ბოლოს კვლავ სასწაულებრივი ხილვით შეიტყო, რომ განკითხვის მძიმე ცოდვა მიეტევა.
„არა განიკითხოთ, რაითა არა განიკითხნეთ“, – ბრძანებს მაცხოვარი. მეტად მნიშვნელოვანია ეს სიტყვები, რამეთუ ვინც მოყვასს განიკითხავს, თითქოს ცდილობს, უფალს წაართვას ეს უფლება.

скачать dle 11.3