კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ლიბერთი ბანკის“ რამდენ ასეულ ათას აქციას ფლობს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე 1981 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება (2000-2005 წლებში) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე მიიღო (საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალისტია), 2006-2007 წლებში ევროპის მენეჯერთა სკოლაში (ESM-ში) გადაინაცვლა და ბიზნესადმინისტრირებას დაეუფლა. 2007 წელს გაიარა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ) უცხოური ინვესტიციების კურსი. 2015 წელს კი ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნესსკოლაში სწავლობდა – გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით. 2016 წლის მარტში კი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში.
მანამდე კი, მისი შრომითი ბიოგრაფია 2003 წელს დაიწყო „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროექტის მენეჯერად. 2004 წლიდან 2008 წლამდე საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ის უფროსი აუდიტორი იყო, 2008-2009 წლებში – „საქართველოს ბანკის“ მთავარი საგადასახადო სპეციალისტი. ხოლო 2009 წლიდან 2016 წლამდე „ლიბერთი ბანკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ასევე, მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ არის ილიას სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი საბანკო-საფინანსო მიმართულებით.
შესაბამისად, ქ-ნმა მელიქიძემ თავისი პირველი დეკლარაცია 2016 წელს შეავსო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა და ოჯახის წევრებად მიუთითა 1970 წელს დაბადებული მეუღლე – ზურაბ გამგონეიშვილი და ორი შვილი: 2011 წელს დაბადებული მარიამი და 2012-ში დაბადებული ნინო.
თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, მელიქიძე-გამგონეიშვილის წყვილს არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. თუმცა პრეზიდენტის მრჩეველი არის „ლიბერთი ბანკის“ აქციონერი და მისი საკუთრებაა 0,01 ლარად ღირებული 292 521 აქცია.
მრჩევლის მეუღლე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, არის შპს „აბაკუს ექაუნთინგის“ პარტნიორი და ამ საქმიანობამ მას 2015 წელს 4 600 ლარი მოუტანა. ამას გარდა, ზურაბ გამგონეიშვილმა, როგორც „სმარტექსის ჯგუფის“ მთავარმა ბუღალტერმა 44 250 ლარი აიღო, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა (ელექტრონული ფულადი სისტემები), 7 200 ლარი.
რაც შეეხება მაია მელიქიძეს, 2015 წლის განმავლობაში, მან, როგორც „ლიბერთი ბანკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, 55 106 ლარი აიღო, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულმა ლექტორმა (საბანკო საქმის მიმართულებით), 10 400 ლარი.
2015 წელს ზურაბ გამგონეიშვილმა „საქართველოს ბანკიდან“ 188 600 ლარის ოდენობის სამწლიანი იპოთეკური სესხი აიღო, რომლის მომსახურებაც 2015-შივე 25 623 ლარი დაუჯდა.
მაია მელიქიძეს კი 2015 წელს ჰარვარდის ბიზნესსკოლაში სწავლა 15 000 აშშ დოლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3