კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

„მოტეხილები“?!

ანუ ალყაში…

 ამ ჩვენს მეზობელ თურქეთში დატრიალებული მოვლენები ვერ მოგვენელებინა ჯეროვნად (ათა თურქის საერო თურქეთი რომ უცბად იქცა იმად, რაც საუკუნეების განმავლობაში ელდას გვცემდა), რომ ამ ჩვენს მეზობელ და ჩვენსავე სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუმწიფა თავში საკონსტიტუციო ცვლილებები.
კერძოდ, ბ-ნმა ალიევმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო ცვლილებების 29-პუნქტიანი პაკეტი გადაუგზავნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, თუ დაეთანხმება, რეფერენდუმზე გაიტანოს და შემდეგი ცვლილებები დაკანონდეს.
სახელდობრ: აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე უნდა გაიზარდოს გაუქმდეს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა (აკვნიდან ჯობია, მე რომ მკითხოთ); მასვე მიენიჭოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლებაც და პარლამენტის დათხოვნისაც (თუმცა არის საამისო დათქმებიც) და სხვა.
ერთი სიტყვით, თუ აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ ცვლილებები მოიწონა, რეფერენდუმიც დაინიშნება და, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. ცხადია, ეს აზერბაიჯანის შიგა საქმეა, თუმცა ამბავს კოჭებშივე ეტყობა, რომ არ ჰგავს სვლას ცივილიზებული დასავლეთისკენ.
ამის პარალელურად, შევიტყეთ, რომ 8 აგვისტოს ბაქოში ერთმანეთს სამი პრეზიდენტი შეხვდება: აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის, რათა რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილონ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: ჩვენებური დიპლომატია ივლისის მზითაა დასიცხული (ამიტომაც აქვს შენელებული რეაქციები), იმას გარდა, რომ, ნუთუ ამ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აზერბაჯანმა, არც მეტი, არც ნაკლები, „მოგვტეხა“?! –

скачать dle 11.3